• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სიდნი სვინის ახალმა სარეკლამო კამპანიამ სპორტის სამყაროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „ეიფორიას“ ვარსკვლავი Novig-ის ახალ რეკლამაში თითქმის შიშველი გამოჩნდა, რასაც არაერთი ცნობილი ქალი სპორტსმენის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, კამპანია სპორტის სექსუალიზაციას უწყობს ხელს და ქალების შრომას აკნინებს.

 

Novig სპორტული პროგნოზებისა და ვაჭრობის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს  სპორტული მოვლენის შესახებ პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს. მისი ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე  კი სიდნი სვინია.

ვიდეოში მსახიობი ფეხბურთის, კალათბურთის, ბეისბოლის, ჩოგბურთისა და ჰოკეის ინვენტართან პოზირებს. სვინი რეკლამის უმეტეს ნაწილში მინიმალური ტანსაცმლით ან სრულიად შიშველი ჩანს, სხეულის დასაფარად კი სპორტულ აღჭურვილობას იყენებს.

 

რეკლამას ცურვაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი არიანე ტიტმუსი გამოეხმაურა:

„როგორ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ქალის სხეულის მონეტიზაცია და ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – დაწერა მან.

ბრიტანელმა მორბენალმა ემი ჰანტმა სვინის პირდაპირ მიმართა და განაცხადა, რომ ქალი სპორსმენის სხეული გლამურული არ არის და მის უკან დიდი ფიზიკური შრომა დგას.

„სიდნი სვინი, აი, ასე გამოიყურებიან ქალები სპორტში – კუნთები, მძიმე შრომა, სისხლი, ოფლი და ცრემლები“, –  განაცხადა ჰანტმა BBC-სთან საუბრისას –  “ქალთა სპორტი ყოველთვის ლამაზი, გლამურული და სექსუალური არ არის და მის უკან დიდი ფიზიკური შრომა დგას.”

 

პარალელურად, ქალი სპორტსმენები სოციალურ ქსელებში ვარჯიშის, შეჯიბრებებისა და კარიერული მიღწევების ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებდნენ.

მსგავსი კონტენტი გაავრცელეს ავსტრალიელმა ოლიმპიურმა მოცურავემ ლანი პალისტერმა და მორბენალმა ბრი რიცომ. სპორტსმენების მიზანი იყო ეჩვენებინათ, როგორ გამოიყურება ქალთა სპორტი რეალურად – ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა, ძალა, დაღლა და პროფესიონალიზმი.

სიდნი სვინის ან მისი წარმომადგენლებისგან რეკლამის გარშემო ატეხილ კრიტიკაზე პირდაპირი განცხადება ამ დროისთვის არ გავრცელებულა. თუმცა მსახიობმა სოციალურ ქსელში ESPN-ის Body Issue-ის ფოტოები გამოაქვეყნა – გამოცემის სპეციალური პროექტი, რომელშიც ცნობილი სპორტსმენები შიშველი ან მინიმალური ტანსაცმლით პოზირებდნენ.

პოსტები ბევრმა რეკლამაზე პასუხად აღიქვა, თუმცა თავად სვინის მათთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

Novig-ის ხელმძღვანელმა ჯეიკობ ფორტინსკიმ კი კამპანია დაიცვა. მისი თქმით, სვინი მხოლოდ რეკლამის სახე არ არის – მსახიობი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია და რეკლამის შექმნაშიც მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს სვინის პირველი ხმაურიანი სარეკლამო კამპანია არ არის – 2025 წელს მსახიობი American Eagle-ის სახე გახდა.  ბრენდის სლოგანი – „Sydney Sweeney Has Great Jeans“ – ინგლისურ ენაში „ჯინსებისა“ (jeans) და „გენების“ (genes) ჟღერადობის მსგავსებაზე იყო აგებული.

 

ერთ-ერთ ვიდეოში სვინი გენებზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ისინი ადამიანს მშობლებისგან გადაეცემა და ისეთ მახასიათებლებს განსაზღვრავს, როგორიცაა თმისა და თვალების ფერი. საზოგადოებამ კომპანია რასიზმში დაადანაშაულა.

American Eagle-ს რეკლამის ასეთი ინტერპრეტაცია არ დაუდასტურებია და კამპანიის მიზნად მხოლოდ ჯინსებისა და ინდივიდუალური სტილის წარმოჩენას ასახელებდა. მოგვიანებით თავად სვინიმაც ისაუბრა კამპანიის გარშემო განვითარებულ დაპირისპირებაზე და განაცხადა, რომ საზოგადოების რეაქციით გაკვირვებული იყო.

“საზოგადოების რეაქციამ გულწრფელად გამაკვირვა. რეკლამაში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ჯინსები მიყვარს და თავად ბრენდიც ძალიან მომწონს. არ ვეთანხმები იმ შეხედულებებს, რომლებიც ზოგიერთმა ადამიანმა ამ კამპანიას დაუკავშირა. ჩემთვის ისეთი იარლიყების მიკერებას ცდილობდნენ, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ყოველთვის ხალხის გაერთიანებას ვცდილობ. სიძულვილისა და ადამიანების დაყოფას ვეწინააღმდეგები” – განაცხადა მაშინ მსახიობმა. 

 

სვინის კიდევ ერთი განხილვადი სარეკლამო კამპანია მამაკაცის მოვლის ბრენდ Dr. Squatch-ს უკავშირდება. 2025 წელს მსახიობმა ბრენდთან თანამშრომლობით ლიმიტირებული რაოდენობის საპონი – „Sydney’s Bathwater Bliss“ – გამოუშვა, რომლის დამზადებისას, კომპანიის ინფორმაციით, სვინის აბაზანის წყალი გამოიყენეს.

ბრენდმა სულ 5 000 ცალი დაამზადა და თითოეული 8 დოლარად გაყიდა, თუმცა მარაგი რამდენიმე წუთში ამოიწურა. პროდუქტის გამოშვებას წინ სარეკლამო კამპანია უძღოდა, რომელშიც სვინი აბაზანაში პოზირებდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

#OK! Euphoria-ს მე-2 სეზონის აუდიო ეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა

ასევე გაეცანი

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით
OK! კულტურა

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

October 7, 2026
#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს
OK! კულტურა

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები
OK! კულტურა

#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები

September 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

September 10, 2024
#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

May 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

October 1, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

October 5, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები