რეკლამა
რეკლამა

ჩვენ შესახებ

ბრიტანული OK! საქართველოში 2014 წლის აგვისტოდან გამოდის.

OK! არის ჟურნალი წარმატებული ადამიანების შესახებ. ეს არის ჟურნალი მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალები, მათი წარმატების ისტორიები, თანამედროვე ცხოვრების სტილი.

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, გავლენიანი და მდიდარი ადამიანები სწორედ OK!-ს თანხმდებიან ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და საოჯახო ფოტოსესიებზე. მათთვის მთავარი, გარდა ხარისხისა, ნდობის ფაქტორია. ცნობილი ადამიანები ენდობიან OK!-ს, რადგან იციან, რომ მკითხველი ზუსტად იმას წაიკითხავს, რისი თქმაც მათ ინტერვიუში სურდათ! გულწრფელად და გულახდილად!

ცნობილი ადამიანები იმდენად ენდობიან OK!-ს, რომ საკუთარი ქორწილის ექსკლუზიურ ფოტო გადაღებაზეც კი თანხმდებიან. როგორც ვიქტორია ბექჰემი ამბობს, „მე ვერ მექნებოდა ასეთი ქორწილი, რომ არა OK!-ს მხარდაჭერა“!

ჟურნალ OK!-ს ქართველი გამომცემლის, „ინტელიჯენტ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორის, მაიკო წერეთლის თქმით, ქართული OK!  საქართველოში, ისევე როგორც ბრიტანეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ბაზრის ლიდერია.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჟურნალ OK!-ს საქართველოში შემოყვანით სრულიად ახალი სტანდარტი დავამკვიდრეთ ქართულ მედიაში, კონკრეტულად კი ბეჭდვითი მედიის იმ სეგმენტში, რომელიც  ცნობილ ადამიანებსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს ეძღვნება. ეს არის თემატიკა, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მკითხველის მხრიდან და ჩვენც ვცდილობთ, რომ ქართული OK! ყველაზე პრეტენზიული მკითხველისა და რეკლამის შემკვეთის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდეს“.

მოდა, პარფიუმერია, საოჯახო ტექნიკა, კულინარია, ჯანმრთელობა, თავის მოვლა, მოგზაურობა და ყველა ის ინდუსტრია, რაც თანამედროვე ადამიანის კომფორტულ ცხოვრებას უკავშირდება, ჟურნალ OK!-ს სავალდებულო სარეკლამო პლატფორმად მიიჩნევს, რადგან იციან, რომ მათი არსებული თუ პოტენციური კლიენტები OK!-ს მკითხველები არიან.

სეგმენტი:

ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ კლასის ჟურნალი საქართველოში საშუალო და მაღალშემოსავლიან მკითხველთა დიდი აუდიტორიით!

აუდიტორია:

  • ქალი/კაცი 65/35

 

OK! მკითხველი:

  • ზრდასრული და დამოუკიდებელი
  • შემდგარი და მიზანმიმართული
  • საქმიანი და ფინანსურად უზრუნველყოფილი
  • განათლებული და განვითარებაზე ორიენტირებული
  • ცნობილი ადამიანებით ინსპირირებული
  • მოდის ტენდენციებზე ინფორმირებული
  • ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარი
  • საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე
  • ხარისხიანი პროდუქციის დამფასებელი