• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ძლიერი ლიდერი ძლიერი სკოლისთვის

July 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უწყვეტი პროფესიული განვითარება, ეფექტური კომუნიკაცია და საგანმანათლებლო ლიდერობა – ეს სამი ძირითადი პრინციპი მის ყოველდღიურ საქმიანობას არა რუტინად, არამედ  შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, იქნება ეს კოლეგა მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი. თავად, როგორც პედაგოგი და ამავდროულად, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ქუთაისისა და ბათუმის აღმასრულებელი დირექტორი, ყოველდღიურად არაერთ ადმინისტრაციულ თუ სტრატეგიულ მართვით ფუნქციებს ასრულებს.

და ასე გრძელდება უკვე 25 წელია. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი დღე არ ჰგავდა ერთმანეთს, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი იყო, ისევე როგორც თავად ნათია კილაძეა. ამის დასტურად მისი განათლების, სერტიფიცირების და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციაც საკმარისია. ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა ძალზე საინტერესო. მისი ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილება აღტაცებას იწვევს. შემთხვევითი არც ისაა, რომ საქართველოს საუკეთესო გერმანული ენის მასწავლებლის ტიტულის მფლობელია.

პროფესიულ წარმატებაზე სასაუბროდ OK! ქუთაისი ნათია კილაძეს ესტუმარა.

 

ნათია, უპირველესად გკითხავთ, რამ  განსაზღვრა თქვენი პროფესიული წინსვლა?

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მასწავლებლობასთან ერთად, საგანმანათლებლო ლიდერის გზის არჩევა იყო, რაც ჩემთვის ნიშნავს საერთო ხედვის ჩამოყალიბებას, პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს განვითარების შესაძლებლობა ექნება. ამ ღირებულებებმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა, როგორც პედაგოგისა და შემდგომში სკოლის ხელმძღვანელის. ლიდერობას უკავშირდება ჩემი სადოქტორო კვლევაც, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩემს პროფესიულ და აკადემიურ ფოკუსს.

 

რა გაძლევთ ყოველდღიურ მოტივაციას, ამდენი პასუხისმგებლობის მიუხედავად?

ყოველდღიური მოტივაცია საქმისადმი სიყვარულია, ასევე მოსწავლეები, ძლიერი გუნდი, კოლეგები და ჩემი ოჯახი, რომელიც მუდმივი მხარდაჭერის წყაროა. მოტივაციაა იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები და წვლილი შემაქვს მომავალი თაობის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში. როდესაც სკოლაში შევდივარ და იქ უამრავი მოსწავლის ბედნიერი, გაბრწყინებული სახე მხვდება, ენერგიით ვივსები და მოტივაცია მემატება. როდესაც იაზრებ, რომ ამ ბავშვების ცხოვრების გზის  გზამკვლევი ხდები, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ პროფესია სწორად ავირჩიე.

 

თქვენ ფლობთ „საქართველოს საუკეთესო გერმანული ენის  მასწავლებლის“ ტიტულს. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?

„საქართველოს საუკეთესო გერმანული ენის მასწავლებლის“ ტიტული ჩემთვის არის როგორც მოტივაცია და  პროფესიული აღიარება, ასევე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ამ წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად არ მივიჩნევ. ეს იმ ერთობლივი პროცესის შედეგია, რომელიც, წლების განმავლობაში, მოსწავლეებთან, კოლეგებთან და სკოლის გუნდთან თანამშრომლობით იქმნებოდა.

 

კარიერაში ყოფილა მომენტი, როცა წარუმატებლობამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი გასწავლათ?

პროფესიულ ცხოვრებაში მიღებული თითოეული გამოწვევა ჩემთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელმაც მასწავლა მოთმინება, თვითშეფასება და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ თითოეული გამოწვევა შესაძლებელია გადაიქცეს განვითარების შესაძლებლობად. დღეს კი ჩემს წარმატებებს, დიდწილად, სწორედ ამ გამოცდილებებს ვუმადლი.

 

 

გერმანიაში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში მიღებული გამოცდილებიდან რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?

საზღვარგარეთ მიღებულმა საერთაშორისო გამოცდილებამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნება ნდობას, თანამშრომლობას, თავისუფლებასა და პრაქტიკულ სწავლებას. ამ სისტემებში მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროცესის ცენტრს, ხოლო მასწავლებელი მისი განვითარების მხარდამჭერსა და ფასილიტატორს. ძლიერი სკოლა იქმნება მაშინ, როდესაც მასწავლებელს ენდობიან, მოსწავლეს უსმენენ და სკოლას განვითარების თავისუფლება აქვს.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ქართული განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა?

ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა განათლების თანამედროვე მოთხოვნებთან სრული ადაპტაცია და 21-ე საუკუნის უნარებზე ორიენტირებული სწავლების სრულყოფილი დანერგვაა. აუცილებელია, რომ სკოლამ, არა მხოლოდ ცოდნა გადასცეს მოსწავლეს, არამედ განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი უნარები, ციფრული კომპეტენციები და გლობალური მოქალაქეობის უნარები.

 

რა შეიძლება გადმოვიღოთ ევროპული განათლების მოდელებიდან?

ევროპული განათლების მოდელებიდან  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრირება, პროფესიული განათლების გაძლიერება და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა,  მასწავლებლის პროფესიის მაღალი სოციალური სტატუსი.

 

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ერთი ცვლილება განახორციელოთ საქართველოს განათლების სისტემაში, რა იქნებოდა ეს და რატომ?

საქართველოს განათლების სისტემაში, გავაძლიერებდი მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერების პროფესიული განვითარების სისტემას, რადგან ძლიერი მასწავლებელი და ლიდერი ნიშნავს ძლიერ სკოლას, ხოლო ძლიერი სკოლა  ძლიერ მომავალ თაობას.

 

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები რამდენად ცვლის მოსწავლეების ცხოვრებას?

საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ისინი, არა მხოლოდ ახალ ცოდნას იღებენ, არამედ სწავლობენ დამოუკიდებლობას, კულტურათაშორის კომუნიკაციას, ტოლერანტობას, ლიდერობას  და გლობალურ აზროვნებას. ხშირად, ასეთი გამოცდილება, მათი მომავალი კარიერის განმსაზღვრელიც ხდება.

 

რომ არა განათლება, რომელ სფეროში წარმოიდგენდით საკუთარ თავს?

ალბათ, დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სფეროში წარმოვიდგენდი. ყოველთვის მიზიდავდა საერთაშორისო თანამშრომლობა, დიალოგი და იმ პროცესებში მონაწილეობა, რომლებიც საზოგადოებების განვითარებასა და ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას ემსახურება.

 

 

რომელმა წიგნმა ან ავტორმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

კითხვა ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დედაჩემი ბიბლიოთეკარია და სწორედ ამიტომ, გაკვეთილების შემდეგ ჩემი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი წიგნებთან გავატარე. მიჭირს ერთი კონკრეტული ავტორის ან ნაწარმოების გამორჩევა. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა წიგნი მაძლევდა შთაგონებას, ახალ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ვფიქრობ, წიგნებმა მასწავლეს ის, რაც შემდგომში  პროფესიულ საქმიანობაშიც ძალიან გამომადგა, ადამიანების მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, მეგობრობა, კრიტიკული აზროვნება და მუდმივი პროფესიული  განვითარების სურვილი.

 

როგორ ისვენებთ და რა არის თქვენი ჰობი?

თავისუფალი დრო არც ისე ბევრი მაქვს, თუმცა ყოველთვის ვცდილობ,  ხარისხიანად გავატარო. ჩემი ჰობი მოიცავს წიგნების კითხვას, განსაკუთრებით პროფესიულ და სამოტივაციო ლიტერატურას, ასევე მოგზაურობას, ოჯახთან ერთად დროის გატარებას. თავისუფალ დროს, ასევე  ვუთმობ კერვას, ქარგვასა და ხელსაქმეს. ვფიქრობ, ხელსაქმესა და განათლებას ბევრი საერთო აქვს. ორივე მოითხოვს  სიზუსტეს, შემოქმედებითობასა და სიყვარულს.

 

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი?

როგორც ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს, ბალანსის შესანარჩუნებლად მოძრაობა უნდა გააგრძელო“. სწორედ, ეს მოძრაობა,  განვითარება, უწყვეტი სწავლა,ზრუნვა და ადამიანურ ღირებულებებზე დაყრდნობა, გულწრფელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი. ასევე, ვთვლი, რომ ნამდვილი ლიდერობა სწორედ სხვების გაძლიერებაში გამოიხატება. შესაბამისად, ჩემთვის  მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, მათი წარმატების ხელშეწყობა.

 

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ადამიანს, რა თქმა უნდა, ცხოვრების განმავლობაში ბევრი ოცნება აქვს. ოცნებები ადრეული ასაკიდან იწყება და მთელი ცხოვრება სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ამ ეტაპზე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ოცნებაა, რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი. მჯერა, რომ ბედნიერი ბავშვობა არის ძლიერი პიროვნების, წარმატებული მომავლისა და ჰარმონიული საზოგადოების საფუძველი. ჩემთვის ეს ოცნება მხოლოდ იდეა არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა და მუდმივი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვი როგორც მასწავლებელი და როგორც საგანმანათლებლო ლიდერი.

 

რით ამაყობთ ყველაზე მეტად, ტიტულებით თუ მოსწავლეების წარმატებით?

ნებისმიერი ჯილდო და აღიარება  სასიამოვნოა, ტიტულები პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპებია. ჩემთვის, ყველაზე დიდი სიამაყის წყარო, ჩემი მოსწავლეები არიან. 25 წლიანი პროფესიული განვითარების განმავლობაში მიღებული მაქვს არაერთი  პროფესიული აღიარება, თუმცა ის არასოდეს დგას ჩემი მოსწავლეების წარმატებაზე მაღლა. როდესაც ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები წარმატებულ პროფესიონალებად, ღირსეულ მოქალაქეებად და საზოგადოების აქტიურ წევრებად ყალიბდებიან, ეს ჩემთვის გაცილებით დიდი ბედნიერება და მოტივაციაა. სწორედ ეს არის მასწავლებლის და სკოლის ხელმძღვანელის საქმიანობის ნამდვილი საზომი.

 

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 21, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

December 6, 2021
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

#OK! გაიცანით ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოჯახი

February 20, 2025
#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

August 22, 2026
#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

#OK! ბრედლი კუპერი და მარგო რობი „Ocean’s Eleven“-ის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდნენ

August 22, 2026
#OK! ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში დაბრუნდეს – მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

#OK! ჯონი დეპი შესაძლოა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში დაბრუნდეს – მსახიობთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

August 20, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები