• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მუდმივად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვს. საკუთარი კლინიკის დაარსება საშა კალანტაროვისთვის პროფესიული საქმიანობის ახალი ეტაპი და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობა გახდა. კლინიკის მთავარი პრიორიტეტებია: პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განვითარება, თანამედროვე ქირურგიული მეთოდების დანერგვა, პაციენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და რთული რეკონსტრუქციული შემთხვევების მართვა. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და „კალანტაროვის კლინიკის“ დამფუძნებელი, საშა კალანტაროვი, OK!-სთან ინტერვიუში საუბრობს კლინიკის დაარსების მთავარ მოტივაციაზე, მის კონცეფციაზე, სამედიცინო მიმართულებებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე.

 

 

ბატონო საშა, როგორ გაჩნდა ახალი კლინიკის დაარსების იდეა და რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია?

აქ რამდენიმე მოტივაცია არსებობს. პირველი უშუალოდ ჩვენს დარგს უკავშირდება. პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია ქირურგიისა და მედიცინის სხვა მიმართულებებისგან რადიკალურად განსხვავებული დარგია. ზოგადად, მთელ მსოფლიოში ქირურგებს გვაქვს ასეთი მიდგომა: როდესაც ქირურგი საკუთარ დარგში მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებას აღწევს, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს დამოუკიდებლად, ჰყავს პაციენტების საკუთარი ნაკადი და დამკვიდრებული სახელი, ადრე თუ გვიან პროფესიულ საქმიანობას სრულად კერძო, საკუთარი სახელობის კლინიკაში აგრძელებს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა ჩვენს დარგში.

მეორე მოტივაცია ის არის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი კლინიკის პირობებშია შესაძლებელი ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც პირადად მქონდა დასახული. საკუთარი კლინიკა გვაძლევს უპირატესობას, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელებისთვის სხვებთან შეთანხმება არ გვჭირდება, როდესაც დარწმუნებული ხარ საკუთარ გადაწყვეტილებაში, შეგიძლია დაუყოვნებლივ იმოქმედო და მიიღო სასურველი შედეგი. ეს პროცესი სტრუქტურულად და დინამიკურად გაცილებით მარტივია, განვითარების პერიოდიც მოკლეა და შედეგიც უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიიღწევა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესის მართვა. საკუთარ კლინიკაში ბიზნესის მართვის განსხვავებული შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თითოეული ოპერაცია აუცილებლად მომგებიანი უნდა იყოს და კონკრეტული პროცენტი უნდა დაგვრჩეს მოგების სახით. ჩვენი პრიორიტეტია, პაციენტებს შევთავაზოთ მაქსიმალური კომფორტი და თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარება, იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ რეკონსტრუქციული ქირურგია, მათ შორის ბავშვებისა და ონკოპაციენტების. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა დაზიანებები, დამწვრობები, ონკოლოგიური ოპერაციების შედეგად მიღებული არასრული შედეგები და სხვა. საკუთარი ბიზნესის რესურსების სწორად განაწილება და ამ მიმართულებით მიმართვა მხოლოდ საკუთარი კლინიკის პირობებშია შესაძლებელი.

 

როგორია ახალი კლინიკის მთავარი კონცეფცია და რა პრინციპებს ეფუძნება მისი საქმიანობა

ჩვენი კლინიკის დღევანდელი კონცეფცია ასეთია: პაციენტმა, რომელიც ჩვენთან პლასტიკური ან რეკონსტრუქციული ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს, მაქსიმალურად ადეკვატური სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს. ეს მხოლოდ მედიკამენტებსა და ტექნოლოგიებს არ გულისხმობს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, კონფიდენციალურობის დაცვა და ის, რომ მან თავი საავადმყოფოს გარემოში არ იგრძნოს.

ჩვენი მიზანია, პაციენტმა სასურველი შედეგი მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად მიიღოს, რეაბილიტაციის პერიოდი კი მინიმალური იყოს. გვინდა, რომ თითოეული პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შედეგით კმაყოფილი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად რთული ჩარევა დასჭირდა.

 

 

 

რა მიმართულებებს გააერთიანებს კლინიკა და რა ტიპის მომსახურებას შესთავაზებს პაციენტებს?

ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულებები პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიაა. ოპერაციების სპექტრი ძალიან ფართოა. თმის გადანერგვის გარდა, ჩვენს კლინიკაში პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ყველა ტიპის ოპერაცია ტარდება, რომლებიც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაშია დანერგილი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა თქვენს საქმიანობაში?

ბოლო ათწლეულში მედიცინა ძირითადად ტექნოლოგიების ხარჯზე განვითარდა. იგივე პროცესი მიმდინარეობს ჩვენს დარგშიც. დაინერგა ბევრი ახალი ტექნოლოგია, მათ შორის მინიმალურად ინვაზიური და ენდოსკოპიური ოპერაციები. დღეს ოპერაციების ჩატარება მსუბუქი ნარკოზითაც შესაძლებელია, რასაც ახალი პრეპარატები და ტექნოლოგიები უწყობს ხელს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა დეტალს, მათ შორის საკერავ მასალას. დღეს ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. ყველა ტექნოლოგია, იმპლანტი და მედიკამენტი თანამედროვე და უმაღლესი ხარისხისაა.

 

რა სიახლეებს უნდა ელოდონ პაციენტები ახალი კლინიკისგან?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით ვმუშაობთ. რაც მთავარია, ჩვენს კლინიკაში ტარდება ისეთი ოპერაციები, რომელთა დიდი ნაწილი ამიერკავკასიაში სხვა კლინიკებში არ კეთდება ან ვერ კეთდება. ეს ჩვენი კოლექტივის დამსახურება და მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია.

მაგალითად, ვსაუბრობთ სახის ენდოსკოპიურ ლიფტინგზე, ყბების რეკონსტრუქციაზე, სქესის შეცვლის ოპერაციებზე, თანდაყოლილი ანომალიების რეკონსტრუქციასა და სხვა ჩარევებზე.

ცალკე აღსანიშნავია ჩვენს კლინიკაში შემუშავებული მიმართულება – ზედა ან ქვედა კიდურების შენარჩუნება რთული მოტეხილობების ან ხანგრძლივი, ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული გუნდის არსებობა კლინიკის წარმატებული საქმიანობისთვის?

რაც შეეხება გუნდს და კლინიკაში დასაქმებულ თანამშრომლებს, ყველა მათგანი გამოცდილი სპეციალისტია. მათი გამოცდილება მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას კი არ უკავშირდება, არამედ მრავალწლიან პრაქტიკასაც მოიცავს. ამასთანავე, თითოეულ მათგანს სათანადო გამოცდილება ჩვენს გუნდში მუშაობის პროცესშიც აქვს მიღებული. დღეს პერსონალის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ეს მხოლოდ საქმის შესრულებისა და ბიზნესის განვითარებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი მიზანია, კლინიკაში პაციენტების მოვლა, მომსახურება და მათთვის შეთავაზებული სერვისი უმაღლეს დონეზე იყოს.

 

როგორია კლინიკის სამომავლო განვითარების ხედვა და რა მიზნებს ისახავთ მომდევნო წლებში?

ჩვენი ძირითადი მიმართულებები ყოველთვის იქნება პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ასევე, ესთეტიკური მედიცინა. განვითარების პროცესში ვფიქრობთ, რომ ქირურგიული მიმართულებით ყოველთვის ტექნოლოგიური განვითარების პირველ პლანზე უნდა ვიყოთ, ხოლო ესთეტიკურ მედიცინაში უფრო ღრმა განვითარებას ვგეგმავთ.

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

 

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა
OK! Doctors

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე
OK! Doctors

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

November 20, 2026
#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების  მთავარი ღირებულება
OK! Doctors

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულება

November 20, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

July 27, 2026
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

June 28, 2024
#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

September 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები