• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ძუძუს კიბო ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დაავადების ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას და ამცირებს მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძუძუს კიბოს სკრინინგს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დაავადება იმ ეტაპზეც გამოვავლინოთ, როდესაც ქალს შესაძლოა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს. ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, თუმცა, ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ოქტომბრის კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ყველა თვე ვარდისფერია, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შეხსენება ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. რა მნიშვნელობა აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგის ეროვნულ პროგრამას და რატომ არის საკუთარი ჯანმრთელობისთვის დღეს გადადგმული ნაბიჯი შესაძლო სიცოცხლის გადამრჩენი გადაწყვეტილება, ამ საკითხებზე გვესაუბრებიან ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ჩარკვიანი.

 

 

 

დესი ბიბილეიშვილი, რადიოლოგი – მამოგრაფიული სკრინინგი და ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ამ დაავადებაზე გამარჯვების შანსია.

მარი სულიკაშვილი, რადიოლოგი – საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს – ზოგჯერ ის ერთი დროული გამოკვლევით იწყება, მაგალითად მამოგრაფიით!

სოფიო ბარბაქაძე, რადიოლოგი – „საკუთარი თავისადმი პატივისცემა ყველაზე მეტად ჯანმრთელობის გაფრთხილებასა და მასზე ზრუნვაში გამოიხატება.

ქეთევან უდესიანი, რადილოგი – შენი ჯანმრთელობა ჩვენი მისიაა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით კი ზრუნავ მათზე, ვისაც ძალიან უყვარხართ.

ხათუნა ანჩაბაძე, რადიოლოგი – მამოგრაფიას შეუძლია გვაჩუქოს დრო, იმედი და ბედნიერი მომავალი. მომავალზე ზრუნვა იწყება დღეს. ჩავიტაროთ მამოგრაფია!

მაკა გიგინეიშვილი, რადიოლოგი – ჩვენთვის,რადიოლოგებისთვის, თითოეული მამოგრაფიული გამოსახულების უკან კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი დგას.

თიკო მამულაშვილი, რადიოლოგი – ჯანმრთელი ცხოვრების წესი არ არსებობს რეგულარული სკრინინგის გარეშე.

ქეთევან ჯორბენაძე, რადიოგრაფერი – ქალბატონებო, ადრეული დიაგნოსტიკა თქვენი სიცოცხლის გადარჩენის გზაა.

თინათინ ქველაძე, რადიოგრაფერი – ქალბატონებო, ნუ დაელოდებით ტკივილს და სიმპტომებს – გამოყავით დრო საკუთარი ჯანმრთელობისთვის!

ხათუნა ციცვიძე, რადიოგრაფერი – ნუ შეგეშინდებათ გამოკვლევის, მამოგრაფია შიშის მიზეზი კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვაა.

მაია მეგენეიშვილი, რადიოგრაფერი – ქალბატონებო, იზრუნეთ საკუთარ თავზე. თქვენ მნიშვნელოვანი ხართ. ჩაიტარეთ სკრინინგი.

დარეჯან სამხარაძე, მამოგრაფერი – ჩემთვის მამოგრაფია მხოლოდ გამოკვლევა არ არის, ეს არის ზრუნვა, ნდობა და სითბო. მინდა თითოეულმა ქალმა თავი მშვიდად და დაცულად იგრძნოს, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა სითბოთი უნდა იწყებოდეს. „ცოტა დისკომფორტი დღეს, მეტი სიმშვიდე ხვალ“.

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი მაშინაც კი, როცა ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს?

თამარ ჩარკვიანი: სკრინინგი მნიშვნელოვანი სწორედ მაშინაა, როცა ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს. სკრინინგის არსი არის უსიმპტომო პირის გამოკვლევა ფარულად მიმდინარე დაავადების გამოსავლენად მანამ, სანამ ეს დაავადება კლინიკურად ამოსაცნობი გახდება. ძუძუს კიბოს განვითარების იმ ეტაპზე გამოვლენა, როცა ის ისეთი მცირე ზომისაა, რომ ხელით არ ისინჯება, რადიკალურად ცვლის მკურნალობის მასშტაბს და გამოჯანმრთელების შანსს. ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობის მასშტაბი – ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, მჭირდროდ არის დაკავშირებული დაავადების ბიოლოგიურ მახასიათებლებსა და სტადიასთან – დაავადების ადგილობრივ და სისტემურ გავრცელებასთან. რაც უფრო ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი დაავადება, მით მცირეა მისი ზომა და ნაკლებად აგრესიული, ნაკლებად მასშტაბური მკურნალობა არის საჭირო. შესაბამისად, ნაკლებია მკურნალობის გვერდითი ეფექტები, დრო, რომელიც მკურნალობაზე იხარჯება, ადამიანური და ფინანსური რესურსები. და ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი – მეტია გამოჯანმრთელების შესაძლებლობა. ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამებმა ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ით შეამცირა.

 

ეთერ კიღურაძე: ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობას და, შესაბამისად, ქალის სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების შანსს. თუმცა მნიშვნელოვანია განვასხვაოთ სკრინინგის უშუალო ამოცანა და მისი საბოლოო მიზანი. სკრინინგის უშუალო ამოცანა დაავადების ადრეული გამოვლენაა, ხოლო ძუძუს სკრინინგის ეროვნული პროგრამის მთავარი, გრძელვადიანი მიზანი – ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. ამ შედეგის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია მიზნობრივი მოსახლეობის პროგრამით მოცვის მაჩვენებელი, რამდენად რეგულარულად მონაწილეობენ ქალები სკრინინგში და რამდენად დროულად ხდება გამოვლენილი ცვლილებების შემდგომი დიაგნოსტიკა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ეროვნული პროგრამის არსებობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი მიღწევაა. როდესაც ქალს შესაძლებლობა აქვს, ფინანსური ბარიერის გარეშე, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ გარემოში მიიღოს ხარისხიანი სკრინინგული მომსახურება, ეს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიაცაა.

 

 

 

 

ვის შეუძლია ეროვნული სკრინინგ პროგრამით სარგებლობა? რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონებში და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით?

ეთერ კიღურაძე: ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ 40-დან 70 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ქალები, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. თბილისში ქალბატონებს შეუძლიათ მიმართონ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალებს ვარკეთილში, გლდანში, დიდუბესა და საბურთალოზე, რეგიონებში კი – სკრინინგის პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დიდ ქალაქებში. იქ, სადაც არ არის კვლევის ჩატარების შესაძლებლობა, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება მობილური გუნდებისა და მამომობილის მეშვეობით, რომელშიც განთავსებულია ციფრული მამოგრაფი. ეს საშუალებას იძლევა, ქალებმა მომსახურება მიიღონ სახლთან ახლოს.

მიუხედავად ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პროგრამაში მონაწილეობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც არასაკმარის ინფორმირებულობასთან, ასევე, სოციალურ თუ ყოველდღიური ხასიათის სირთულეებთან.

 

შეიძლება ითქვას, რადიოლოგები უხილავი გმირები არიან, გვესაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი დაავადების ადრეულ აღმოჩენაში?

თამარ ჩარკვიანი: ძუძუს კიბოს სკრინინგის ძირითადი მეთოდი მამოგრაფიული გამოკვლევაა, რომლის დროსაც მიღებულ გამოსახულებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფასებს ორი რადიოლოგი. ეს კვლევის ხარისხისა და სიზუსტის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. რადიოლოგების როლი უმნიშვნელოვანესია, მათ უნდა ამოიცნონ არა მხოლოდ მცირე ზომის დაზიანებები, არამედ დაავადების ადრეული რადიოლოგიური ნიშნები მანამდეც კი, სანამ ის ფაქტობრივად განვითარდება, სანამ მასად ჩამოყალიბდება. ეს განსაკუთრებულ წვრთნას, ჯიუტ რუტინულ შრომას და დიდ გამოცდილებას ითხოვს. მეორეც – სკრინინგული პროგრამის ფარგლებში მამოგრამების ინტერპრეტაციის („წაკითხვის“) შემდეგ დაახლოებით 30%-ს ესაჭიროება დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს, რა ხასიათისაა მამოგრამაზე ნაპოვნი ცვლილება – ეს ქსოვილის ზედდებაა თუ პათოლოგიური ცვლილება. ამგვარი გამოძახებები ძალიან აშფოთებს პაციენტს. მათი თავიდან არიდება შეუძლებელია, თუმცა მაქსიმალურად ნაკლები და მიზნობრივი უნდა იყოს. ამ ბალანსის დაცვა მაშინ, როცა საქმე ეხება მინიმალურ ცვლილებებს, ძალიან რთულია.

სკრინინგი პირველადი შეფასებაა და გამოვლენილი ცვლილებები ხშირად მხოლოდ დაზუსტებას საჭიროებს. ამიტომ ქალებს არ უნდა შეეშინდეთ დამატებით გამოკვლევაზე გამოძახების, მთავარია, რომ რეკომენდებული კვლევები დროულად ჩაიტარონ. დაზიანების ხასიათის მიხედვით შერჩეული იქნება სათანადო კვლევა. შესაძლოა სკრინინგიული პროგრამის ფარგლებში არსებული კვლევები არ აღმოჩნდეს საკმარისი მამოგრამაზე არსებული ცვლილებების შეფასებისთვის, მაშინ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია პროგრამის ფარგლებს მიღმა არსებული დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად – მამოგრაფია ტომოსინთეზით, სტერეოტაქსული ბიოფსია მამოგრაფიული მართვით, ქორბიოფსია ულტრაბგერითი მართვით, მრტ ან კონტრასტული მამოგრაფია, მამოლოგის კონსულტაცია სპეციალიზებულ კლინიკაში.

 

 

როგორია პროგრამის შედეგები და რა კეთდება ქალების ცნობიერების ასამაღლებლად?

ეთერ კიღურაძე: სკრინინგის პროგრამის რეალური წარმატება განისაზღვრება იმით, თუ რამდენ ქალამდე აღწევს ეს შესაძლებლობა და რამდენად სრულყოფილად მუშაობს მთელი პროცესი, რადგან დროულად ჩატარებულ სკრინინგს შეუძლია არსებითად შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა. სწორედ აქეთაა მიმართული ყველა ჩვენი მცდელობა. თუ რამდენ ადამიანს მოიცავს ეს პროგრამა, სწორედ ამ მაჩვენებლის თითოეული მომატებული პროცენტის უკან ათასობით გადარჩენილი სიცოცხლეა.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და პროფესიულ განვითარებაზე, რაც ხარისხიანი სკრინინგული მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საფუძველია. ამავდროულად, აქტიურად ვართ ჩართული საინფორმაციო კამპანიებში და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობასა და საკომუნიკაციო პლატფორმას, რათა მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სკრინინგული პროგრამების მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ.

ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია თანამშრომლობის გაძლიერება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებთან. ასევე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ჩართულობა, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსახლეობის სკრინინგში მონაწილეობის წახალისებასა და შემდგომში სკრინინგული სტატუსის მონიტორინგში.

ამასთან, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ვმუშაობთ მოსახლეობის პერსონალური მოწვევის სისტემის დანერგვაზე, რაც ორგანიზებული სკრინინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ქვეყანაში პროგრამებით მოცვის მაჩვენებლების გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

 

 

რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც შიშის ან სხვა მიზეზის გამო ძუძუს სკრინინგს მუდმივად გადადებენ?

თამარ ჩარკვიანი: შიში ხელს გვიშლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რისი გვეშინია. ძირითადად – ცხოვრების რუტინის დარღვევის, რაც გასაგებია და არავისთვისაა უცხო. თუმცა უნდა ვცადოთ და დავძლიოთ ეს შიში. სკრინინგული პროგრამისა და მკურნალობაში სახელმწიფო მხარდაჭერის არსებობა სწორედ იმისთვისაა, რომ ნაკლებად გვეშინოდეს პრობლემების წინაშე მარტო დარჩენის. მთავარია გავბედოთ.

ეთერ კიღურაძე: ქალებს ვეტყოდი: თქვენი შიში გასაგებია. ზოგჯერ ადამიანს თავად გამოკვლევის კი არა, შესაძლო პასუხის ეშინია, მაგრამ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ გამოკვლევის გადადება შესაძლო პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით, შესაძლოა დაგვაკარგვინოს დრო, რომელიც განსაკუთრებით ღირებულია დაავადების ადრეული გამოვლენისა და მკურნალობისთვის.

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ დროს ვუთმობთ ოჯახს, სამსახურს, სხვა ადამიანებზე ზრუნვას. მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობაც იმსახურებს ადგილს ჩვენს გეგმებში.

მნიშვნელოვანია, მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მივიღოთ დღეს!

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე
OK! Doctors

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა
OK! Doctors

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ იყო ჟიზელ ბიუნდჰენი საკუთარი ქორწინებით უკმაყოფილო? სუპერმოდელის მეუღლე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა!

#OK! რატომ იყო ჟიზელ ბიუნდჰენი საკუთარი ქორწინებით უკმაყოფილო? სუპერმოდელის მეუღლე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა!

August 11, 2021
#OK! „ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს და ყველას თავისი ცხოვრება აქვს“ – გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს დაშორდა!

#OK! „ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს და ყველას თავისი ცხოვრება აქვს“ – გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს დაშორდა!

June 28, 2023
#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

December 2, 2021
#OK! ნებულა – პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბი რეგიონში

#OK! ნებულა – პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბი რეგიონში

September 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

November 21, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები