ჯენიფერ ლოურენსმა პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე გულწრფელად ისაუბრა და დაადასტურა, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მკერდის აწევის ოპერაცია გაიკეთა.

მისი ბოლო გამოჩენის შემდეგ გარეგნობის ცვლილება განხილვის საგანი გახდა – Page Six-ის მიერ გამოკითხული პლასტიკური ქირურგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ლოურენსს სახეზეც ჰქონდეს ჩატარებული გარკვეული პროცედურები, თუმცა თავად მსახიობს მსგავსი ოპერაციები არ დაუდასტურებია.
ლოურენსმა მკერდის ოპერაციის გადაწყვეტილება დედობასა და სხეულში მომხდარ ცვლილებებს დაუკავშირა.
„პირველი ორსულობის შემდეგ თითქმის ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მეორე ორსულობის შემდეგ კი არაფერი დაბრუნებულა“, – აღნიშნა მსახიობმა.


ინტერვიუში ლოურენსმა დედობაზე და იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ სურს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
„მინდა, ლამაზი დედა ვიყო. როდესაც ბავშვები სკოლაში მიმყავს, მინდა, ქალს ვგავდე, რომელსაც ყველაფერი მოწესრიგებული აქვს, მაშინაც კი, როცა სინამდვილეში არაფერი მაქვს მოწესრიგებული“, – თქვა მსახიობმა.
ლოურენსს კოსმეტიკურ პროცედურებზე ადრეც უსაუბრია. მსახიობმა ისიც დაადასტურა, რომ მცირე დოზით ბოტოქსს იყენებს, თუმცა სახის გამომეტყველების შენარჩუნება მისთვის მნიშვნელოვანია. Vogue-თან საუბრისას მან აღნიშნა:
„ძალიან ბევრის გაკეთება არ შემიძლია. სახეს მოძრაობა უნდა შეეძლოს – მცირე დოზით ბოტოქსს ვიკეთებ, მაგრამ ბევრი გამორიცხულია.“

მსახიობის გარეგნობის ცვლილებას პლასტიკური ქირურგებიც გამოეხმაურნენ. ექიმმა სამუელ გოლპანიანმა ვარაუდობს, რომ ლოურენსს შესაძლოა ზედა ქუთუთოების პლასტიკა – ბლეფაროპლასტიკა – და წარბის გარეთა ნაწილის ლიფტინგი ჰქონდეს გაკეთებული. მისი თქმით, ბოლო ფოტოებში მსახიობის თვალები უფრო გახსნილია, გამომეტყველება კი ახალგაზრდული ჩანს.
ასევე დაგაინტერესებთ:











