• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქართული საცხოვრებლის არქიტექტურა – ნანა მეფარიშვილი

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამბობენ, რომ ქართულ ტრადიციულ სახლებში ცხოვრება უფრო კარგი იყო ჯანმრთელობისთვის. რატომ აღარ ვაშენებთ, ვთქვათ, ოდა სახლებს?

ეს მოსაზრება, ალბათ, იმიტომ არსებობს, რომ ძველად სახლები მთლიანად ბუნებრივი მასალისგან შენდებოდა, ბუნებრივი მასალა კი უფრო ჯანმრთელია. ტრადიციული სამშენებლო მასალები, ძირითადად, იყო ქვა, ხე, თიხა… შენებისას, წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ვიყენებდით და იმ წესებს ვერგებოდით, რომელსაც საკარმიდამოდ შერჩეული ნაკვეთის რელიეფი, ქვეყნის მხარეების მიმართ განლაგება და ბუნებრივი პირობები კარნახობდა. შედეგად, საცხოვრებელი სახლი არსებულ გარემოსთანაც ორგანულად გახლდათ შერწყმული და, ამასთანავე, ფუნქციური იყო.

საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნება (რელიეფი, ბუნებრივი პირობები და რესურსები) პირდაპირაა ასახული ამა თუ იმ კუთხის ტრადიციული საცხოვრებლის არქიტექტურაზე. თუ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარისა და რაჭის ბარში ხის ოდები, მათი ნესტისა და ნალექისგან დაცვის მიზნით, მიწის ზედაპირიდან აწეულია და ქვის საყრდენებზე (ბოკონებზეა) ან ქვის სართულზეა (პალატი) შემოდგმული, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ნაწილში საცხოვრებელი (დარბაზული ტიპის მიწურბანიანი საცხოვრებლები) ნახევრად მიწაშია ჩადგმული და მიწითვეა დახურული, რაც ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნებას უწყობს ხელს. საქართველოს მთაში, სადაც ზამთარი განსაკუთრებით მკაცრი და უხვთოვლიანია, ციხე-სახლებისა და კოშკების კედლები ქვისაა და საკმაოდ სქელია.

დავუბრუნდები თქვენს შეკითხვას − რატომ აღარ ვცხოვრობთ ასეთ სახლებში? მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, გაჩნდა ახალი მასალები და საინჟინრო შესაძლებლობები, ამასთან − შეიცვალა ადამიანის მოთხოვნა კომფორტის, სანიტარული ნორმების, სივრცის და შესაბამისად, მთლიანად − სახლის მიმართ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ულამაზესი და თავის დროზე, მაღალი სამშენებლო კულტურის მატარებელი ტრადიციული საცხოვრებლების ჩანაცვლება ახალი მასალებით აგებული საცხოვრებლებით. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, იცხოვროს ბუნებასთან ახლოს, ნაკლებად ურბანულ გარემოში, ასევე, გაიზარდა მოთხოვნა ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალების მიმართ, რაც მისასალმებელია.

 

 

როგორ რთავდა და ალამაზებდა ქართველი საცხოვრებელს? სად და რა სახის დეკორს იყენებდა სახლის მორთვისას?

პრაქტიკულობასთან ერთად, ქართველი კაცი ყოველთვის დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა ესთეტიკურ მხარეს და ეს ტრადიციული საცხოვრისის ყველა ელემენტში ვლინდება. ქართველი ადამიანი დეკორს იყენებდა ყველგან: ულამაზეს წნულ ღობეებსა თუ ჩუქურთმებით შემკულ ჭიშკრებზე, სახლის ექსტერიერსა და ინტერიერში, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებში, სამოსში, სამკაულში და სხვ. დეკორით ირთვებოდა დედაბოძები და თავხეები (დარბაზებში), სკივრები და საუფროსო სკამები; განჯინები, აივნები (რაჭის, სამეგრელოს, იმერეთის ოდებზე და თუშურ სახლებზე, რომლებსაც აივნები მოგვიანებით დაემატა). აჭარაში ხეზე კვეთის მაღალი ოსტატობა შენარჩუნდა სარიტუალო ნაგებობებში (აჭარულ ხის მეჩეთებში). ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა თუშური ხალიჩა-ფარდაგები, თუშური და ხევსურული წინდები, თათები, წინდა-პაჭიჭები, ჩითები, დაქარგული აბგები, ხურჯინები, ცხენის მოკაზმულობის მოსართავები (ყაჯრები, ჩულები, თიქალთოები) და სხვანი. ულამაზესია ხევსურული დაქარგული ტანსაცმელი (მამაკაცის ტალავარი და ქალის სადიაცო კაბა, ფაფანაგი და ქოქლო). სხვათა შორის, ამასწინათ მე გამოვიყენე ტრადიციული სამოსის დეკორი საკუთარი სახლის ინტერიერში − ხევსური მამაკაცის ტალავრის ფრაგმენტი შპალერად დავაბეჭდვინე და ერთ-ერთი კუთხე გავაფორმე.

ხალიჩა-ფარდაგები, რომელთაც ადრე კედლებისა და საწოლ-ტახტების გასაფორმებლად ვიყენებდით, დღესაც პოპულარულია და ხშირად შეხვდებით თანამედროვე ინტერიერებში.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დიზაინერებმა დღეს გამოიყენონ ისეთი ელემენტები, რომლებიც ტრადიციულად დამახასიათებელი იყო ქართული ინტერიერისთვის, მაგრამ დღესდღეობით ფუნქცია აქვთ დაკარგული?

ტრადიციული ქართული საცხოვრებლის ყველა ელემენტი კონკრეტულ ფუნქციას ატარებდა. მაგალითისთვის ავიღოთ დარბაზული საცხოვრებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი − დედაბოძი, რომელსაც რამდენიმე დატვირთვა აქვს: ერთ-ერთია ადამიანის რწმენა-წარმოდგენებისა და სამყაროსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გადმოცემა, მასზე ამოკვეთილი გეომეტრიული ორნამენტებისა და ასტროლოგიური გამოსახულებების საშუალებით. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია დედაბოძისა არის დარბაზის ჭერის − გვირგვინის, და მიწურბანიანი გადახურვის დაჭერა. ამ შემთხვევაში, დედაბოძი კონსტრუქციულ როლს ასრულებს. დღეს ტექნოლოგიური და საინჟინრო პროგრესი იძლევა იმის საშუალებას, რომ საცხოვრებელი სივრცე მაქსიმალურად თავისუფალი იყოს დამატებითი საყრდენებისგან. ამიტომ დედაბოძს, როგორც კონსტრუქციულ ელემენტს, თანამედროვე სახლში აზრი ეკარგება. მის დეკორად გამოყენებას კი დიდი ოსტატობა უნდა. ზოგადად, ფუნქციადაკარგული, ძველი ელემენტების ზუსტი კოპირება თანამედროვე საცხოვრებელში არ ნიშნავს ტრადიციის შენარჩუნებას. ტრადიცია ცოცხალია მხოლოდ მაშინ, თუ ის ერგება კონკრეტულ დროსა და სივრცეს, და ვითარდება. ეს პროცესი მუდმივი და განახლებადი უნდა იყოს. ჩემთვის ტრადიციის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ თანამედროვე დადგმები, როცა ძველ ილეთებზე დაყრდნობით, იქმნება სრულიად ახალი ცეკვები, XXI საუკუნის ქართველი გოგო-ბიჭებისთვის.

თავის დროზე, ტრადიციულმა ქართულმა არქიტექტურამ განვითარება რომ შეწყვიტა, ამას, რასაკვირველია, თავისი მიზეზები აქვს. ქვეყანამ რამდენიმე ათწლეული იცხოვრა წყობაში, როცა არაფერი იყო მისასალმებელი და ნებადართული, რაც ერს იდენტობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.

საბედნიეროდ, დღეს ძველის განვითარების კარგი მაგალითები გვაქვს ხალხურ ცეკვაში, ტანსაცმლის დიზაინში, საიუველირო საქმეში… სასურველია, ჩვენს სფეროშიც მეტი გვქონდეს, მით უმეტეს, რომ ქართული ტრადიციული საცხოვრებლის არქიტექტურა ძალიან მდიდარია, თვითმყოფადია და თანამედროვეობაში განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს.

 

ტექსტი: ირმა შარიქაძე

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები