• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯაფარ ჯექსონი და მისი შთამბეჭდავი შესრულება მაიკლ ჯექსონის როლში

April 30, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როცა საუბარია მაიკლ ჯექსონზე, არტისტზე, რომელმაც არა მხოლოდ მუსიკა, არამედ მთელი პოპკულტურა შეცვალა, მის განსახიერებას ეკრანზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლავს. სწორედ ამიტომ, როცა ახალი ბიოგრაფიული ფილმის „Michael“ კასტინგი გამოცხადდა, ბევრისთვის მოულოდნელი, თუმცა ამავე დროს სრულიად ლოგიკური არჩევანი გახდა ჯაფარ ჯექსონი – მაიკლის ძმის შვილი, რომელიც ამ ისტორიას არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მასში გაიზარდა.

 

Jaafar Jackson as Michael Jackson on Set of Upcoming Biopic 'Michael'

 

სიუჟეტი მაიკლ ჯექსონის კარიერულ გზას თანმიმდევრობით ყვება – 60-იანი წლების Jackson 5-ის ეპოქიდან, 80-იანების „Bad“-ის პერიოდამდე. პროექტს მხარს უჭერს ჯექსონების ოჯახიც, თუმცა ჯაფარის შერჩევა მხოლოდ ნათესაობით არ განპირობებულა. პროდიუსერმა გრეჰამ კინგმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ინტუიციაზე იყო დაფუძნებული – „უბრალოდ სწორი შეგრძნება იყო, რომლის იგნორირება შეუძლებელი გახდა“.

ფანებმა ჯაფარი ამ როლში პირველად 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ თიზერში ნახეს, ხოლო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულმა შეფასებებმა მისი შესრულება განსაკუთრებულად შეაქო და „სრულყოფილებად“ შეაფასა. მიუხედავად ფანების აღფრთოვანებისა, თუ როგორ ასრულებს ჯაფარი ბიძის როლს, ფილმს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მაიკლ ჯექსონის ცხოვრების უფრო წინააღმდეგობრივი და საკამათო ასპექტები ნაკლებად არის გაშუქებული.

 

Michael Jackson facts: Singer's wife, kids, age, albums, net worth and more revealed - Smooth

 

ჯაფარ ჯექსონი 1996 წელს დაიბადა ჯერმეინ ჯექსონისა და ალეხანდრა ოაზიასას ოჯახში. ბავშვობიდანვე იყო ჩართული მუსიკასა და ცეკვაში, ხოლო 2019 წელს გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა – „Got Me Singing“. მანამდე ის გამოჩნდა პროექტებში, როგორიცაა „The Jacksons: Next Generation“ და ტიტო ჯექსონის მუსიკალური ვიდეოში – „Love One Another“, თუმცა „Michael“ მისი პირველი დიდი სამსახიობო დებიუტია.

 

No photo description available.

 

როლისთვის მოსამზადებლად ჯაფარმა დრო გაატარა ჯექსონების ოჯახურ სახლში, Hayvenhurst-ში, რათა უკეთ შეეგრძნო გარემო, რომელშიც მაიკლი ცხოვრობდა. როგორც თავად ამბობს, ეს გამოცდილება მის შესრულებაზე დიდ გავლენას ახდენდა – ეხმარებოდა არა უბრალოდ მოძრაობების გამეორებაში, არამედ იმ ემოციისა და აურის გადმოცემაში, რაც მაიკლ ჯექსონს ახასიათებდა: „ვიცოდი, რომ წარმოუდგენელი შრომისუნარიანობა დამჭირდებოდა და ყველაფერს ისე უნდა მივდგომოდი, როგორც მაიკლი მიუდგებოდა.”

საინტერესოა, რომ ამ როლამდე ჯაფარს არც მაიკლის მსგავსი პროფესიონალური ცეკვის განათლება ჰქონდა და არც სერიოზული სამსახიობო გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მან სამი წელი გაატარა ინტენსიურ მზადებაში – მათ შორის ორი წელი თავად კასტინგის პროცესში. იგი მუშაობდა მაიკლ ჯექსონის ყოფილ ქორეოგრაფებთან, რიჩ ტალაუეგა და ტონ ტალაუეგასთან, რათა სრულყოფილად შეესრულებინა ბიძის ცნობილი მოძრაობებს. მათი თქმით, ტექნიკის სწავლა მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იყო – მთავარი იყო იმ შინაგანი ენერგიის გამოკვეთა, რომელიც ჯაფარს, როგორც ჯექსონების ოჯახის წევრს, ბუნებრივად აქვს.

 

Jafaar's Prep To Be Michael Jackson

 

ფილმში მუსიკალური ნომრები განსხვავებული მიდგომითაა წარმოდგენილი. ბოლო წლების ტენდენციისგან განსხვავებით, როდესაც მსახიობები თავად ასრულებენ სიმღერებს, „Michael“-ში გამოყენებულია ორიგინალი ჰიტები და ჯაფარი მათ პირის მოძრაობით აყვა. აქ აქცენტი კეთდება მოძრაობაზე, სხეულის ენასა და სცენურ ქარიზმაზე – იმაზე, რაც მაიკლ ჯექსონის ხელწერას განსაზღვრავდა.

ყველაზე რთულ სცენად თავად ჯაფარი ასახელებს „Billie Jean“-ის შესრულებას, განსაკუთრებით 1983 წლის ლეგენდარული „Motown 25“-ის ეპიზოდის რეკონსტრუქციას – მომენტს, რომელმაც მსოფლიოს პირველად გააცნო მისი „Moonwalk“ და სამუდამოდ შეცვალა პოპკულტურის სცენა.

 

 

Does Jaafar Jackson Really Sing in 'Michael' Movie?

 

ფილმს ძლიერი ოჯახური მხარდაჭერა აქვს. აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის არიან მაიკლის შვილი პრინც ჯექსონი და მისი ძმები: ჯერმეინ ჯექსონი, ჯეკი ჯექსონი და მარლონ ჯექსონი. ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გამართულ პრემიერას ოჯახის წევრების ნაწილი დაესწრო, თუმცა არა ყველა. მაგალითად, ჯანეტ ჯექსომა  პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო პარის ჯექსონი ფილმს ღიად აკრიტიკებს და მას „გალამაზებულად“ აფასებს.

ჯაფარისთვის ეს როლი მხოლოდ პროფესიული გამოწვევა არ ყოფილა – ეს იყო პირადი პასუხისმგებლობაც. როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე იცოდა, რომ ოჯახის იმედების გამართლება მოუწევდა და ამისთვის განსაკუთრებული შრომა იყო საჭირო. რეჟისორ ანტუან ფუქუას თქმით, ჯაფარს მაიკლის ბუნებრივი შეგრძნება აქვს და მის შესრულებას განსაკუთრებულად მისი ქიმია ქმნის: „ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი უნდა გამეხარებინა.“

 

 

სოციალურ ქსელებში გაკეთებული ფოტო თუ ვიდეო შედარებები დამატებით აღვივებს იმ ფაქტს, რომ ჯაფარი ამ როლისთვის საუკეთესო არჩევანი იყო, რადგან სამწლიანი შრომის შედეგად მან შეძლო, რომ გაემართლებინა როგორც ოჯახის, ისე მაყურებელთა მოლოდინები და საოცრად შეასრულა მაიკლის განსაკუთრებული ცეკვის ილეთები.

 

Michael Jackson's Nephew Jaafar to Star as Late Singer in Biopic

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება
OK! News

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება

October 9, 2026
#OK! ვიდეო: სელინ დიონი პარიზში კონცერტის დროს სცენაზე დაეცა
OK! News

#OK! ვიდეო: სელინ დიონი პარიზში კონცერტის დროს სცენაზე დაეცა

October 9, 2026
#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?
OK! News

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება
OK! News

#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება

October 8, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები