რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

დეკემბერი 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

კუნდალინი იოგა არის ერთ-ერთი მიმდინარეობა იოგაში, რომელიც მოიცავს სუნთქვით ტექნიკებს, მანტრებს და ასანებს. მისი მიზანია, კუნდალინი ენერგიის მძლავრი ნაკადის გამოღვიძება, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და მიძინებულია. კუნდალინი იოგას საშუალებით თავისუფლდები სტრესისა და შიშისგან, სწავლობ, თუ როგორ გამოათავისუფლო ენერგია და გაუშვა არასასიამოვნო მოვლენა შენი ცხოვრებიდან. როგორც დღევანდელი ჩვენი გმირი იხსენებს, მას ერთ დროს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა, როგორც ინჟინერ-ოპერატორს, თუმცა მას შემდეგ, რაც კუნდალინი იოგათი დაინტერესდა და იგი სიღრმისეულად შეისწავლა, უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა, ეს ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. კუნდალინი იოგას არსზე უფრო ვრცლად ჟურნალ OK!-ის საერთაშორისო KRI ცენტრის მიერ აღიარებული კუნდალინი იოგას ინსტრუქტორი, კლინიკური ფსიქოლოგი, რეიკის მეორე საფეხურის ოსტატი და ქოუჩი − მარინა კვატაია (არჯან ბაქტი კაური) ესაუბრა.

გვესაუბრეთ, ვისთვის ან რისთვის არის კუნდალინი იოგა? რატომ უნდა ავირჩიოთ ის?

კუნდალინი იოგა − ეს არის კომპლექსური იოგა, რომელიც მოიცავს მანტრას, ანუ ხმის ვიბრაციას; პრანაიამას − სუნთქვით ტექნიკებს; ასანას − ფიზიკურ დატვირთვას, მედიტაციას და ასევე, შავასანა-მოდუნებას. ის ყველასათვისაა, მისი შესრულება შეუძლია როგორც 3 წლის ბავშვს, ისე ასაკოვან ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილება გაქვთ თუ არა, თუმცა სასურველია გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად დაიწყოთ იოგას ვარჯიში, რადგან ის დეტალურად აგიხსნით ყველა ელემენტის დანიშნულებას და გამოყენებას, რათა შედეგი მაქსიმალური იყოს.

ზოგადად, იოგა არ არის ფიტნესი, ანუ იოგასგან ვერ მიიღებ კუნთოვან მასას, მაგრამ მისი ეფექტი ძალიან დიდია. მაგალითად, კვლევებმა აჩვენა იოგას 80-ზე მეტი დადებითი თვისება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას შეადარეს და დაადგინეს, რომ იოგას დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. იოგა ადამიანს კომპლექსურად ეხება, მას ერთმანეთთან ჰარმონიაში მოჰყავს სამი მთავარი ფასეტი: გონება, სხეული და სული.

ადამიანის სხეული − ეს არის რუკა, მასზე ყველაფერი აღიბეჭდება: სტრესი, ტკივილი, ემოცია. ეს ყველაფერი სხეულზე ენერგეტიკული ბლოკებით აისახება, რომლებიც ხელს უშლიან ენერგიის თავისუფალ მოძრაობას და სწორედ აქედან მოდის სტრესი, გადაღლილობა და გაღიზიანება. კუნდალინი იოგა კი მათგან გათავისუფლებაში გვეხმარება.

გონება − ეს არის ნავიგაცია. მას მიმართულება უნდა მიეცეს, რათა დანიშნულების ადგილამდე, ანუ მიზნამდე მიგიყვანოს.

სული კი ადამიანის საწვავია, მამოძრავებელი ძალაა.

როგორც იოგი ბაჯანი იტყოდა (მან კუნდალინი იოგა დასავლეთში შემოიტანა გასული საუკუნის 60-იან წლებში), კუნდალინი იოგას მიჰყავხარ სამყაროში, სადაც სტრესი მხოლოდ ჯანსაღი დოზით არის შენს ცხოვრებაში. ის გასწავლის, თუ როგორ გაუშვა არასასიამოვნო მოვლენა შენი ცხოვრებიდან. კუნდალინი იოგა არის ცნობიერების ამაღლების, გაღვიძების იოგა და ის ყველასთვისაა. ჩემთვის იოგა − ეს ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელსაც ყველა ასპექტში ვიყენებ.

როგორია კუნდალინი იოგას სავარჯიშოები?

რეკლამა

კუნდალინი იოგას სავარჯიშოები მოკლეა და რიტმული. ვარჯიშის დროს შენ სტრესის კონტროლი შეგიძლია, ვარჯიშისას ზოგჯერ სამი წუთი უნდა გქონდეს ჰაერში ხელი გაშლილი ან სუნთქვა მონაცვლეობით შეიკავო… სწორედ ეს გაძლევს საშუალებას, რომ მომავალში უკეთ გაუმკლავდე გამოწვევებს, რადგან მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია − ეს ხომ ცხოვრების ნაწილია.

თუ მუდმივად ასრულებ კუნდალინი იოგას ვარჯიშებს, ის გაქცევს იმ ადამიანად, ვინც სინამდვილეში ხარ და მოგცემს უსასრულობის პრაქტიკულ შეგრძნებას. პროცესში ხედავ, თუ როგორ გტოვებს ნეგატივი, შიში, გაბრაზება, დაძაბულობა და გიჩნდება შეგრძნება, რომ საკუთარ ცხოვრებაზე თავად გაქვს კონტროლი. კუნდალინი იოგა გეხმარება მოიშორო შინაგანი კონფლიქტი და მიმართო ენერგია ბედნიერებისაკენ. ადამიანი ხდება უსასრულობა… მან უნდა შეიგრძნოს და შეიცნოს თავისი არსებობის არსი.

თქვენ ასევე იოგას სხვადასხვა პროგრამის ავტორი ბრძანდებით… როგორ ფიქრობთ, რაში ეხმარება აღნიშნული პროგრამების გავლა ადამიანებს?

დიახ, მე ვარ სხვადასხვა ონლაინ და ოფლაინ-პროგრამების ავტორი, როგორიცაა: 21-დღიანი იოგა ჩელენჯი, სტრესისაგან თავისუფალი, ჰარმონიული ქალი და სხვ. ასევე, ერთწლიანი პროექტი „კარატი“, რომელიც 1 იანვრიდან იწყება და მოიცავს ჩემ მიერ დაწერილ წიგნს ჩაკრების (ენერგეტიკული ცენტრების) განლაგებაზე და მათ გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში, გარდა ამისა, კუნდალინი იოგას სავარჯიშოების ნაკრებს და ქოუჩინგს. აღნიშნულ პროექტზე ბევრი ვიმუშავე, მინდოდა მისი სრულყოფა, რადგან იგი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ჯანსაღი სინთეზია. ზოგადად, მიყვარს, როდესაც პრაქტიკა და თეორია ჯანსაღი დოზით არის პროექტებში.

საქართველოში ჩემი ონლაინ-იოგას პროგრამები 2017 წლიდანაა ხელმისაწვდომი. ასობით ადამიანმა გაიარა ის და დიდი პოპულარულობაც მოიპოვა.

დღევანდელი ნეგატივის ფონზე, ადამიანები მუდმივ რუტინაში იმყოფებიან. გადაღლილები არიან და იზრდება კონფლიქტური სიტუაციები, ქაოსში უჭირთ თვითრეალიზება, შემდეგ ეს ყველაფერი აისახება ურთიერთობებზე და შემოსავალზე. ჩემი პროექტები კი ადამიანებს ეხმარება (ამას მომხმარებლების უკუკავშირები ადასტურებს) გათავისუფლდნენ სტრესისა და შიშისგან, სწორად გამოიყენონ საკუთარი ენერგია და რესურსები, რათა დაიმკვიდრონ ცხოვრებაში შესაფერისი ადგილი, ანუ მოახდინონ სწორი თვითრეალიზება. კუნდალინი იოგა − ეს არის ჰარმონიული ცხოვრების გასაღები.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა ინტერესდებიან იოგათი?

იყვნენ გახსნილები, რადგან რაც მეტად გახსნილები იქნებიან, მით უფრო დიდი ეფექტი ექნება იოგას ვარჯიშს. არ შეეშინდეთ წინააღმდეგობების… არის წუთები, როდესაც იოგას ვარჯიშის დროს გაქვს შეგრძნება, რომ გტკივა და არ შეგიძლია ან დრო არ გაქვს… სინამდვილეში ეს არის მხოლოდ დაბრკოლება. რაც უფრო ღრმად შეხვალ პროცესში, დაინახავ, თუ როგორ გაიზრდება შენი ცხოვრების ხარისხი, გამოგიმუშავდება დისციპლინა, გაჯანსაღდება ფიზიკური სხეული და შეიცვლება ცხოვრების ხარისხი.

თუკი ფიქრობ, რომ დრო არ გაქვს და დაკავებული ხარ, მაშინ ერთი საათი უნდა ივარჯიშო, რათა დაამშვიდო გონება, შინაგანი პროტესტი, და დაინახო, რომ საჭირო რაღაცებისთვის დრო ნამდვილად გაქვს.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კუნდალინი იოგა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, რადგანაც მისი საშუალებით ვისწავლე სხეულის მოსმენა, მისი საზღვრების დაცვა, ჩემი თავის სიყვარული და დაფასება. როდესაც ადამიანს საკუთარი თავის ესმის, მას არ ემუქრება დეპრესია და ქრონიკული სტრესი. შესაძლოა შეხვდეს კიდეც სტრესული სიტუაცია, მაგრამ სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინო კუნდალინი იოგას შესაძლებლობები, რათა მათ განიცადონ სიხარული ყოველდღე და თავი იგრძნონ ბედნიერად. როცა ადამიანი დილას სიხარულით იწყებს, ის დადებით ენერგიას უგზავნის სამყაროს და სხვა ადამიანებსაც უფრო მეტ სიხარულს უზიარებს. ჩემი გეგმაც ეს არის − რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიგრძნოს სიხარული ყოველდღე.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია
Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

იანვარი 30, 2023
#OK! როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი და დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი და დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

იანვარი 15, 2023
#OK! dr.ninaaesthetic – სივრცე თქვენი სილამაზისთვის 
Health & Beauty

#OK! dr.ninaaesthetic – სივრცე თქვენი სილამაზისთვის 

დეკემბერი 31, 2022
#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი
Health & Beauty

#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი

დეკემბერი 30, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

ივნისი 10, 2022
#OK! „ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით – რა საჩუქარს უმზადებს „სიმეტრია პარკი“ მის მობინადრეებს“

#OK! „ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით – რა საჩუქარს უმზადებს „სიმეტრია პარკი“ მის მობინადრეებს“

იანვარი 19, 2022
#OK! კაია გერბერი ამერიკული Elle-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე

#OK! კაია გერბერი ამერიკული Elle-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე

დეკემბერი 3, 2021
#OK! გრუნი ცდილობს საზოგადოების განვითარების მაჯისცემას მიუგდოს ყური

#OK! გრუნი ცდილობს საზოგადოების განვითარების მაჯისცემას მიუგდოს ყური

დეკემბერი 27, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

იანვარი 30, 2023
#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

იანვარი 24, 2023
#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

იანვარი 28, 2023
#OK! 62 წლის ანტონიო ბანდერასმა აღიარა, რომ გულის შეტევამ მისი ცხოვრება “უკეთესობისკენ” შეცვალა

#OK! 62 წლის ანტონიო ბანდერასმა აღიარა, რომ გულის შეტევამ მისი ცხოვრება “უკეთესობისკენ” შეცვალა

იანვარი 24, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×