ფორმულა 1-ის მრბოლელი შარლ ლეკლერი და მისი მეუღლე, ალექსანდრა სენ-მლიო, პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ბიანკა დაარქვეს. სასიხარულო ამბავი მათ სოციალურ ქსელში ერთობლივი პოსტით გააზიარეს და ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნეს.

ბავშვი 3 ნოემბერს დაიბადა. ფოტოს მშობლებმა მოკლე წარწერა დაურთეს: „ბიანკა. 3.11.26“. პოსტს მალევე უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მოჰყვა.


შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სენ-მლიო მიმდინარე წლის თებერვალში, მონაკოში გამართულ პირად ცერემონიაზე დაქორწინდნენ. წყვილმა ნიშნობის შესახებ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა.
ლეკლერი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ცნობილი მრბოლელია. ის 2018 წლიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო ჩემპიონატში ასპარეზობს, 2019 წლიდან კი „ფერარის“ გუნდის წევრია.
ასევე დაგაინტერესებთ:











