• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უნგრელ მოდელ ბარბარა პალვინსა და მსახიობ დილან სპრაუსს პირველი შვილი შეეძინათ. წყვილმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში 28 სექტემბერს გააზიარა. ბავშვს სილვია დაარქვეს.

 

ბარბარას ორსულობის შესახებ 2026 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე გახდა ცნობილი. მოდელი წითელ ხალიჩაზე დილანთან ერთად გამოჩნდა და უკვე შესამჩნევი მუცლით იპოზიორა. მოგვიანებით დილანმა საკუთარ პოდკასტში დაადასტურა, რომ ისინი გოგოს ელოდებოდნენ. მსახიობი ამბობდა, რომ „გოგოს მამობა“ განსაკუთრებულად ახარებდა.

 

ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო და საკმაოდ ნელა განვითარდა: ერთმანეთი ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე გაიცნეს. შეხვედრის შემდეგ ბარბარამ დილანი Instagram-ზე დაამატა. მსახიობმა ეს შანსი გამოიყენა და მოდელს პირადი შეტყობინება გაუგზავნა, საკუთარი ნომერიც დაუტოვა და შეხვედრა შესთავაზა, თუმცა პასუხი 6 თვის შემდეგ მიიღო.

იმ დროისთვის დილანი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ფილმზე მუშაობდა. ბარბარასაც ჩინეთში საქმიანი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მისი პროექტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, მოდელმა მოგზაურობა მაინც გადაწყვიტა და დილანს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა.

 

„ვკითხე, ხომ არ იყო სიგიჟე მხოლოდ მის სანახავად ჩამოსვლა. მან კი მითხრა: ‘’გთხოვ, ჩამოდი“ – იხსენებდა ბარბარა მოგვიანებით.

წყილმა ურთიერთობა 2018 წელს გაასაჯაროვა. მალე დილანი Victoria’s Secret-ის ჩვენებასაც დაესწრო, სადაც ბარბარა მონაწილეობდა.

ამავე პერიოდიდან ბარბარა და დილანი უკვე წყვილის სტატუსით ჩნდებოდნენ. ერთად მოგზაურობდნენ, ესწრებოდნენ სპორტულ და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებას. ურთიერთობა თანდათან უფრო სერიოზული გახდა – 2019 წელს წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო.

 

2022 წელს დილანმა ბარბარას ხელი სთხოვა. ნიშნობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ საუბრობდნენ და ეს ინფორმცია მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაადასტურეს.

2023 წელს ბარბარას მშობლიურ უნგრეთში იქორწინეს. საქორწილო ცერემონია მოდელის მშობლების სახლში  გაიმართა – ბარბარასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საკუთარ ქვეყანაში, ოჯახის გარემოცვაში გაეტარებინა.

 

ბარბარა პალვინი

ბარბარა პალვინი 1993 წლის 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში დაიბადა. ბავშვობის წლები მშობლიურ ქალაქში გაატარა, ოჯახთან ერთად კი ხშირად სტუმრობდა უნგრეთის პატარა სოფელს, სადაც მისი ბებია და დიდი ბებია ცხოვრობდნენ.

 

ბავშვობაში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც მოდელი გახდებოდა – მოზარდობისას მეგობრებთან ერთად დროის გატარება და სპორტი უყვარდა. ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში თავად ამბობდა, რომ ფეხბურთის თამაში განსაკუთრებით მოსწონდა და მოედანზე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. უყვარდა მუსიკაც, მათ შორის ტრადიციული უნგრული სიმღერები, ასევე იაპონური ანიმაცია და მანგა.

მისი ცხოვრება 13 წლის ასაკში შეიცვალა – ბუდაპეშტის ქუჩაში დედასთან ერთად სეირნობდა, როდესაც სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შეამჩნია. მან გოგონას სააგენტოში მისვლა და საცდელ ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზა. სწორედ ასე დაიწყო ბარბარას კარიერა…

 

მოდელობა მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა – ამავე დროს, სწავლის გაგრძელებაც უწევდა, რაც მარტივი არ ყოფილა. წლების შემდეგ იხსენებდა, რომ სკოლის გამოცდებისთვის მომზადებაში მეგობრები ეხმარებოდნენ, რადგან სამოდელო საქმიანობა მოგზაურობასა და დატვირთულ გრაფიკს მოითხოვდა.

2010 წელს პალვინმა მილანის მოდის კვირეულზე Prada-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ეს მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა, მალევე მისით სხვა ცნობილი მოდის სახლებიც დაინტერესდნენ. ბარბარა Miu Miu-ს, Nina Ricci-ს, Giles-ის, Louis Vuitton-ის, Emanuel Ungaro-სა და Christopher Kane-ის ჩვენებებზე გამოჩნდა. მოგვიანებით პარიზის მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე Vivienne Westwood-ისა და Chanel-ის სამოსით გაიარა.

 

2012 წელს პალვინმა Victoria’s Secret-თან გააფორმა კონტრაქტი და ბრენდის PINK-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, ბარბარას ამბავი მხოლოდ მოდის სამყაროთი არ დასრულებულა. 2014 წელს მან კინოშიც სცადა ძალები და ბრეტ რატნერის „ჰერკულესში“ გამოჩნდა. სამი წლის შემდეგ კი Sports Illustrated-ის სპეციალურ გამოცემაში გადაიღეს.

მოდისა და კამერების სამყაროს პარალელურად, ბარბარას ცხოვრებაში ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა. სიყვარულის ისტორია, რომელიც წლების წინ Instagram-ზე გაგზავნილი ერთი შეტყობინებით დაიწყო, პატარა სილვის დაბადებით დაგვირგვინდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ბარბარა პალვინის და დილან სპრაუსის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები Vogue-ისთვის

#OK! დილან და ბარბარა სპრაუსები – სიყვარულის ისტორია, რომელიც უპასუხო მესიჯით დაიწყო

ასევე გაეცანი

#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცი 26-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა – ვინ არის მაიკლ ბლუმბერგის რჩეული?
OK! კულტურა

#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცი 26-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა – ვინ არის მაიკლ ბლუმბერგის რჩეული?

November 13, 2026
#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”
OK! კულტურა

#OK! ქალები, რომლებიც ჰოლივუდს ცვლიან – ELLE-ის “Women in Hollywood 2026”

November 11, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები
OK! კულტურა

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია
OK! კულტურა

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები