• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დამოკიდებულების დაძლევის გზაზე, სამედიცინო დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, უსაფრთხო გარემოსა და ინდივიდუალურ მიდგომას. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება კლინიკა „მეტამორფოზის“ კონცეფცია, რომლის მიზანიც პაციენტებისთვის არა მხოლოდ მკურნალობის პროცესის უზრუნველყოფა, არამედ ხანგრძლივი ცვლილებებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების ხელშეწყობაა. კლინიკის დამფუძნებელი და მთავარი ექიმი ირინა ლომიძე მიიჩნევს, რომ გამოჯანმრთელების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული სამედიცინო დახმარება, ისე პაციენტის მზაობა, ოჯახის ჩართულობა და მხარდამჭერი გარემო.

OK!-სთან ინტერვიუში ის საუბრობს „მეტამორფოზის“ შექმნის იდეაზე, მკურნალობის თავისებურებებზე, დამოკიდებულების შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და კლინიკის სამომავლო გეგმებზე.

 

ქალბატონო ირინა, რა იყო მთავარი მიზეზი და მოტივაცია, რის გამოც „მეტამორფოზის“ დაარსება გადაწყვიტეთ?

„მეტამორფოზა“ არის სივრცე, სადაც უნიკალური სამედიცინო მიდგომების გარდა არის სრულად ჰარმონიული გარემო პაციენტის სრული კომფორტისა და სიმშვიდისთვის. მოგეხსენებათ, რომ დამოკიდებული ადამიანისთვის საკმაოდ რთული და სტრესული პროცესია დეტოქსიკაცია, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს ამ პროცესში. სამედიცინო სერვისის გარდა პაციენტს ესაჭიროება ფსიქოლოგიური თუ მორალური მხარდაჭერა, რაც ჩვენს კლინიკაში ხორციელდება მაღალპროფესიულ დონეზე.

ბუნებაში მეტამორფოზის პროცესის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ როგორ გარდაიქმნება ჭია – ჭუპრად, ხოლო შემდეგ – პეპლად. ჩვენი სახელის იდეა და კონცეფციაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება –   როგორ შეუძლია ადამიანს გარდაქმნის შედეგად შექმნას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პაციენტის სურვილი და მზადყოფნა მკურნალობის პროცესში?

მკურნალობის პროცესში პაციენტის სურვილი და მზადყოფნა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ რთული გზის დაწყება საკმაოდ დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს პაციენტის მხრიდან.

 

როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი „მეტამორფოზაში“ და რა ეტაპებს გადის პაციენტი?

პაციენტის კლინიკაში მოთავსება მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შედეგად ხდება, სწორედ კონსულტაციისას განისაზღვრება კონკრეტული საჭიროებები. ტარდება ლაბორატორიული კვლევები, დგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. დეტოქსიკაციის პროცესის გავლის პარალელურად დამოკიდებულების კონსულტანტი მუშაობს პაციენტებთან, ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან დამოკიდებულება არის დაავადება, რომელიც ბიოლოგიური ნაწილის გარდა მოიცავს ფსიქოლოგიურ, სულიერ და სოციალურ ასპექტებს.

 

 

რა როლი აქვთ ოჯახის წევრებს დამოკიდებული ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესში?

დამოკიდებულება ყველაზე ოჯახური დაავადებაა და ამ დაავადებაზე მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობაც. ჩვენს კლინიკაში კვირაში ერთხელ ტარდება ოჯახის წევრებთან შეხვედრა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დაავადების შესახებ.

 

რას მოიცავს „მეტამორფოზაში“ იმუნოსტიმულაციისა და კვებითი დეტოქსიკაციის მიმართულებები?

დღევანდელ გარემოში, როდესაც ჰაერიც კი დაბინძურებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საკვებ პროდუქტებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმს მივეხმაროთ სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ასე რომ, არა მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანებში, არამედ, ზოგადად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია დეტოქსიკაციისა და იმუნოსტიმულაციის პროცესი.

 

თქვენი მიდგომა პაციენტის მიმართ რით განსხვავება სხვა ნარკოლოგიური კლინიკებისგან?

„მეტამორფოზაში“ სხვა დანარჩენი ნარკოლოგიური კლინიკებისგან განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს მკურნალობა. ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე ხდება ორგანიზმის უჯრედულ დონეზე წმენდა. მთავარი მიმართულება არის ის, რომ ორგანიზმი სრულად გათავისუფლებული იყოს ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებისგან.

 

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

ამ სფეროში ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ ინდუსტრიის ფლაგმანი – ეტალონი, რომელიც ახალ თამასას აწესებს პაციენტზე ორიენტირებული, ღირსებაზე დაფუძნებული მკურნალობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სტიგმის მსხვრევა, რათა დამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები აღიქმებოდეს როგორც სამედიცინო-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არა პიროვნული ნაკლი.

გვსურს „მეტამორფოზა“ იყოს ნდობისა და იმედის მთავარი სივრცე, სადაც ადამიანები იღებენ სრულ კონფიდენციალურობასა და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენი აქცენტი არა მოკლევადიან შედეგებზე, არამედ ხანგრძლივ, მდგრად პიროვნულ ტრანსფორმაციასა და საზოგადოებაში ჯანსაღ რეინტეგრაციაზეა დაფუძნებული. საბოლოო ჯამში, ჩემი სურვილია, ჩვენი კლინიკა გახდეს ბრენდი, რომელიც ასოცირდება შინაგან თავისუფლებასთან, ახალ დასაწყისსა და სიცოცხლის ხარისხის ფუნდამენტურ გაუმჯობესებასთან.

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: Sanoma.contentstudio

ასევე გაეცანი

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა
OK! Doctors

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026
#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა
OK! Doctors

#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

September 5, 2022
#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

June 10, 2022
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

March 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები