• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მედიცინაში პროფესიული გზა ხშირად მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და მნიშვნელოვანი ადამიანების რჩევებით იცვლება. ზოგჯერ სპეციალობას თავად ექიმი ირჩევს, ზოგჯერ კი პროფესიული გამოცდილება და სხვადასხვა გარემოება სრულიად ახალ მიმართულებას აჩენს. რადიოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მუდმივად განვითარებადი დარგია, რომლის შესაძლებლობებმაც დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესი მნიშვნელოვნად გააფართოვა. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რადიოლოგიური კვლევების სწორად შერჩევა, ექიმებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და პაციენტების სათანადო ინფორმირებულობა.

ნიკოლოზ საინიშვილის, რადიოლოგის, პროფესიული გზა ნეიროქირურგიით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით რადიოლოგია მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებად იქცა. ის ლიცენზირებულია რამდენიმე სამედიცინო მიმართულებაში, კერძოდ, რადიოლოგიაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაში, ასევე ნეიროქირურგიაში. არის ევროპის რადიოლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციების, ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციისა და სხვა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების წევრი. ამასთან, მისი სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა 30-40 სამედიცინო პუბლიკაციას აერთიანებს. პროფესიული გზის, რადიოლოგიის განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ, OK!-სთან, ინტერვიუში ნიკოლოზ საინიშვილი საუბრობს.

 

 

 

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?

სამედიცინო ინსტიტუტი, როგორც მაშინ ერქვა, 1993 წელს დავამთავრე და იმავე წელს ჩემთვის საოცნებო ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მოვხვდი, რომელსაც პროფესორი მიხეილ ჭელიშვილი ხელმძღვანელობდა. ახლაც, ნებისმიერ საუბარში, როდესაც სახელისა და რეგალიების გარეშე უბრალოდ „შეფს“ ვახსენებ, სწორედ ბატონ მიშას ვგულისხმობ. ბატონი მიშა იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემი პროფესიული განვითარების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 90-იან წლებში, ბნელ და მშიერ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება იყო, ნეიროქირურგია ჩემი ენთუზიაზმისა და პროფესიული მოტივაციის მთავარი წყარო გახდა. მიუხედავად იმდროინდელი სირთულეებისა, ამ სფეროში მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებულ გამოცდილებასა და განვითარების შესაძლებლობას უკავშირდებოდა.

 

რატომ აირჩიეთ რადიოლოგია და არა მედიცინის სხვა სფერო?

რადიოლოგია არ ამირჩევია, მან თავად ამირჩია. 2001 წელს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში რადიოლოგიის მთავარი სახე ბატონი ფრიდონ თოდუა გახლდათ, ის ჩემი თაობის, ჩემზე უფროსი და გაცილებით უმცროსი ექიმების მასწავლებელი და მენტორი იყო. სწორედ ბატონმა ფრიდონმა მირჩია რადიოლოგიაში გადასვლა. მისი სიტყვები დღემდე კარგად მახსოვს: „თუ სარკეში იაშარგილს (თანამედროვე მიკრონეიროქირურგიის ფუძემდებელსა და ლეგენდას) ვერ ხედავ, გადმოდი რადიოლოგიაში, უფრო სასარგებლო იქნებიო“. სარკეში მხოლოდ ნიკა საინიშვილს ვხედავდი, ამდენად, დავფიქრდი და დავუჯერე. ეს რჩევა ჩემთვის  გარდამტეხი აღმოჩნდა. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ახალ სპეციალობასთან, რომელმაც საბოლოოდ ჩემი პროფესიული საქმიანობის მიმართულება განსაზღვრა.

 

 

 

პროფესიულ გზაზე რომელი ეტაპი აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდი აღმოჩნდა – დრო, როდესაც ვცდილობდი, ორივე სპეციალობაში ბოლომდე დამეხარჯა საკუთარი შესაძლებლობები და არც ერთი მიმართულებისთვის დამეთმო ნაკლები დრო თუ ენერგია. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობა დიდ ძალისხმევას, დროსა და მუდმივ ჩართულობას მოითხოვდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად ჩემმა ოჯახმა იზარალა, პრაქტიკულად, სახლში მისვლასაც ვერ ვახერხებდი. ალბათ, საკუთარ ჯანმრთელობასაც სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობდი – მგონი, საერთოდ არ მეძინა. თუმცა ეს ეტაპი ჩემი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

 

რა გამოწვევებს აწყდებით პროფესიული საქმიანობისას და როგორ უმკლავდებით მათ?

პროფესიული საქმიანობისას რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას ვაწყდებით – მათ შორისაა არასაკმარისი ინფორმაცია, კოლეგებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა და პაციენტების არასაკმარისი ჩართულობა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებში, რაც ხშირად სწორედ ინფორმაციის დეფიციტით არის განპირობებული. ასევე, პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო საკითხებსა და, ზოგადად, ადამიანის ანატომიაში საზოგადოების განათლების არასაკმარისი დონე.

ეს გარემოებები გარკვეულ სირთულეებს ქმნის როგორც პაციენტთან ურთიერთობის, ისე სამედიცინო პროცესის სწორად წარმართვისას. მნიშვნელოვანია, პაციენტს ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ესმოდეს, რატომ არის კონკრეტული კვლევა ან სამედიცინო ჩარევა საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია ექიმებს შორის სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა. ვცდილობთ, აღნიშნულ გამოწვევებს მშვიდად, კოლეგიალურად და კორექტულად გავუმკლავდეთ.

 

რა შემთხვევაშია აუცილებელი რადიოლოგიური კვლევის ჩატარება?

რადიოლოგიური კვლევის ჩატარება აუცილებელია მაშინ, როდესაც დიაგნოზის დასმა გამოსახულებითი კვლევის მეთოდებს მოითხოვს და ექიმს კონკრეტული კლინიკური შეკითხვა აქვს. კვლევა ექიმს ეხმარება საჭირო ინფორმაციის მიღებასა და პაციენტის მდგომარეობის უკეთ შეფასებაში. ასევე, კვლევა შეიძლება ჩატარდეს თავად პაციენტის ინიციატივით, პრევენციული მიზნებისთვის. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კვლევის საჭიროების სწორად განსაზღვრა. რადიოლოგიური კვლევა არ უნდა იყოს თვითმიზანი – მისი ჩატარების გადაწყვეტილება კონკრეტულ საჭიროებასა და მიზანს უნდა ემყარებოდეს.

 

როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ რადიოლოგიის სფერო და რა ახალი შესაძლებლობები გაჩნდა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით?

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ რადიოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და დიაგნოსტიკის შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელმაც სკრინინგის გაფართოებისა და პროფილაქტიკური კვლევების დიაპაზონის გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევების გამოყენების არეალს აფართოებს და ამ მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს აჩენს. შედეგად, სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე მედიცინის საჭიროებებს უფრო მეტად ერგება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების სწორად გამოყენება და მათი შესაძლებლობების ეფექტიანად ათვისება.

 

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც პაციენტები რადიოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით უშვებენ?

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც პაციენტები უშვებენ, კვლევების თვითნებურად დანიშვნაა. ხშირად ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი რადიოლოგიური კვლევის ჩატარებას შესაბამისი საჭიროება და საფუძველი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ კვლევის ჩატარება არ ნიშნავს, რომ პაციენტი აუცილებლად მიიღებს მისთვის საჭირო პასუხს ან სწორად შეაფასებს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, კვლევის შერჩევა კონკრეტულ კლინიკურ საჭიროებას შეესაბამებოდეს. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, მივყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება მის პროფესიულ შეფასებას დავაფუძნოთ.

 

რას ურჩევდით ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც  რადიოლოგიის მიმართულებით პროფესიულ გზას დღეს იწყებენ?

ახალგაზრდა რადიოლოგებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება დაუთმონ ინტერვენციულ რადიოლოგიას, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამისთვის საკმარისი ქირურგიული უნარები აქვს და აქტიურად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგი მსახური და ამასთანავე – ძალიან ცუდი ბატონია.

 

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე
OK! Doctors

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

November 20, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები
OK! Doctors

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების  მთავარი ღირებულება
OK! Doctors

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულება

November 20, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

July 27, 2026
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

June 28, 2024
#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

September 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები