• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული კულტურული მემკვიდრეობა, საუკუნეების წინ შექმნილი უნიკალური სამკაულები და თანამედროვე დიზაინი, – სწორედ ამ ყველაფრის სინთეზია გამორჩეული საიუველირო ბრენდის, Fercoss-ის ახალი კოლექცია. დებმა, ლიკა და მაიკო ფაცურიებმა და მათმა გუნდმა, თამარ მეფის ეპოქის ისტორიული სამკაულით შთაგონებულებმა, გადაწყვიტეს, ქართული საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივი თანამედროვე კოლექციის კონცეფციად ექციათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურული იდენტობა Fercoss-ის თანამედროვე დიზაინში გრძელდება. ეს არის ბრენდი, რომლისთვისაც სამკაული მხოლოდ ვიზუალური სილამაზე არ არის, ის ისტორიებს, ემოციებსა და განსაკუთრებულ მოგონებებს ინახავს. OK!-სთან ინტერვიუში დები საუბრობენ ახალი კოლექციის კონცეფციასა და Fercoss-ის განვითარების სამომავლო გეგმებზე.

 

 

 

როგორ შეაფასებდით Fercoss-ის პოზიციონირებას ქართულ ბაზარზე ამ წლების განმავლობაში?

ვფიქრობ, რომ Fercoss-მა წლების განმავლობაში ქართულ საიუველირო ბაზარზე საკმაოდ მყარი, სტაბილური და, რაც მთავარია, გამორჩეული პოზიცია დაიმკვიდრა. მითუმეტეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდი არ არის მრავალრიცხოვანი, ხოლო მოთხოვნა იმ ხარისხიან და ინდივიდუალურ ნაკეთობებზე, რომლებსაც Fercoss ქმნის, საკმაოდ მაღალია, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ბრენდის მიმართ მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

წლების განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხარისხი, ინდივიდუალურობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ჩვენი მომხმარებლები მზად არიან, დაელოდონ სასურველი ნაკეთობის შექმნას, რადგან მათთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ თავად შექმნის პროცესში ჩადებული შრომა, პროფესიონალიზმი და ის ემოციური ღირებულებაა, რომელსაც ინდივიდუალურად დამზადებული სამკაული ატარებს.

 

რით გამოირჩევა თქვენი ბრენდი სხვა საიუველირო ბრენდებისგან ?

არ მიმაჩნია, რომ ქართულ ბაზარზე რომელიმე ბრენდს პირდაპირ კონკურენციას ვუწევთ. Fercoss-ის საქმიანობის ფორმატი გარკვეულწილად განსხვავებულია ტრადიციული საიუველირო ბიზნესისგან. ჩვენი მთავარი მიმართულება არა მასობრივი გაყიდვები, არამედ ინდივიდუალური შეკვეთები, პერსონალიზებული მიდგომა და მომხმარებლის სურვილებზე მორგებული განსაკუთრებული ნაკეთობების შექმნაა.

ჩვენთვის თითოეული შეკვეთა მხოლოდ კომერციული ურთიერთობა არ არის. ეს არის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომლის დროსაც ხშირად მომხმარებლის პირადი ისტორიის, ემოციებისა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების თანამონაწილეები ვხდებით.

ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სამკაულს, ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ ისტორიებს, რომლებსაც ადამიანები წლების განმავლობაში ატარებენ და ხშირად მომავალ თაობებსაც გადასცემენ.

 

 

დები ხართ და ერთად ქმნით ბრენდს. როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში თქვენი როლები და რამდენად განსხვავებულია თქვენი ხედვები?

უპირველესად, ვფიქრობ, დიდი ბედნიერება და ერთგვარი პრივილეგიაა, როდესაც შენთვის საყვარელ საქმეს იმ ადამიანებთან ერთად ქმნი და ავითარებ, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობი. ჩვენ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ღირებულია, რადგან პროფესიული ურთიერთობის მიღმა გვაერთიანებს ოჯახური კავშირი, საერთო ღირებულებები და ერთმანეთის უპირობო მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, განვითარება ჩვენთვის უწყვეტი პროცესია. წლების განმავლობაში მუდმივად ვსწავლობთ, ვიხვეწებით და ვცდილობთ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს საერთო საქმის წინსვლისთვის.

ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი როლები მკაცრად გამიჯნულია. იმდენად დიდია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და ინტერესი ბრენდის წარმატების მიმართ, რომ პასუხისმგებლობების გადანაწილება ხშირად კონკრეტული საჭიროებების მიხედვით ხდება.

ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებზე შეიძლება განსხვავებული ხედვები და მიდგომები გვქონდეს, თუმცა ვფიქრობ, სწორედ ეს განსხვავებები გვაძლევს შესაძლებლობას, საკითხებს უფრო მრავალმხრივად შევხედოთ და საბოლოოდ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. მთავარი ის არის, რომ ყოველთვის ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებს: შევქმნათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და გავამართლოთ თითოეული მომხმარებლის ნდობა. ერთმანეთთან მუშაობა ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი და კომფორტულია, რადგან Fercoss მხოლოდ საერთო ბიზნესი კი არა, ჩვენი ურთიერთნდობის, შრომისა და საერთო ღირებულებების გამოხატულებაა.

 

 

 

1 of 6
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

 

 

როგორ გაჩნდა იდეა, Fercoss-ის ახალი კოლექცია სწორედ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას დაჰკავშირებოდა?

ქართული კულტურული მემკვიდრეობა ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული შთაგონების წყარო იყო. საქართველო გამოირჩევა საიუველირო ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, დახვეწილი ორნამენტებითა და უნიკალური ფორმებით, რომელთა თანამედროვე ინტერპრეტაციაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა, ამ კოლექციის შექმნის უშუალო შთაგონების წყარო ბრიტანეთის მუზეუმში ვიზიტისას ჩვენ მიერ ნანახი თამარ მეფის ეპოქის ჯვრის ფორმის ყელსაბამი გახდა. მისმა განსაკუთრებულმა ესთეტიკამ და ისტორიულმა ღირებულებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ სწორედ ამ სამკაულის მოტივებზე ავაგეთ მთელი კოლექციის კონცეფცია.

ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა ისტორიული მოტივების თანამედროვე დიზაინში გადმოტანა. მთავარი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა სამკაულების ავთენტიკური ხასიათი და ისტორიული მნიშვნელობა, ამავდროულად კი მისთვის Fercoss-ისთვის დამახასიათებელი თანამედროვე, დახვეწილი და ელეგანტური იერსახე მიგვენიჭებინა.

კოლექციამ წარდგენისთანავე გამოიწვია მომხმარებლის დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, რომ ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმა ნამდვილად საინტერესო მიმართულებაა.

 

ამ წლების გამოცდილების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ Fercoss-ის მომავალი? რა მიმართულებით გსურთ ბრენდის განვითარება?

Fercoss-ის მომავალს საკმაოდ საინტერესო გეგმებით ვხედავთ. ჩვენი სურვილია, ინდივიდუალური შეკვეთების პარალელურად, გვქონდეს შოურუმი, სადაც მომხმარებელს უკვე მზა კოლექციების დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბუნებრივია, ეს წარმოების გაფართოებასა და გუნდის გაძლიერებას მოითხოვს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი კვალიფიციური იუველირების მოძიებაა, საუკეთესოების დიდი ნაწილი უკვე ჩვენთან მუშაობს, ამიტომ დარჩენილების მოძიება არც ისე მარტივი საქმეა. ჩვენთვის მთავარია, ბრენდის განვითარებასთან ერთად შევინარჩუნოთ ის ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა და დეტალებისადმი ყურადღება, რაც Fercoss-ს გამოარჩევს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა
Gastro

#OK! სიყვარულით დაწყებული საქმე – ჩადრაგინები 7 წლისაა

November 18, 2026
Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია
Health & Beauty

Beam Medical-ის 8 წელი – ადამიანების ნდობით და გუნდის პროფესიონალიზმით შექმნილი ისტორია

November 17, 2026
#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი
ინტერვიუ

#OK! „ყვარლის ტბა“ წლის საუკეთესო რეზორტი

November 17, 2026
#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!
OK! Doctors

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!

November 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

#OK! “მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს, მათ ნათლად შეუძლიათ გაარჩიონ ცუდი და კარგი” – ანჯელინა ჯოლი

October 10, 2021
#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

#OK! “ვერანაირი თანხა ვერ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეს“ – სინდი კროუფორდსა და რენდი გერბერს ლოს-ანჯელესის დატოვებას ურჩევენ

October 5, 2026
#OK! სკოტ დისიკი და ამელია ჰამლინი! წყვილი მაიამიში შოპინგობს!

#OK! სკოტ დისიკი და ამელია ჰამლინი! წყვილი მაიამიში შოპინგობს!

April 8, 2021
#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

#OK! ჟერარდ პიკე შეყვარებულთან, კლარა ჩიასთან ერთად Coldplay-ის კონცერტს დაესწრო

May 29, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

November 18, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები