• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლიკა ფიფიას სამუშაო ბიოგრაფია ვრცელი და შთამბეჭდავია. 15 წელია ჯანდაცვის სფეროში საქმიანობს. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტს, კლინიკების მართვასა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პროექტებს.

წარმატებული, მიზანდასახული და შეუპოვარი ხასიათის ქალბატონი OK! Doctors-თან თავის პროფესიულ გზაზე, გამოწვევებსა და წარმატების მიღწევის ფორმულაზე საუბრობს. წარმოგიდგენთ საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფის დამფუძნებელს, საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის საოპერაციო დირექტორს, „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალურ დირექტორსა და ქ. ჭიათურის ვიცე-მერს, ლიკა ფიფიას.

 

 

ქალბატონო ლიკა, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

(ლიკა ფიფია): ექიმების ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდან ამ სფეროში ვტრიალებდი. ხშირად დავდიოდი მშობლებთან სამსახურში და ძალიან მომწონდა პაციენტებზე ზრუნვის პროცესი. მამა იყო და დღემდე არის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მიყვარდა ახალშობილების განყოფილება, სადაც საათობით შემეძლო ყოფნა, ცხადია, იქ დიდხანს არავინ მაჩერებდა. როგორც მოგეხსენებათ, 90-იან წლებში (ჩემი აბიტურიენტობის პერიოდი) საქართველოში ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდიდა, ამიტომ ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება უფრო პრიორიტეტულ და პერსპექტიულ მიმართულებად მესახებოდა.

მშობლებთან ხანგრძლივი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, წარმატებული მოსწავლე ვიყავი და მათემატიკაც ძალიან კარგად ვიცოდი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ჩავაბარე მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე. წარმატებული სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან ვუყვარდი ლექტორებს, მაგრამ გულში მაინც სულ მედიცინაზე ვფიქრობდი. დავიწყე ინფორმაციის მოძიება სამედიცინო მენეჯმენტზე და ამ სფეროს ლიტერატურის კითხვა – ეს, იმ დროს, ძალიან ახალი სფერო იყო. რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ საკითხებს, მით უფრო ვგრძნობდი, რომ ეს ის საქმე იყო, რაც მე უნდა მეკეთებინა.

 

საიდან იწყება თქვენი კარიერული გზა?

2009 წელს დიდი ტრაგედია მოხდა ჩემი ბავშვობის მეგობრის ოჯახში და თითქმის 6 თვე 2 კლინიკაში გავატარე პაციენტების თავმდგომის როლში. მაშინ მთელი სისტემა შიგნიდან დავინახე, დავინახე ის ბევრი ხარვეზი, რაც არსებობდა ამ სისტემაში, ამასთან, გავიცანი ბევრი საოცარი ექიმი და ექთანი, ყოველდღე ვაკვირდებოდი, როგორ (ხშირად შიშველი ხელებით) იბრძოდნენ ისინი ადამიანების გადასარჩენად და ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდნენ.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე, საბოლოოდ, რომ მედიცინა იყო სწორედ ის სფერო, რომელსაც მე მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი და შევეცდებოდი ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ დარგის განვითარებაში, მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს ექიმის პროფესია – ექიმის შრომა, რომ ის დასაფასებელი და ფასდაუდებელია…

სწორედ 2009 წლის ბოლოს მივიღე პირველი შემოთავაზება პედიატრიული კლინიკიდან. ეს იყო დასაწყისი, რომელმაც გამამყარა მენეჯმენტში და პირველი ნაბიჯები გადავდგი ჯანდაცვის სისტემის მართვაში. მალევე გავხდი სამედიცინო მენეჯმენტის პროფესიონალი და დაიწყო ჩემი კარიერა ჯანდაცვის ადმინისტრირების მიმართულებით.

 

წარმოგვიდგინეთ კომპანია „საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფი“.

კომპანია „GGHG – საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქართველოს, როგორც ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ცენტრის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქართული მედიცინა და ჩვენი კლინიკები ღირსეულ კონკურენციას უწევენ მსოფლიოს ბევრ წამყვან კლინიკებს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ უცხოელი პაციენტებისთვის შემეთავაზებინა საქართველოში მკურნალობა. ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო ბევრი უცხოელი ტურისტის ჩამოსვლას, შესაბამისად, გაიზარდა სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნილებაც. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არ ვთავაზობთ ქართველ პაციენტებს უცხოეთში მკურნალობას, არამედ, პირიქით, უცხოელი პაციენტები ჩამოგვყავს საქართველოში სამკურნალოდ.

ასევე, საქართველოს გლობალური ჯანდაცვის ჯგუფის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც  ძირითადად უცხოელი ექიმები მონაწილეობდნენ. ამ კონფერენციებზე ყველა ჩემი მოხსენება ეხება ქართული მედიცინისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებსა და ქართველი ექიმების წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე, ვსაუბრობ სიახლეებზე, რეფორმებსა და მიღწევებზე, რაც ხდება სამედიცინო სფეროში საქართველოში.

თავდაპირველად, ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულება სამედიცინო ტურიზმი იყო, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ ახალი მიმართულებები დავამატეთ, მათ შორის საკონსულტაციო-აუდიტორული სერვისები კლინიკებისთვის, რომლებიც მოიცავს ყველა პროცესის მართვას, დაწყებული სანებართვო პირობებით, დამთავრებული ფინანსური მაჩვენებლებით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და არაერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში კლინიკების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ჩემმა გამოცდილებამ, სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე, მომცა საშუალება, რომ კლინიკებისთვის, ამ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, მიმეცა სწორი მიმართულებები. დღეს კომპანიას უკვე 17 კლინიკა ჰყავს მართვაში.

 

 

როგორი მმართველი ხართ?

ძალიან მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი. ყოველთვის ვცდილობ სამუშაო პროცესი ყველასთვის საინტერესო გავხადო და თითოეულმა თანამშრომელმა თავი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნოს. მათი ჩართულობა და განვითარება ჩემთვის ძალიან ღირებულია.

 

ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორ გგონიათ, რას მოაქვს წარმატება?

წარმატება მოდის ძალიან ბევრი შრომის, მუდმივი განათლებისა და განვითარების შედეგად. ჩემი აზრით, წარმატების მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოწვევებთან გამკლავების უნარს და გრძელვადიან ხედვას. აუცილებელია სტრატეგიული მიზნების სწორად განსაზღვრა და მათი ადაპტაცია მიმდინარე ტენდენციებთან. ინოვაციებისა და ცვლილებებისადმი გახსნილობა, ახალი იდეების დანერგვა, გუნდური ძალისხმევა – აი, ის ძირითადი მამრავლები, რაც ქმნის მყარ საფუძველს წარმატებისთვის.

 

ძალიან დაკავებული ხართ, გაქვთ თავისუფალი დრო?

სამწუხაროდ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ვცდილოდ ეს დრო მთლიანად ჩემს შვილებს დავუთმო. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთად მოგზაურობა და კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება. ხანდახან  სპორტულ დარბაზში ვარჯიშსა და ცურვას ვახერხებ. სწორედ ეს მომენტებია, რაც ენერგიის აღდგენაში მეხმარება.

 

რა გაბედნიერებთ?

პირველ რიგში, ჩემი შვილების მიღწევები და წარმატებები. ჩემმა ქალიშვილმა ბარსელონის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლახან შექმნა ოჯახი, რაც ჩვენთვის დიდი სიხარულია. მაბედნიერებს ის, რომ მან ცხოვრების მეგზურად არაჩვეულებრივი ადამიანი აირჩია.

ვაჟმა ექიმის პროფესია აირჩია, ის ახლა ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, რაც ჩემთვის ორმაგი სიამაყეა, რადგან ჯანდაცვის სფეროს სიყვარულს ისიც იზიარებს. ეს მომენტები პოზიტიური ენერგიით მავსებს და მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

ზოგადად, ცხოვრება ხანმოკლეა და ვცდილობ ყველა მომენტში ბედნიერება დავიჭირო. მიყვარს ჩემი პროფესია, ძალიან მაბედნიერებს თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი, ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც წარმატებით სრულდება. საქმეები, რომლებსაც სხვებისთვის ბედნიერება მოაქვს. ბედნიერება გადამდებია…

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 12, 2026
#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Gucci ხელოვნური ინტელექტის სათვალეების შექმნას გეგმავს – Kering Google-თან პარტნიორობას იწყებს

#OK! Gucci ხელოვნური ინტელექტის სათვალეების შექმნას გეგმავს – Kering Google-თან პარტნიორობას იწყებს

April 21, 2026
#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

May 2, 2022
#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მორიელის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები

October 27, 2022
#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

#OK! 90-იანების ვინტაჟური სტილი და სამოსი, რომელიც დღესაც მოდაშია

August 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „გოგონა საქართველოდან“ – ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარი სახეა

#OK! „გოგონა საქართველოდან“ – ნათია თოდუა Jazztage Dresden 2026-ის მთავარი სახეა

September 14, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! რომანტიკული გმირიდან საშიშ ბოროტმოქმედამდე – ჰიუ გრანტის საუკეთესო როლები

#OK! რომანტიკული გმირიდან საშიშ ბოროტმოქმედამდე – ჰიუ გრანტის საუკეთესო როლები

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები