არის ნივთები, რომლებსაც დიდხანს ვუყურებთ და მაინც არ ვყიდულობთ. საყვარელი ბრენდის თმის ნიღაბი, სურნელი, რომელიც ერთხელ გამოსცადე და სამუდამოდ დაგამახსოვრდა, ან სათვალე, რომელიც უკვე რამდენჯერმე მოირგე, მაგრამ ყიდვა ვერ გაბედე. სურვილების სიაში მონიშნულია – ,”სხვა დროს ვიყიდი“.
ჯპს-ის დაბადების დღე სურვილების სიის შემოკლების დროა: 28, 29 და 30 ოქტომბერს ზღარბი ბარათზე არსებული ქულები ორმაგდება. ანუ გაქვს შესაძლებლობა, დაგროვებული ბალანსი იმ პროდუქტებს მოახმარო, რომელთა შეძენასაც განსაკუთრებული შეთავაზების მოლოდინში გადადებდი.
აი, ხუთი იდეა შენი შემდეგი შენაძენისთვის.
- Momcozy – დედების რჩეული ბრენდი

ახალბედა დედის საყიდლების სიაში ბავშვისთვის საჭირო ნივთები ყოველთვის პირველ ადგილზეა, საკუთარი კომფორტი კი ხშირად ცოტა ქვევით ინაცვლებს. არადა, მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურ საქმეს ამარტივებს, სწორედ ის შენაძენია, რომლის სარგებელსაც მომენტალურად აფასებ.
Momcozy-ის ბოთლების სარეცხი მოწყობილობა რეცხვასაც საკუთარ თავზე იღებს და სტერილიზაციასა და გაშრობაზეც თავად ზრუნავს. ბრენდის კომპაქტური რძის გამოსაწველი აპარატები კი მათთვისაა საინტერესო, ვისაც გამოწველის დროს თავისუფლად მოძრაობა სურს.
თუ რომელიმე მათგანს დიდი ხანია არჩევ, გაორმაგებული ქულები მის შეძენასთან კიდევ უფრო დაგაახლოებს. ეს კატეგორია მომავალი დედისთვის საჩუქრისთვისაც გაითვალისწინე და წინასწარ ჰკითხე, რომელი მოწყობილობა სჭირდება ყველაზე მეტად.
- Sol de Janeiro – ბრაზილიური განწყობა და უნიკალური სურნელი
ტანის კრემს ყოველთვის აუცილებლობის გამო არ ვყიდულობთ. ზოგჯერ შხაპის შემდეგ კანზე სასიამოვნო ტექსტურა და საყვარელი სურნელი გვინდა დაგვრჩეს.
Sol de Janeiro სწორედ ასეთი ბრენდია. Brazilian Bum Bum-ის ტანის კრემს შეგიძლია Cheirosa-ს თმისა და ტანის მისტიც შეუხამო. ფისტისა და კარამელის თბილი არომატები თუ გიყვარს, Cheirosa 62-ს გირჩევთ; ყვავილოვანი სურნელების მოყვარულებისთვის კი კოლექციაში სხვა ვარიანტებიცაა.
გაორმაგებული ქულებით შეგიძლია პატარა შეფუთვის ნაცვლად დიდი შეარჩიო ან საყვარელ კრემს ის მისტიც დაუმატო, რომელსაც აქამდე მხოლოდ ტესტავდი.
- კორეული ბრენდები – შენახული ვიდეოებიდან შენს თაროზე გადმოიტანე
თუ თავის მოვლის პროდუქტების შესახებ ვიდეოებს ხშირად უყურებ, რამდენიმე მათგანი შენც გექნება შენახული და ,,ეს მეც უნდა ვიყიდო“ კატეგორიაში გაყვანილი. ჯპს-ის დაბადების დღეზე გირჩევთ, ამ პროდუქტებს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო.
Erborian-ის BB და CC კრემები მათთვისაა საინტერესო, ვისაც კანის მოვლისა და მაკიაჟის ერთ პროდუქტში გაერთიანება მოსწონს. TIRTIR-ის წითელი კუშონი კი შეგიძლია იმ შემთხვევაში გამოიყენო, როცა ტონალურ საშუალებას კომპაქტურ შეფუთვაში ეძებ.
კორეული Elizavecca-ს პროდუქტების საშუალებით თმის მოვლის მოყვარულებსაც ექნებათ საინტერესო არჩევანი გასაკეთებელი: CER-100-ის ხაზში ჩამოსაბანი კრემებიცაა და ისეთი საშუალებებიც, რომლებიც თმაზე უნდა დაიტოვო. ის პროდუქტები აირჩიე, რომლებიც შენს რუტინას აკლია: შენახული რეკომენდაციებიდან ყველაფრის ერთდროულად გამოცდა საჭირო სულაც არ არის.
თმის მოვლის პრემიუმ საშუალების ყიდვას ერთი და იგივე ფიქრი აჩერებს ხოლმე: ,,მოდი, ჯერ რაცKérastase და Olaplex – თმის მოვლის პრემიუმ ბრენდები მაქვს, იმას დავამთავრებ“. მერე სხვა საჭიროება ჩნდება და სასურველი ნიღაბი ისევ სურვილების სიის ბოლოში გადაინაცვლებს.
თუ Kérastase-ს ან Olaplex-ს უკვე დიდი ხანია აკვირდები, გაორმაგებული ქულები სწორედ აქ გამოგადგება. შენი თმის საჭიროებას მოარგე მკვებავი ნიღაბი ან დამატენიანებელი საშუალება, რომელიც სიგლუვესა და ბზინვარებაზე ზრუნავს.
თანაც, მთელი რუტინის შეცვლაც არ გჭირდება. შეიძლება ერთი პროდუქტიც კი საკმარისი აღმოჩნდეს, რომ თმის მოვლისთვის დროის დათმობა არ დაგეზაროს.
5. Ray-Ban – სათვალე, რომელიც ერთხელ მოირგე და არ დაგვიწყებია
კარგად მორგებულ სათვალეს იოლად ცნობ: სარკეში დიდხანს ყურება აღარ გჭირდება იმის გასარკვევად, შენი სახის მოყვანილობას სათვალის ფორმა უხდება თუ არა. მოგწონს, როგორ გამოიყურები, და უკვე ისიც იცი, რასთან ერთად გაიკეთებ.
თუ ასეთი Ray-Ban ჯპს-ში უკვე ნაპოვნი გაქვს, დაბადების დღისთვის შენახულ სიაში ისიც შეიყვანე. და კიდევ, ზაფხულსაც ნუ დაელოდები. გაორმაგებული ქულების გამოყენება შეგიძლია იმ ნივთისთვისაც, რომელსაც შემოდგომის მზიან დღესვე სიამოვნებით მოირგებ.
28, 29 და 30 ოქტომბერი კალენდარში წინასწარ მოინიშნე. მანამდე სასურველი პროდუქტები შეარჩიე და ზღარბი ბარათის ბალანსსაც გადახედე.











