• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულება

November 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რა არის Wellness? ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა თუ თანამედროვე ადამიანის ახალი პრიორიტეტი? შეიძლება ითქვას, რომ Wellness სამივე კომპონენტს აერთიანებს, ის მოიცავს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, შინაგან ბალანსს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს არის გააზრებული მიდგომა, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებაა. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება სალომე ყვავილაშვილი, Wellness & SPA ექსპერტი, საქართველოს ფიზიკური მედიცინის, ბალნეოლოგიისა და კურორტოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის ბალნეოლოგიური SPA კურორტის აღმასრულებელი დირექტორი (CEO). სალომესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრადიციული ბალნეოლოგიისა და კურორტული მედიცინის თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებთან გაერთიანებას, საქართველოს უნიკალური ბუნებრივი რესურსების პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.

 

 

სალომე ყვავილაშვილი: ჩემთვის Wellness & SPA ყოველთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ დასვენებასა და ესთეტიკურ პროცედურებს. ეს არის სფერო, სადაც ერთმანეთს ხვდება ჯანმრთელობა, მეცნიერება, ბუნებრივი რესურსები და ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა.

ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში განსაკუთრებით დამაინტერესა ტრადიციული ბალნეოლოგიისა და კურორტული მედიცინის თანამედროვე Wellness კონცეფციებთან დაკავშირებამ. საქართველოში ამ მიმართულებით დიდ პოტენციალს ვხედავ. გვაქვს უნიკალური ბუნებრივი რესურსები და კურორტული კულტურა, რომელთა განვითარებას თანამედროვე ხედვა, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული სტანდარტები სჭირდება. სწორედ ამ შესაძლებლობებმა განსაზღვრა ჩემი პროფესიული ინტერესები და მიზნები.

 

რა არის Wellness და რატომ გახდა ის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების აუცილებელი ნაწილი? რა როლი აქვს მას შინაგანი ბალანსის, მენტალური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში?

 

Wellness მხოლოდ SPA პროცედურები და რელაქსაცია არ გახლავთ, ეს არის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ბალანსს.

თანამედროვე ცხოვრების რიტმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრესის მართვას, ხარისხიან ძილს, ფიზიკურ აქტივობასა და აღდგენას. სწორედ ამიტომ Wellness სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება პრევენციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ხანგრძლივობის Healthy Longevity-ის კონცეფციას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია The Science of Wellness – მიდგომა, რომელიც კეთილდღეობას არა მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებით, არამედ, სადაც შესაძლებელია, მეცნიერულად გაზომვადი შედეგებითაც აფასებს.

 

 

ხშირად Wellness ფუფუნებასთან ასოცირდება. რეალურად, შესაძლებელია თუ არა ჯანსაღი და დაბალანსებული ცხოვრების წესი ძვირადღირებული პროცედურების გარეშე?

რა თქმა უნდა. Wellness, პირველ რიგში, ცხოვრების კულტურაა და არა ფუფუნების სინონიმი. მისი საფუძველია ყოველდღიური ჩვევები: მოძრაობა, ხარისხიანი ძილი, დაბალანსებული კვება, სტრესის მართვა და დასვენებისთვის დროის გამოყოფა. SPA და Wellness ცენტრები ამ პროცესში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ პრემიუმ სეგმენტით არ უნდა შემოიფარგლოს. ჩემთვის წარმატებული Wellness კონცეფცია აერთიანებს ხარისხს, უსაფრთხოებას, პროფესიონალიზმსა და ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

 

 

რამდენად მნიშვნელოვანია ბალნეოლოგია და ბუნებრივი სამკურნალო რესურსები თანამედროვე Wellness კულტურაში?

ბალნეოლოგია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ჩვენი მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახი და კლიმატური რესურსები თანამედროვე Wellness, Medical SPA  კურორტული მიმართულებების განვითარების დიდ შესაძლებლობას ქმნის. ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია სწორად შექმნილი კონცეფცია, პროფესიული გუნდი, უსაფრთხოების სტანდარტები და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომები.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი პროფესიული ხედვაა, რომ Longevity კლასიკური ბალნეოლოგიისა და კურორტული მედიცინის თანამედროვე ენაა. მათ აერთიანებთ საერთო მიზნები, ჯანმრთელობის შენარჩუნება, ფუნქციური შესაძლებლობების მხარდაჭერა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მჯერა, რომ ტრადიციული რესურსებისა და თანამედროვე მეცნიერების გაერთიანება საქართველოს Wellness ინდუსტრიის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

 

 

რა მნიშვნელოვანი ცვლილებების დანახვა გსურთ Wellness ინდუსტრიაში უახლოეს წლებში და რა არის თქვენი სამომავლო პროფესიული მიზანი?

მინდა, საქართველოში Wellness & SPA ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სადაც მთავარი იქნება არა მხოლოდ ლამაზი სივრცე და მრავალფეროვანი პროცედურები, არამედ პროფესიონალურად შექმნილი კონცეფცია, მომსახურების ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები.

თანამედროვე Wellness ცენტრის წარმატებას განსაზღვრავს მისი იდეა, მომხმარებლის გამოცდილება, პროფესიული გუნდი და მომსახურების სწორი მოდელი. მსურს, საქართველოში უფრო მეტი პროფესიულად გამართული, გამორჩეული და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი Wellness სივრცე შეიქმნას.

 

 

 თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე ზრუნვისას?

ჩემთვის Wellness-ის მთავარი პრინციპი ბალანსია. საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა იქცეს რთული წესების ერთობლიობად ან დამატებით ვალდებულებად, ის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს. პროფესიული დატვირთვის ფონზე განსაკუთრებით კარგად ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია მუშაობასა და აღდგენას შორის სწორი ბალანსი.

Wellness უფრო ინდივიდუალურია,   თითოეულ ადამიანს განსხვავებული საჭიროებები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი ორგანიზმის მოსმენა, თანმიმდევრულობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გრძელვადიანი მიდგომა.

 

რა არის მთავარი რჩევა, რომელსაც ჩვენს მკითხველს გაუზიარებდით?

არ გადადოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი ხშირად მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებია. მეტი მოძრაობა, ხარისხიანი ძილი, სტრესის მართვა და საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად უნდა იქცეს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალურია Healthy Longevity (ჯანსაღი ხანგრძლივობა), რომლის მთავარი იდეა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება კი არა, ჯანმრთელობის, ენერგიის, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაა. ჩემთვის Wellness-ის ნამდვილი ღირებულებაც სწორედ ეს არის – არა მხოლოდ დიდხანს ცხოვრება, არამედ ხარისხიანად ცხოვრება.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა
OK! Doctors

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე
OK! Doctors

#OK! ექიმობა, როგორც პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება – ონკოლოგი თამარ მელქაძე

November 20, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები
OK! Doctors

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

#OK! ციფრული ინდუსტრიის ნიმფები ქუთაისიდან

July 27, 2026
#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

#OK! კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და გარემოს დაცვა: მდგრადი პრაქტიკის გათვალისწინება

June 28, 2024
#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

#OK! ტომ ფორდის ბრენდი Estée Lauder-მა 2.8 მილიარდ დოლარად იყიდა

November 16, 2022
#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

#OK! დახვეწილი ტანისამოსი და აქსესუარები „ჯინსების თაობისგან“

September 21, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

#OK! კალანტაროვის კლინიკა – პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ახალი შესაძლებლობები

November 20, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები