• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. მსახიობს, რომელმაც ქართულ კინოს ოლღა ბებია, ასინეთა, ვასასი, მარადია და სხვა პერსონაჟები დაუტოვა, დღეს 120 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში, დიმიტრი და მარიამ თაყაიშვილების ოჯახში დაიბადა. მამას თეატრი უყვარდა, თუმცა განსაკუთრებით პოეზიით იყო გატაცებული და თავადაც იუმორისტულ ლექსებს წერდა.

პატარა სესილია სარკის წინ ნაცნობ ადამიანებს ბაძავდა. სტუმრების წასვლის შემდეგ ცდილობდა, მათი საუბრის მანერა, მოძრაობა და ხასიათი გაემეორებინა. ეს თითქოს ჩვეულებრივი საბავშვო თამაში იყო, თუმცა სწორედ ამ დაკვირვების უნარმა მოგვიანებით მისი სამსახიობო სტილი განსაზღვრა.

 

პირველი ნაბიჯები სცენაზე

სესილიას თეატრალური გზა შვიდი წლის ასაკში დაიწყო. ელო ანდრონიკაშვილმა ბავშვებისთვის გამართულ წარმოდგენაში „ყვავილთა შორის“ მას ერთ-ერთი ყვავილის როლი მისცა. პატარა გოგონასთვის ეს პირველი შესაძლებლობა იყო, საკუთარი ბავშვობის გატაცება ნამდვილ სამსახიობო გამოცდილებად ექცია.

1914 წელს თაყაიშვილების ოჯახი ბათუმიდან თბილისში გადავიდა. სესილია ქალთა პირველ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა ამ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მისი მომავალი თეატრს დაუკავშირდებოდა. 1922 წელს აკაკი ფაღავას მიერ დაარსებულ დრამატულ სტუდიაში ჩაირიცხა, სადაც კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი მუშაობდნენ.

1930 წლიდან მისი პროფესიული ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი დაიწყო – სესილია მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასს შეუერთდა და იქ 1966 წლამდე დარჩა.

თეატრში მან დაახლოებით 120 როლი შეასრულა. მათ შორის იყო ქრისტინე „ნინოშვილის გურიაში“, ოლღა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“, ოგუდალოვა „უმზითვოში“, კატარინა „ჭირვეული ცოლის მორჯულებაში“ და ელისაბედ დედოფალი „მარიამ სტიუარტში“.

თუმცა ფართო მაყურებელმა სესილია თაყაიშვილი განსაკუთრებით კინოდან გაიცნო და შეიყვარა. წლების განმავლობაში მან ეკრანზე არაერთი განსხვავებული როლი  შექმნა – კომედიური, ტრაგიკული, მკაცრი, თბილი, ჩუმი და ირონიული. მისი ერთი მზერა, მოძრაობა ან ინტონაციაც კი საკმარისი იყო, რომ მაყურებელს პერსონაჟის ხასიათი სრულად დაენახა.

 

მსახიობი, რომელსაც საკუთარი თავი ეკრანზე არ უყვარდა

სესილია თაყაიშვილისთვის მსახიობობა მხოლოდ პოპულარობასა და აღიარებას არ ნიშნავდა. საშინლად  არ უყვარდა კამერის წინ ყოფნა და საკუთარი თავის ეკრანზე ნახვაც დისკომფორტს უქმნიდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა კიდეც, რომ კინოაპარატი აშინებდა და მუშაობისას ცდილობდა, მის არსებობაზე აღარ ეფიქრა.

“არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა.”

სესილია თაყაიშვილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეკრანული სახე ოლღა ბებია გახდა – ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟი, რომელიც მსახიობმა სცენაზეც და შემდეგ ეკრანზეც განასახიერა. ოლღას სახის შექმნისას თაყაიშვილისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ტექსტის ცოდნა და რეპლიკების სწორად თქმა არ ყოფილა. მას პერსონაჟის ყოფის რეალურად შეგრძნება სჭირდებოდა.

„მე არ შემიძლია პირობით ატმოსფერში თამაში; მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს ბებია ოლღას ოთახის დეკორაციის შეცვლა ვთხოვე. არ შემიძლია არარეალური საგნების რეალურად მიჩნევა, როცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს“ – ამბობდა მსახიობი.

 

ფილმის გადაღებების დროს სესილია 53 წლის იყო. როლი რომ უფრო დამაჯერებელი გამოსვლოდა საღი კბილები ამოიღო. ამ ამბავს მოგვიანებით რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ასე იხსენებდა:

“სესილიამ კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია გეგონებოდა. თბილისში ჩამოსული იყო ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის – “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ნახვის შემდეგ ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მითხრა – ის ბებია გამაცანითო.

დავუძახეთ სესილიას. მაშინ 53 წლის იყო, მხნე, ენერგიული. გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოშორებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, ბებიას სულაც არ ჰგავდა. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, რა ითხოვა – არა, არა, მე ბებიას გაცნობა მინდოდაო. როდესაც ავუხსენით, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიდრიკა და სესილიას ხელზე ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩა – ეს თქვენი ბებია არ არის, ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსაში ცხოვრობსო.“

არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა ასინეთას როლი „დათა თუთაშხიაში“. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს თავად უთქვამს, რომ სესილია თაყაიშვილის შესრულების შემდეგ თავისი პერსონაჟის სხვაგვარად წარმოდგენა უკვე აღარ შეეძლო.

 

ანდერძი

სესილია თაყაიშვილის ხასიათს განსაკუთრებით კარგად მისი უკანასკნელი სურვილი აჩვენებს. სიკვდილის წინ მსახიობმა ანდერძი დატოვა, რომელშიც დეტალურად აღწერა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი დაკრძალვა. ტექსტი დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეში არსებულ არქივში ინახება.

“სამოცდათვრამეტი წლის ვარ”

ბევრი ვიცხოვრე, ბევრი განვიცადე, ბევრი სიხარულიც ვნახე. მეყოფა ეხლა. ავადმყოფობა მქონდა ძალზე ვერაგი, ძნელი, რომელმაც გამინახევრა ცხოვრება. რაც გავაკეთე ხელოვნებაში, ათჯერ გავაკეთებდი მეტს და საინტერესოს. მაგრამ ვეღარ გავუძელი მძიმე ავადმყოფობას. ჩემი თხოვნაა, მე იმედი მაქვს, ამას შემისრულებთ. არაფრის დიდებით თეატრში ან კლუბში არ გადამიყვანოთ, არ არის საჭირო.

დამიჯერეთ და ამისრულეთ, მყუდროდ მამყოფეთ ჩემ სახლში… არავითარ შემთხვევაში პანთეონში არ დამასაფლაოთ, აგიხსნით, რატო, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ზემოთ, ღირსი ვარ თუ არა, რად გინდათ ეს, რად გინდათ, რომ ვინმემ სთქვას, არ იყო ღირსიო. რატო იბითურებთ თავს ან რატო უნდა ჩამაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში. კარგი იქნებოდა დედას გვერდით ვაკეში, მაგრამ იქ უკვე დავასაფლავე საყვარელი აკაკი (სესილია თაყაიშვილის ძმა). მაშინ საბურთალოში, ის მუხა რომ არის, ძალიან შორს არის, თქვენ მანქანა არა გყავთ და მეცოდებით.

ყველაზე უკეთესი საბურთალოა. ჩემს საფლავს არავითარი პრეტენზია არ ჰქონდეს, არავითარი ქვა, რკინის მოაჯირი და ზედ გაკრული, როგორიც დედას აქვს. მხოლოდ ითხოვეთ ორი ადგილი, რომ ჩემს გვერდით იყოს ვინმე.

ბევრს ნუ იტირებთ, გაუფრთხილდით ერთიმეორეს, არავითარი ქელეხი. არ გაილანძღოთ თავი. ჩამაცვით შავი კაბა.“

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი თბილისში, საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

 

ასევე გაეცანი

#OK! კეიტი ჰოლმსის ახალი რომანი – რა არის ცნობილი მსახიობის რჩეულის შესახებ?
OK! კულტურა

#OK! კეიტი ჰოლმსის ახალი რომანი – რა არის ცნობილი მსახიობის რჩეულის შესახებ?

September 17, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია
OK! კულტურა

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე
OK! კულტურა

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

September 14, 2026
#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია
OK! News

#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

May 18, 2021
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

September 12, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

September 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები