• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს სალომე სამუშიასთან – გოგონა აფხაზეთიდან, რომლის სახელი და გვარი სიკეთესა და ქველმოქმედებასთან ასოცირდება. სტუდენტობის პირველივე წლებიდან დაწყებული დამოუკიდებელი ცხოვრება, პროფესიული განვითარება უცხოეთში, კარიერული წინსვლა, მარტოხელა დედობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ადამიანების დახმარების სურვილი – ეს სალომე სამუშიას ამბავია. ქალის, რომლის შინაგანი სიმტკიცე, დისციპლინა, სიკეთე და ადამიანებისადმი უპირობა სიყვარული სხვებისთვისაც გადამდებია. ის საერთაშორისო ბრიტანულ-არაბული სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესკომპანიის წარმატებული მენეჯერია და ციფრულ სივრცეში ათასობით ქალბატონს საკუთარი ძალების რწმენასა და უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვას შთააგონებს.

 

 

 

რთული დასაწყისიდან საერთაშორისო აღიარებამდე

სალომეს პროფესიული გზა ადრეულ ასაკში, სტუდენტობის პირველივე კურსზე დაიწყო. სტამბაში, ღამის ცვლაში შრომამ მასში ის შინაგანი დისციპლინა ჩამოაყალიბა, რამაც მოგვიანებით გადამწყვეტი როლი ითამაშა მის კარიერაში. აფხაზეთიდან დევნილის სტატუსით, ხშირად ნათხოვარი წიგნებით სწავლის მიუხედავად, მას არასოდეს დაუკარგავს რწმენა, რომ მართალი შრომა აუცილებლად გამოიღებდა დიდ შედეგს. გარდატეხა 2016 წელს მოხდა, როდესაც ემირატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრა. ამ ნაბიჯმა გზა გაუხსნა საერთაშორისო კარიერისკენ – ასისტენტობიდან მაღალი რგოლის მენეჯერობამდე მან რვაწლიანი, დაუღალავი გზა გაიარა. დღეს იგი სრულად დისტანციური მართვის პრაქტიკით ხელმძღვანელობს მსხვილ პროექტებს, რაც საშუალებას აძლევს, კარიერული ზრდა და ოჯახი ჰარმონიულად შეუთავსოს ერთმანეთს.

 

მარტოხელა დედობა, როგორც მთავარი ძალა და მოტივაცია

როგორც აღნიშნავს, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დედობა აღმოჩნდა. განქორწინების შემდეგ, ორი წლის შვილთან, გაბრიელთან ერთად მარტო დარჩენილმა, შეძლო და უდიდესი ტკივილი შინაგან სიმტკიცედ გარდაქმნა.

 

„როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ აღმოაჩენ საკუთარ თავში უსაზღვრო ენერგიას. სამყაროც რომ ინგრეოდეს, ზუსტად ვიცი, რომ შევძლებ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას“.

დღეს გაბრიელი მისი მთავარი შთაგონებაა. სალომე საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალს შეუძლია იყოს წარმატებული პროფესიონალი, საყვარელი დედა და ამავდროულად, აქტიურად დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედებსა და ქალებს საკუთარი ძალების რწმენაში.

 

ციფრული ერა და სოციალური მედიის ფენომენი

სალომესთვის ციფრული ინდუსტრია ამოუწურავი სფეროა.

„33 წლის ასაკშიც ყოველწლიურად სტუდენტი ვარ, რადგან თუ ყოველდღე არ ისწავლი, სიახლეებს და რიტმს ვეღარ დაეწევი“.

სწორედ ამ მიდგომამ გახადა სალომე სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი კრეატორი. მისი პოსტები და ვიდეოები რეკორდულ, ათეულობით ათას ორგანულ ნახვასა და მაღალ ჩართულობას აღწევს. სოციალურ ქსელებში იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს დედობის რუტინას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და პოზიტიურ აზროვნებას. მისი კონტენტის მთავარი ხიბლი უშუალობა და ავთენტიკურობაა. სალომემ შეძლო შეექმნა თბილი, ცოცხალი საზოგადოება, სადაც ათასობით ქალი ყოველდღიურად პოულობს მოტივაციას, მხარდაჭერასა და იმედს.

 

ქველმოქმედება და სამომავლო ოცნებები

მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქველმოქმედო სივრცეს „თბილი სადილი ყველას“, რომელიც 7 000-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. ექვსი წლის განმავლობაში ამ ინიციატივამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. სალომესთვის გავლენა და შესაძლებლობები მხოლოდ პირადი წარმატებისთვის არ არსებობს – იგი მუდმივად ცდილობს საკუთარი რესურსი საზოგადოების სიკეთისთვის გამოიყენოს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სალომეს ოცნებაა საქართველოში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით შექმნას ახალი, განსხვავებული კონცეფციის ბუტიკური ტიპის სასტუმრო პატარა კაფეთი, სადაც სტუმრებს თავად უმასპინძლებს.

 

 

 

წარმატება

სალომე სამუშიას ისტორია არის მკაფიო დასტური იმისა, რომ შრომით, დისციპლინით, ღვთის რწმენითა და ადამიანების სიყვარულით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია.

„ჩემთვის წარმატება, პირველ რიგში, შინაგანი სიმაღლეა – როცა ხარ თავისუფალი, ლაღი და ადამიანებისთვის იმედის სხივი. როდესაც შენს სახელსა და გვარს კარგ ამბებთან აკავშირებენ, სწორედ ეს არის ნამდვილი გამარჯვება“.

 

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა
ინტერვიუ

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეით უინსლეტი 46 წლის გახდა: 7 ყველაზე პოპულარული როლი მსახიობის შემოქმედებიდან

#OK! ქეით უინსლეტი 46 წლის გახდა: 7 ყველაზე პოპულარული როლი მსახიობის შემოქმედებიდან

October 5, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026
#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

#OK! სარა ჯესიკა პარკერის თხოვნით Sex And The City-ის ახალ შემადგენლობას 3 ფერადკანიანი ქალი პერსონაჟი შეუერთდება

May 4, 2021
#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

December 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები