• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

September 8, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2022 წლის 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში, ელისაბედ II ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. იმ დღეს ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა დასრულდა – დედოფალი ქვეყანას 70 წლის განმავლობაში მართავდა.

 

ელისაბედ ალექსანდრა მერი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ის იორკის ჰერცოგის, მომავალი მეფე ჯორჯ VI-ისა და ელიზაბეთ ბოუზ-ლაიონის უფროსი ქალიშვილი იყო. დაბადებისას არავის ეგონა, რომ იგი ოდესმე ბრიტანეთის მმართველი გახდებოდა. სამეფო მემკვიდრეობის ხაზში პატარა პრინცესა მხოლოდ მესამე იყო.

ელისაბედი უმცროს დასთან, მარგარეტთან, ერთად იზრდებოდა, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რადგან სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ, გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ და განათლებას სახლში იღებდნენ.

 

1932 წელს, ექვსი წლის იუბილეზე, უელსის მოსახლეობამ პრინცესას პატარა ხის სახლი, Y Bwthyn Bach — „პატარა კოტეჯი“, აჩუქა, რომელიც უინძორის დიდი პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

იმ დროს მისი ცხოვრება ჯერ კიდევ შორს იყო იმ მკაცრი მოვალეობებისგან, რომლებიც მომავალში ელოდა.

მაგრამ 1936 წლის ერთმა მოვლენამ ყველაფერი შეცვალა…

ტახტის მემკვიდრე

 

1936 წლის იანვარში ელისაბედის ბაბუა, მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, ედუარდ VIII ავიდა, თუმცა მისი მეფობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა.

ედუარდს ამერიკელი, ორჯერ განქორწინებული ქალი, უოლის სიმპსონი უყვარდა და მასზე დაქორწინება სურდა. იმ დროს ბრიტანეთის მონარქისთვის ეს სერიოზული კონსტიტუციური და პოლიტიკური პრობლემა იყო. საბოლოოდ, ედუარდ VIII-მ გვირგვინზე უარი თქვა. მისი ადგილი კი ელისაბედის მამამ, ალბერტმა დაიკავა, რომელიც ტახტზე  ჯორჯ VI-ის სახელით ავიდა.

სწორედ ამ მომენტში შეიცვალა 10 წლის ელისაბედის მომავალი – იგი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა.

მეორე მსოფლიო ომი

 

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ელისაბედი მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო.

ომის ყველაზე მძიმე წლებში ის და მარგარეტი უსაფრთხოების მიზნით უინძორის სასახლეში ცხოვრობდნენ.

1940 წლის 13 სექტემბერს ბუკინგემის სასახლეს გერმანული ავიაცია დაესხა თავს. ხუთი ბომბი ჩამოვარდა სასახლის ტერიტორიაზე – დაზიანდა სამეფო სამლოცველო, შიდა ეზო და სასახლის კარიბჭე, რამდენიმე თანამშრომელი კი დაშავდა.

თავდასხმას სამეფო წყვილი სიმბოლური გადაწყვეტილებით შეხვდა – ისინი ლონდონში დარჩნენ და დაბომბვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას პირადად შეხვდნენ. ჯორჯ VI და დედოფალი ელისაბედი იმ უბნებს სტუმრობდნენ, რომლებიც საჰაერო თავდასხმებმა გაანადგურა, ესაუბრებოდნენ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს და იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ქალაქის გადასარჩენად მუშაობდნენ.

საჰაერო დაბომბვის შემდეგ ლორდმა დაგლას ჰეილშემმა დედოფალს ქალიშვილების კანადაში ევაკუირება შესთავაზა, მაგრამ ელისაბედმა გადაჭრით უარყო შეთავაზება და განაცხადა, რომ „მცირეწლოვანი პრინცესები მის გარეშე არსად გაემგზავრებოდნენ, თვითონ კი, მეფეს არ მიატოვებდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უღალატებდა სამშობლოს და არ გაიქცეოდა ქვეყნიდან“. 

1944 წელს, 18 წლის პრინცესა ელისაბედი ბრიტანეთის ქალთა დამხმარე სამხედრო სამსახურში — Auxiliary Territorial Service-ში (ATS) — გაწევრიანდა.

 

ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ ყოფილა. ის ჩვეულებრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გადიოდა მომზადებას, სწავლობდა ავტომობილის მართვასა და ტექნიკურ მოვლას.

1945 წლის 8 მაისს ევროპაში ომი დასრულდა. ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ხალხი ტრაფალგარის მოედანსა და ბუკინგემის სასახლისკენ მიმავალ ქუჩებში შეიკრიბა.

მაგრამ ამ ისტორიული დღის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი თავად ელისაბედისთვის მოგვიანებით დაიწყო: ის დამარგარეტი ლონდონის ქუჩებში ჩვეულებრივი ადამიანების ზეიმს შეუერთდნენ.

„მახსოვს, გვეშინოდა, რომ ვიღაც გვიცნობდა, ამიტომ ჩემი ფორმის ქუდი თვალებზე კარგად ჩამოვიფარე. უცნობი ადამიანების რიგები მახსოვს, რომლებიც ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ უაითჰოლში. ყველანი ბედნიერებისა და შვების ტალღამ წაგვიღო. ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იყო” – იხსენებდა დედოფალი მოგვიანებით.

ელისაბედი და ფილიპი

 

ელისაბედმა მომავალი მეუღლე, საბერძნეთისა და დანიის პრინცი ფილიპი, ჯერ კიდევ მოზარდობისას გაიცნო.

1939 წელს მეფე ჯორჯ VI-მ ოჯახთან ერთად სამეფო საზღვაო კოლეჯს ესტუმრა. მაშინ 13 წლის ელისაბედი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, ახალგაზრდა საზღვაო კადეტს, ფილიპს, მიაბარეს. 18 წლის ახალგაზრდამ პრინცესას ყურადღება მალევე მიიქცია.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფილიპი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებში მსახურობდა. ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა იშვიათად ჰქონდა, თუმცა მიმოწერა არ შეუწყვეტიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა მხარეს იბრძოდა, მისი ოჯახური კავშირები ომისშემდგომ ბრიტანეთში გარკვეულ პრობლემას ქმნიდა.

 

საქმე მის დებს ეხებოდა. ფილიპის ოთხივე და – მარგარიტა, თეოდორა, სესილია და სოფი – გერმანელ არისტოკრატებზე იყვნენ დაქორწინებულები. სამი მათგანის ქმარი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის სამხედრო ძალებში მსახურობდა. განსაკუთრებით პრობლემური იყო სოფის მეუღლე, კრისტოფი, ჰესენის პრინცი, რომელსაც ნაცისტურ პარტიასთან ჰქონდა კავშირი.

თუმცა ელისაბედი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული იყო.

მეფე ჯორჯ VI ქალიშვილის არჩევანს საბოლოოდ დათანხმდა და წყვილის ნიშნობა 1947 წლის 9 ივლისს გამოცხადდა.

ქორწილის შემდეგ ელისაბედი და ფილიპი ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. პირველი წლები შედარებით მშვიდი აღმოჩნდა – ფილიპი საზღვაო კარიერას აგრძელებდა, ელისაბედი კი ოჯახზე ზრუნავდა.

მათი ქორწინება 73 წელზე მეტხანს გაგრძელდა – 1947 წლის ნოემბრიდან ფილიპის გარდაცვალებამდე, 2021 წლის 9 აპრილამდე. ამ პერიოდში მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, რომელიც მოგვიანებით მეფე ჩარლზ III გახდა, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ და პრინცი ედვარდი.

70-წლიანი მმართველობა

1950-იანი წლების დასაწყისში ჯორჯ VI-ის ჯანმრთელობა გაუარესდა. ელისაბედი და ფილიპი თანამეგობრობის ქვეყნებში მოგზაურობდნენ და მეფის გარკვეულ მოვალეობებსაც ასრულებდნენ.

1952 წლის 6 თებერვალს, კენიაში ვიზიტისას, მას მამის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. 25 წლის ახალგაზრდა პრინცესა დედოფალი გახდა.

ტახტზე ასვლა მისთვის არა მხოლოდ პირადი ტრაგედია, არამედ ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იყო.

ელისაბედის დედოფლად კურთხევის საზეიმო ცერემონია 1953 წლის 2 ივნისს გაიმართა,  უესტმინსტერის სააბატოში – იმ დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

70 წლის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკური რუკა რამდენჯერმე შეიცვალა – დასრულდა ბრიტანეთის იმპერიის ეპოქა და დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, ჩამოყალიბდა თანამედროვე თანამეგობრობა, მიმდინარეობდა ცივი ომი, ადამიანმა ფეხი დადგა მთვარეზე, ხოლო თავად ბრიტანეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანება, შემდეგ კი მისი დატოვება გადაწყვიტა.

მონარქის მმართველობის პერიოდს დაემთხვა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ 2014 წლის რეფერენდუმი და COVID-19-ის პანდემია – მოვლენები, რომლებმაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

დედოფალი ბრიტანეთის 15 პრემიერსა და აშშ-ის 14 პრეზიდენტს მოესწრო. მისი პირველი პრემიერი 1874 წელს დაბადებული ჩერჩილი, ბოლო კი – 1975 წელს დაბადებული ლიზ ტრასი იყო.

 

ელისაბედ II-ის ეპოქა 2022 წლის 8 სექტემბერს დასრულდა. დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სახელმწიფო დაკრძალვას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შემდეგ დედოფლის ცხედარი წმინდა გიორგის სამლოცველოში, ვინძორის ციხესიმაგრეში, მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! პრინცი ფილიპისა და დედოფალი ელიზაბეტის სიყვარულის ისტორია 10 ვინტაჟურ ფოტოში

#OK! დედოფალი ელისაბედ II-ს რჩეული წითელი ტუჩსაცხი

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა
OK! კულტურა

#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა

October 9, 2026
#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა  – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან
OK! კულტურა

#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

October 9, 2026
#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება
OK! News

#OK! ჰარი პოტერის სამყაროს ორი ახალი წიგნი ემატება

October 9, 2026
#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება
OK! News

#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება

October 8, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები