• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაქსიმალური შედეგი ეროვნულ გამოცდებზე – რას გეგმავენ უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტები?

August 3, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიზანდასახულობა, შრომა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა წარმატების მთავარი საფუძველია.

გიგი შენგელიამ, მარიამ ორმოცაძემ, თეკლა გოთოშიამ და ერეკლე ცინარიძემ სხვადასხვა საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს.

OK! Magazine-თან ინტერვიუში ისინი გამოცდების შედეგებზე, ემოციებზე და მომავალ პროფესიულ გეგმებზე საუბრობენ:

გიგი შენგელია – მათემატიკა 51/51

108-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი შენგელიამ მათემატიკაში მაქსიმალური – 51/51 ქულა მიიღო. ამბობს, რომ შედეგი მისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა საკუთარი მომზადებიდან გამომდინარე, მაღალი შეფასების მოლოდინიც ჰქონდა.

„მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღება ძალიან გამიხარდა, რადგან ამით თითქოს 12-წლიანი შრომა დამიფასდა. ყველაზე მეტად კი ის მსიამოვნებს, რომ გავახარე ადამიანები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ,“ – ამბობს გიგი.

სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს – კომპიუტერულ მეცნიერებებისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტებს განიხილავს.

მისი თქმით, მომავალში სურს ცოდნა საზღვარგარეთაც გააგრძელოს და მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს.

მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს, სწავლა არ გადადონ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეიტანონ.

„ჩემი რჩევა რჩევა იქნება, რომ არ იზარმაცონ და სასწავლი მასალა არ დაიგროვონ, ყველაფერი ეტაპობრივად და თავის დროზე გააკეთონ, რადგან თუ ერთხელ ჩამორჩები, შემდეგ ეს ჩამორჩენა ნელ-ნელა ღრმავდება და ახალი მასალის სწავლასთან ერთად ძველის ათვისება გაცილებით რთული ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი დროულად შეასრულონ და არ დაიზარონ, რადგან: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.“

მარიამ ორმოცაძე – ინგლისური 70/70

ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ორმოცაძემ ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მოიპოვა.

როგორც თავად ამბობს, კარგი შედეგის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ოფიციალური ქულის ნახვა მაინც განსაკუთრებული ემოცია იყო.

„ვერ გეტყვით, რომ არ ველოდი, მაგრამ როცა შედეგი თავად ვნახე, ძალიან გამიხარდა. ეს დიდი შვება იყო,“ – ამბობს მარიამი.

ის სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე აპირებს.  მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს რომ გამოცდების პერიოდში საკუთარ თავზეც იზრუნონ.

„მთავარია, საკუთარი თავის სჯეროდეთ, სწავლის გარდა საკუთარ თავსაც დაუთმონ დრო. თავდაჯერებულობა უკვე წარმატებას ნიშნავს. არ დაისტრესონ გამოცდებსა და შედეგებზე, მიღებული ქულა ადამიანის შესაძლებლობებსა და ცოდნას არ განსაზღვრავს.“

თეკლა გოთოშია – ბიოლოგია, 70/68

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა გოთოშიამ ბიოლოგიაში 70-დან 68 ქულა მიიღო.

მისი თქმით, შედეგების გამოქვეყნების მომენტი ერთდროულად სიხარულისა და შვების მომტანი იყო.

„მივხვდი, რომ ყველა უძილო ღამემ, ნერვიულობამ და შრომამ შედეგი გამოიღო. ეს იყო მომენტი, როცა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დავრწმუნდი,“ – ამბობს თეკლა.

სწავლის გაგრძელებას იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე გეგმავს.

მისი მიზანია, გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექიმი, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან ერთად სამედიცინო სფეროს განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.

„წინ ხანგრძლივი და საინტერესო აკადემიური გზა მელის. ჩემი უახლოესი მიზანი უნივერსიტეტში სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაა. სწავლის პარალელურად ვგეგმავ აქტიურად ჩავერთო პრაქტიკულ საქმიანობაში, კლინიკურ სტაჟირებებსა და კვლევით პროექტებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი მიზანია გავხდე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპეციალისტი, რომელიც არ ჩერდება მიღწეულზე, მუდმივად ვითარდება, ითვისებს ახალ სამედიცინო ცოდნასა და მკურნალობის მეთოდებს, რათა პაციენტებს საუკეთესო დახმარება გაუწიოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემს თავს ვხედავ ექიმად, რომელიც არა მხოლოდ ყოველდღიურად ეხმარება პაციენტებს, არამედ წვლილი შეაქვს სამედიცინო სფეროს განვითარებაშიც. მსურს, ჩემი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით გავამართლო ის ნდობა, რასაც ეს პროფესია მოითხოვს“ – ამბობს თეკლა და მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, გამოწვევების არ შეეშინდეთ და მაქსიმალურად დაიხარჯონ.

„თითოეული დათმობილი საათი და გადაშლილი წიგნი საბოლოო შედეგზე აისახება.“

ერეკლე ცინარიძე – ქიმია 63/63

„ევრო 2000“-ის მოსწავლე ერეკლე ცინარიძემ ქიმიაში 63-დან 63 ქულა მიიღო.

როგორც ამბობს, უმაღლესი შედეგის მოლოდინი ჰქონდა, რადგან მთელი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ემზადებოდა.

„ძალიან გამიხარდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, უმაღლესი ქულის მოლოდინში ისედაც ვიყავი,“ – ამბობს ერეკლე.

სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკულ პროგრამაზე გეგმავს. მისი მიზანია, საქართველოში მიღებული განათლების შემდეგ პროფესიული განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძოს.

„აბიტურიენტებს, რომლებიც სამომავლოდ ბიოლოგიისა და ქიმიის ჩაბარებას აპირებენ, ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი პრაქტიკული სავარჯიში აკეთონ, განსაკუთრებით ქიმიაში, რადგან თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი ეროვნულის ტესტებში მაღალი ქულის ასაღებად.

ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გადამეორებას. ეს ორი საგანი მუდმივ გადამეორებას მოითხოვს, რათა ნასწავლი მასალა არ დაგვავიწყდეს და ყოველთვის გვახსოვდეს. მოკლედ, რომ ვთქვათ – ტესტები, მუდმივი გამეორება, მონდომება და სწორ რეპეტიტორთან მუშაობა ის წინაპირობებია, რომლებიც საჭიროა მაღალი ქულების ასაღებად ამ ორ გამოცდაზე“.

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ახალი სასწავლო წელი, ახალი შესაძლებლობები – „გენიოსთა აკადემიაში“ რეგისტრაცია მიმდინარეობს

#OK! 10 ფილმი, რომელიც სწავლას მოგანდომებთ

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები