• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – პროფესიონალთა გუნდი და პაციენტზე ზრუნვა

November 21, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი – ბაქტერიოფაგის კლინიკა – უნიკალური სამედიცინო დაწესებულებაა, რომლის საქმიანობაც გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვან სამეცნიერო მემკვიდრეობასა და მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებას ეფუძნება. დღეს ცენტრი ფაგოთერაპიის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებით გამორჩეული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიმართავენ პაციენტები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქრონიკული, მორეციდივე და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების მართვას – შემთხვევებს, როდესაც მკურნალობა ხშირად კომპლექსურ და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ფაგოთერაპია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული მიმართულებაა, რომელიც ბაქტერიოფაგების – ე.წ. კეთილი ვირუსების სამკურნალო პოტენციალს იყენებს. მათი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი კონკრეტულ ბაქტერიებზე შერჩევითად მოქმედებენ და ანადგურებენ მათ, რაც ორგანიზმის სასარგებლო მიკროფლორის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.

ფაგოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მკურნალობის ინდივიდუალურად დაგეგმვის შესაძლებლობაა. ფაგური პრეპარატი შეირჩევა ბაქტერიოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომლის დროსაც დგინდება ინფექციის გამომწვევი ბაქტერია და მოწმდება, რომელი ბაქტერიოფაგია მის წინააღმდეგ ეფექტური. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი გლობალური გამოწვევის ფონზე და ფაგოთერაპიას კომპლექსური მკურნალობის მნიშვნელოვან კომპონენტად წარმოაჩენს.

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი მულტიდისციპლინური გუნდია. კლინიკაში სხვადასხვა სპეციალობის გამოცდილი ექიმები მუშაობენ: პედიატრიის, შინაგანი მედიცინის, უროლოგიის, გინეკოლოგიის, ქირურგიის, ოტორინოლარინგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებებით. თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და სპეციალისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასებისა და ინდივიდუალური სამკურნალო სტრატეგიის შემუშავების საფუძველს ქმნის.

ცენტრის საქმიანობა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, პროფესიულ კონფერენციებში მონაწილეობა, კვლევითი აქტივობა და დაგროვილი კლინიკური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფაგოთერაპიის განვითარებასა და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში მისი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციისა და თანამედროვე კლინიკური მიდგომების ერთიანობა ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.

ცენტრის გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების მკურნალობა, არამედ პაციენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, პროფესიული პასუხისმგებლობა და სამედიცინო ცოდნის მუდმივი განვითარება.

 

დავით სტურუა, დირექტორი:

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი ჩემთვის მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ქართული მეცნიერების საუკუნოვანი გამოცდილება თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებს უკავშირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, პაციენტებს შევთავაზოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება და ხელი შევუწყოთ ფაგოთერაპიის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. დღეს ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან, რაც ქართული ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს. მჯერა, რომ ფაგოთერაპიას მნიშვნელოვანი ადგილი შეუძლია დაიკავოს თანამედროვე მედიცინაში, განსაკუთრებით ანტიბიოტიკორეზისტენტობის მზარდი გამოწვევების ფონზე. ჩვენი განვითარების საფუძველი პროფესიონალი გუნდია. სწორედ ამ ადამიანების ცოდნა, გამოცდილება და საქმისადმი პასუხისმგებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ კლინიკა, დავნერგოთ ახალი მიდგომები და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო დაწესებულება, სადაც სამეცნიერო გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა ერთიანდება.

 

დეა ნიჟარაძე, მთავარი ექიმი:

უკვე 15 წელია, ფაგოთერაპიის კლინიკის მთავარი ექიმი ვარ. ამ წლების განმავლობაში ჩემთვის ეს საქმიანობა გაცილებით მეტი გახდა, ვიდრე პროფესიული მოვალეობა – ეს არის საქმე, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ვემსახურები. ფაგოთერაპია ქართული მედიცინის უნიკალური სამეცნიერო მემკვიდრეობაა და ჩემთვის დიდი პატივია, ვხელმძღვანელობდე გუნდს, რომელიც ამ გამოცდილების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება. განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ იმ გზას, რომელიც ჩვენმა გუნდმა – ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანადგომით გაიარა. ჩვენი სამეცნიერო ნაშრომები რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალებში, ჩვენი საქმიანობით ინტერესდებიან უცხოური ტელეკომპანიები, ხშირად გვიწვევენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სადაც გვიცნობენ და გვაფასებენ, როგორც ფაგოთერაპიის მნიშვნელოვანი კლინიკური გამოცდილების მქონე სამედიცინო გუნდს. თუმცა, ყველა მიღწევის მიღმა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ყველაზე ღირებული მაინც პაციენტის ნდობა და მადლიერებაა. სწორედ ეს მაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას და მახსენებს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ბედნიერებაა, იყო ექიმი.

 

ლია ნადარეიშვილი, ექიმი თერაპევტი:

ჩემი პროფესია მუდმივი აღმოჩენების გზაა. მედიცინა ჩემთვის ყოველთვის ადამიანებთან ურთიერთობას, მათ დახმარებასა და რთულ კითხვებზე პასუხების ძიებას უკავშირდებოდა. ექიმად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, უკვე 15 წელია, ჩემი პროფესიული ცხოვრება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრსა და გ. ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს უკავშირდება. ფაგოთერაპიაში მუშაობამ საშუალება მომცა, უშუალოდ შევხებოდი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას და ამ პრობლემის დაძლევაში ფაგოთერაპიის შესაძლებლობებს. ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა მიკრობიომი, განსაკუთრებით ნაწლავის მიკრობიომის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ფაგოთერაპიის პოტენციალი ამ მიმართულებით. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ მომენტებს, როდესაც ვხედავ, რომ პაციენტებს რთული პრობლემების დაძლევაში ვეხმარებით. ამასთან, მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობა და ჩვენი გამოცდილების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გაზიარება. მჯერა, რომ პაციენტების დახმარება და ახალი ცოდნის შექმნა ერთი საერთო მიზნის – ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის – განუყოფელი ნაწილია. სწორედ აღმოჩენების, მუდმივი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა მაძლევს მე და ჩვენი კლინიკის მაღალპროფესიულ გუნდს მოტივაციას, გავაგრძელოთ მუშაობა და ფაგოთერაპიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

 

მარიამ დადიანი, ექიმი თერაპევტი:

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში ჩემი პროფესიული გზა 2018 წელს, სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, უმცროსი ექიმის პოზიციიდან დაიწყო. მას შემდეგ ფაგოთერაპია ჩემი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. უკვე რვა წელია, ჩართული ვარ ქართველი და უცხოელი პაციენტების ქრონიკული და ხშირად ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში. ამ პერიოდში ვიმუშავე მრავალფეროვან, რთულ და იშვიათ კლინიკურ შემთხვევებზე, რამაც დიდი პროფესიული გამოცდილება შემძინა. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიული ცენტრი წლებია ეხმარება პაციენტებს, ვისთვისაც სტანდარტული მკურნალობის მეთოდები ყოველთვის საკმარისი არ არის. ჩვენი საქმიანობა ელიავას ინსტიტუტის საუკუნოვან სამეცნიერო გამოცდილებას ეფუძნება, რომელსაც ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ვიყენებთ. პაციენტებთან მუშაობის პარალელურად, აქტიურად ვარ ჩართული ფაგოთერაპიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ცენტრის საერთაშორისო საქმიანობაში. რეგულარულად ვმონაწილეობ საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც კლინიკის გამოცდილებასა და მუშაობის შედეგებს წარმოვადგენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ გზით უფრო მეტმა ექიმმა და პაციენტმა გაიგოს ფაგოთერაპიის შესაძლებლობების შესახებ, გაღრმავდეს საერთაშორისო თანამშრომლობა და მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაბამის მკურნალობაზე წვდომა. ფაგოთერაპიის სფეროში მუშაობა ჩემთვის მხოლოდ პაციენტების ყოველდღიური მკურნალობა არა, ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო იმ მიმართულების განვითარებაში, რომელსაც ანტიბიოტიკორეზისტენტობის მზარდი პრობლემის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

ირმა თედორაძე, გინეკოლოგი:

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ბაქტერიული ვაგინოზია. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია საშოს ბუნებრივი მიკროფლორის ბალანსის დარღვევასთან და ხშირად ქალებისთვის საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს. ჩემთვის, როგორც გინეკოლოგისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა თავისუფლად შეძლოს საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი. ხშირად ქალები გარკვეული სიმპტომების გამო ექიმთან ვიზიტს აყოვნებენ, თუმცა დროული კონსულტაცია და სწორი დიაგნოსტიკა პრობლემის ეფექტურად მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბაქტერიული ვაგინოზის შემთხვევაში აუცილებელია თითოეული პაციენტის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასება, რადგან სიმპტომები, გამომწვევი ფაქტორები და დაავადების მიმდინარეობა შესაძლოა განსხვავებული იყოს. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში ჩვენი მიდგომა სწორედ პაციენტის საჭიროებებზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული ჩივილების შეფასება და მკურნალობა, არამედ პაციენტისთვის მისი მდგომარეობის გასაგებად ახსნა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემაც. მჯერა, რომ წარმატებული მკურნალობის საფუძველი ექიმისა და პაციენტის ურთიერთნდობა, სწორი დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მიდგომაა. ჩემი მიზანია, თითოეულმა ქალმა იგრძნოს, რომ მისი ჯანმრთელობა, კომფორტი და ცხოვრების ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

 

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

 

ასევე გაეცანი

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე
OK! Doctors

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026
#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა
OK! Doctors

#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

September 5, 2022
#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

June 10, 2022
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

March 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები