20 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონში“, გაიმართება 2026 წლის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი თემაზე: „გაყიდვების ახალი ერა- სტრატეგიები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები“
ფორუმი გააერთიანებს 250-მდე მეწარმეს, ბიზნესლიდერსა და დარგის ექსპერტს და შექმნის ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ბიზნესპარტნიორობის გაცვლის პლატფორმას.

ღონისძიების მთავარი ფოკუსი იქნება თანამედროვე გაყიდვების სტრატეგიები, მომხმარებლის ქცევის ცვლილება, ციფრული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი და ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები.

ფორუმის მიზანია, მეწარმეებს გაუზიაროს პრაქტიკული ცოდნა და თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ გაყიდვების განვითარებაში, ახალი ბაზრების ათვისებასა და ბიზნესშემოსავლების ზრდაში.

20 ნოემბერი, 2026
ბათუმი | სასტუმრო „შერატონი“
09:30–19:00












