• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

ქართველი დიზაინერი საკუთარ შემოქმედებაში ტრადიციასა და თანამედროვე მოდას აერთიანებს

October 26, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზში, Tranoï-ს შოურუმში წარადგინა. კოლექციის მთავარი შთაგონება აჭარის მთებში მცხოვრები ქალების ტრადიციული ნაქარგები და მათი ხელით შექმნილი, ყვავილოვანი მოტივებია, რომლებიც დიზაინერმა თანამედროვე ქსოვილებში, ფერებსა და სილუეტებში გააცოცხლა.

 

აჭარული ხელსაქმის თანამედროვე მოდასთან შერწყმის შესახებ კოლექციას სტატია Vogue-მ და ZOE Magazine-მაც მიუძღვნეს.

„მნიშვნელოვანი იყო შესაძლებლობა, ჩემი კოლექცია საერთაშორისო პროფესიულ გარემოში წარმედგინა და ბრენდის განვითარებაზე უფრო ფართო პერსპექტივიდან მეფიქრა. სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ შეიძლება შემოქმედებითი იდეა ბრენდის გრძელვადიან განვითარებად იქცეს.

ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ პროფესიულ ურთიერთობებს, გამოცდილების გაზიარებასა და ადამიანებთან დიალოგს. უკვე ვთანამშრომლობ უცხოელ სტილისტებსა და ფოტოგრაფებთან, ხოლო ამერიკაში ჩემი სამოსი არაერთ ცნობილ ადამიანს აცვია.

მინდა, მომავალშიც გავაგრძელო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და ქართული კულტურის შესახებ უფრო მეტ ადამიანს მოვუყვე. აჭარული ნაქარგებით შთაგონებულ კოლექციაზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენი ისტორია და შემოქმედებითი შესაძლებლობა იმალება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში“ – აღნიშნავს თაკო მექვაბიძე.

კოლექციაზე მუშაობისას დიზაინერი აჭარის სოფლებში მცხოვრებ ქალებს შეხვდა, გაეცნო მათ ხელსაქმესა და პირად ისტორიებს. განსაკუთრებული აღმოჩნდა ნაქარგები, რომლებშიც ისინი წარმოსახვით ყვავილებსა და ბუნებაში არარსებულ ფორმებს ქმნიდნენ. თითოეული ნამუშევარი მათი ინდივიდუალური ხედვისა და შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოსტატი დღეს ცოცხალი აღარ არის, მათ მიერ შექმნილი ნაქარგები კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.

თაკო მექვაბიძემ ეს ისტორიული მოტივები საკუთარ დიზაინერულ ენაზე გადაამუშავა და თანამედროვე ქსოვილებში, ფერებსა და სილუეტებში გადაიტანა.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაქარგებთან დიზაინერს პირადი კავშირიც აქვს – ქარგვა რვა წლის ასაკიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, ამ კოლექციაზე მუშაობა მისთვის მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი არ ყოფილა; ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი ფესვების, მშობლიური რეგიონისა და იმ ქალების შესახებ მოეთხრო, რომელთა ხელსაქმემაც მისი შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა.

2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენას წინ უძღოდა ჩვენება აჭარის მთებში, მწვანე ტბასთან. პროექტის ფარგლებში დიზაინერმა მხატვრული ფილმიც გადაიღო, რომლის საშუალებითაც აჭარული ნაქარგების ისტორია და საკუთარ ფესვები მაყურებელს უკეთ გააცნო.

„2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება აჭარის მთებში, მწვანე ტბასთან გავმართე. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ ამ მხარეში შეიქმნა ის ნაქარგები, რომლებმაც კოლექციის შექმნისკენ მიბიძგა. მინდოდა, ეს ყველაფერი იმ გარემოში მომხდარიყო, სადაც კოლექციის ისტორია დაიწყო. ამიტომ გადავწყვიტე, მწვანე ტბასთან არა მხოლოდ ჩვენება გამემართა, არამედ პატარა მხატვრული ფილმიც გადამეღო.

ჩვენებისთვის მუსიკა კახაბერ ცისკარიძემ შექმნა. მასში აჭარული ფოლკლორის მოტივები იგრძნობა და ზუსტად გადმოსცემს იმ განწყობას, რომლის შექმნაც მსურდა. ეს იდეა წლების განმავლობაში გულით დამქონდა და ახლა მისი განხორციელებისა და სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. ჩემი ფესვების ისტორიის მოყოლა ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი პროცესია. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი მისიაცაა.“

 

 

1 of 9
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

 

პარიზში ვიზიტის ფარგლებში თაკო მექვაბიძე The Business of Fashion-ის (BoF) საღამოსაც დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

1 of 5
- +

1.

2.

3.

4.

5.

 

დიზაინერის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციების გაძლიერებასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას უკავშირდება. მთავარი კი ერთია – ბრენდის საერთაშორისო განვითარებასთან ერთად, მის კოლექციებში კვლავაც შენარჩუნდეს ქართული კულტურისა და საკუთარი ფესვების კვალი.

 

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! თაკო მექვაბიძე – ბათუმი მაძლევს ზღვა ენერგიას, ის უდიდესი ინსპირაციაა ჩემთვის…

#OK! 15-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ – თაკო მექვაბიძის ახალი ნაბიჯი სილამაზის ინდუსტრიაში

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში Maybelline-ის გადაღებებზე იმყოფება

#OK! ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკში Maybelline-ის გადაღებებზე იმყოფება

April 28, 2021
#OK! ტეილორ ჰილი “ოსკარ დე ლა რენტას” უახლეს კამპანიაში: მოდელი Andres Linares-ის ობიექტივში

#OK! ტეილორ ჰილი “ოსკარ დე ლა რენტას” უახლეს კამპანიაში: მოდელი Andres Linares-ის ობიექტივში

February 21, 2022
#OK! Street Style: საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან

#OK! Street Style: საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან

November 25, 2021
#OK! Airbag.ge – არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორი

#OK! Airbag.ge – არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორი

February 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯენიფერ ლოურენსმა პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა – რა პროცედურები გაიკეთა მსახიობმა?

#OK! ჯენიფერ ლოურენსმა პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა – რა პროცედურები გაიკეთა მსახიობმა?

November 5, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

November 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები