• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ჩადრაგინების“ ისტორია 7 წლის წინ დაიწყო: სიყვარულით, ენთუზიაზმითა და სურვილით, შეექმნათ რაღაც გამორჩეული. დღეს „ჩადრაგინები“’ მხოლოდ გემრიელ კერძებთან არ ასოცირდება, ის აერთიანებს ინდივიდუალურ სტილს, ხარისხსა და ემოციებს, რომლებიც ადამიანებს განსაკუთრებულ დღეებს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს უხდის.

რუსკა და სალომე ჩადუნელები – შემოქმედებითი ხედვა და ორგანიზებულობა ერთმანეთს ავსებს. ორი დის განსხვავებული ხედვა, შემოქმედებითი იდეები და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ის საფუძველია, რომელზეც ბრენდი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა. როგორ იქცა საყვარელი საქმე ბრენდად და რა დგას მისი წარმატების მიღმა, დები ჩადუნელები 7 წელს აჯამებენ.

 

 

რუსკა: ამ წლებმა მასწავლა, რომ თუ საქმე მთელი გულით გიყვარს, სირთულეების მიუხედავად, ყოველთვის პოულობ ძალას, გააგრძელო. იყო დაღლილობაც, გამოწვევებიც, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანების სიხარული და მადლიერება გვამახსოვრდება. „ჩადრაგინები“ ჩემთვის არის სიყვარულით დაწყებული ოცნება, რომელიც ყოველდღე ახალ ფერებს, ემოციებსა და ბედნიერ მოგონებებს იძენს. ვფიქრობ, წარმატება ამ საქმისადმი სიყვარულმა განაპირობა. გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანები გრძნობენ, როცა რაღაც მხოლოდ მოვალეობის გამო კი არა, მთელი გულით კეთდება.

ჩვენთვის ყოველი ღონისძიება ახალი ისტორიაა. გვინდა თითოეულ მომხმარებელს რაღაც განსაკუთრებული შევუქმნათ და მის სიხარულში ჩვენი პატარა წვლილიც შევიტანოთ. ალბათ, სწორედ ეს ემოციური დამოკიდებულებაა ის, რაც „ჩადრაგინებს“ საკუთარ ხასიათს აძლევს.

სალომე: ჩემთვის ეს შვიდი წელი დიდი პასუხისმგებლობისა და პროფესიული ზრდის პერიოდი იყო. ვისწავლე, რომ მხოლოდ კარგი იდეა წარმატებისთვის საკმარისი არ არის. აუცილებელია დისციპლინა, თანმიმდევრულობა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ყოველდღიური შრომა. „ჩადრაგინები“ – საქმე, რომლის განვითარებაც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად იქცა.

ყველაზე მეტად ვამაყობ იმ ნდობით, რომელიც წლების განმავლობაში მომხმარებლებისგან მივიღეთ. როდესაც ადამიანები თავიანთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გვანდობენ, ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ განვითარების პროცესში შევძელით იმ ღირებულებების შენარჩუნება, რომლითაც ყველაფერი დავიწყეთ.

 

როდის მიხვდით, რომ „ჩადრაგინები“ მხოლოდ საყვარელი საქმე აღარ იყო და ნამდვილ ბრენდად ყალიბდებოდა?

რუსკა: ჩემთვის ეს ძალიან ემოციური აღმოჩენა იყო. თავიდან, უბრალოდ, ვაკეთებდით იმას, რაც გვიყვარდა. გვიხაროდა ყოველი შეკვეთა, თითოეული ლამაზად გაფორმებული სუფრა და მომხმარებლის დადებითი შეფასება. შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები უკვე კონკრეტულად „ჩადრაგინებს“ ეძებდნენ. მათ ჩვენი სტილი, გემო და დამოკიდებულება ახსოვდათ. ყველაზე სასიამოვნო სწორედ ის იყო, რომ ჩვენი სახელის გაგონებაზე ადამიანებს გარკვეული ემოცია უჩნდებოდათ.

სალომე: ჩემთვის გარდამტეხი იყო ის ეტაპი, როდესაც მომხმარებლის მოლოდინი ჩვენი მომსახურების მიმართ უფრო მაღალი გახდა. ბრენდი მაშინ არსებობს, როდესაც მომხმარებელმა იცის, რას უნდა ელოდოს შენგან და დარწმუნებულია, რომ ამ ნდობას გაამართლებ.

 

თქვენ ხართ პარტნიორები და ერთი ბრენდის შემქმნელები. რამდენად განსხვავდება თქვენი ხედვები და როგორ ახერხებთ, რომ განსხვავებული იდეები საერთო წარმატებად აქციოთ?

რუსკა: ნამდვილად განსხვავებულები ვართ და სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა. მე უფრო ემოციური და კრეატიული ვარ. ხშირად იდეა უცებ მიჩნდება, შეიძლება რაღაც ფერმა, დეტალმა ან, უბრალოდ, განწყობამ ახალი კონცეფცია შთამაგონოს. მიყვარს სიახლეები, განსხვავებული ვიზუალური გადაწყვეტები და ისეთი დეტალების მოფიქრება, რომლებიც ღონისძიებას განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს.

სალომე კი ის ადამიანია, რომელიც ჩემს იდეებს რეალობად აქცევს. ხშირად სწორედ მისი პრაქტიკული ხედვა ეხმარება ჩემს შემოქმედებით ჩანაფიქრს, რომ საბოლოოდ კარგად ორგანიზებულ შედეგად იქცეს.

 

 

 

სალომე: რა თქმა უნდა, ზოგჯერ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, საკითხს სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ. წლების განმავლობაში ვისწავლეთ, რომ ერთმანეთის მოსმენა და ძლიერი მხარეების სწორად გამოყენება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველთვის ერთ აზრზე ყოფნა.

 

როგორ ახერხებთ ხარისხის შენარჩუნებას და ამავდროულად სიახლეების შეთავაზებას?

რუსკა: მნიშვნელოვანია, რომ „ჩადრაგინები“ არასდროს გახდეს ერთფეროვანი. მიყვარს ახალი იდეების ძიება, განსხვავებული გემოების შეხამება და სუფრის გაფორმების ისეთი დეტალების მოფიქრება, რომლებიც ადამიანებს გააოცებს, თუმცა რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს იდეა, გემო და ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა დარჩეს.

სალომე: ხარისხის შენარჩუნება ყოველდღიური პროცესია და არა ერთჯერადი გადაწყვეტილება. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპი – მენიუს დაგეგმვიდან საბოლოო სერვირებამდე. ჩვენი მიდგომაა, რომ სიახლემ არ უნდა დააზარალოს ის სტანდარტი, რომელსაც მომხმარებელი ჩვენგან ელოდება. ამიტომ ნებისმიერი ახალი იდეა უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ პრაქტიკულად გამართული.

 

რომ შეგეძლოთ შვიდი წლის წინანდელ საკუთარ თავს ერთი რჩევა მისცეთ, რას ეტყოდით?

რუსკა: „არ შეგეშინდეს შენი ოცნებების, მაშინაც კი, თუ ისინი ძალიან დიდად გეჩვენება“. უფრო ხშირად შევახსენებდი, რომ თითოეული პატარა ნაბიჯით უნდა გაიხაროს. ზოგჯერ ისე ვართ მომავალ მიზნებზე კონცენტრირებული, რომ გვავიწყდება იმის დაფასება, რასაც უკვე მივაღწიეთ. და აუცილებლად ვეტყოდი, რომ საკუთარ ინტუიციას ენდოს. რადგან სწორედ შინაგანმა ხმამ, რომ რაღაც ჩვენი შეგვექმნა, მოგვიყვანა აქამდე.

სალომე: „იყავი მომთმენი და გახსოვდეს, რომ დიდი შედეგები დროს მოითხოვს“. დღეს გაცილებით კარგად მესმის, რომ ყველა გამოწვევა გამოცდილებაა და ყველა სირთულე რაღაცას გასწავლის. ასევე, ვურჩევდი, რომ პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად საკუთარი მიღწევების დაფასებაც ისწავლოს.

 

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?

რუსკა: ჩემთვის „ჩადრაგინების“ მომავალი, პირველ რიგში, ახალ იდეებსა და შემოქმედებით განვითარებასთან ასოცირდება. მინდა განვითარების მიუხედავად, „ჩადრაგინებმა“ არასდროს დაკარგოს ის სითბო და ინდივიდუალურობა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო.

სალომე: ჩვენი სამომავლო ხედვა უკავშირდება სტაბილურ განვითარებას, მომსახურების კიდევ უფრო დახვეწასა და ხარისხის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას. გვინდა „ჩადრაგინები“ იყოს ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ენდობა. წინ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა გველოდება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში
ინტერვიუ

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია
Health & Beauty

Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია

November 17, 2026
#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი
ინტერვიუ

#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი

November 17, 2026
#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!
OK! Doctors

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!

November 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

October 10, 2021
#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

October 5, 2026
#OK! სკოტ დისიკი და ამელია ჰამლინი! წყვილი მაიამიში შოპინგობს!

#OK! სკოტ დისიკი და ამელია ჰამლინი! წყვილი მაიამიში შოპინგობს!

April 8, 2021
#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

May 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

November 18, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები