„თბილისის გულის ცენტრმა“ საქმიანობა კარდიოლოგიური კლინიკის სტატუსით დაიწყო, თუმცა ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეს მრავალპროფილურ სამედიცინო სივრცედ ჩამოყალიბდა, სადაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპლექსურად, სხვადასხვა სპეციალისტის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
კლინიკის ათწლიანი ისტორია პროფესიულ განვითარებასთან ერთად უამრავ ადამიანურ ისტორიას, მიღწევას, გამოწვევასა და პაციენტების ნდობას აერთიანებს. ლიკა ინტერვიუში გვესაუბრება, თუ რა არის კლინიკის მთავარი უპირატესობა და რა როლი აქვს პროფესიონალ გუნდს .
ლიკა ფიფია: „თბილის გულის ცენტრის“ სერვისები ფარავს არაერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ტრადიციულად ძლიერ გულ-სისხლძარღვთა მიმართულებებს (კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმოლოგია, ინტერვენციული არითმოლოგია, კარდიოქირურგია, ანგიოქირურგია და ენდოვასკულური ქირურგია) წლების განმავლობაში წარმატებით დაემატა აბდომინალური ქირურგია, თერაპია და უროლოგია.
უახლესი სიახლე კი ის არის, რომ კლინიკაში გაიხსნა კლინიკური ლაბორატორია და ჩვენს სერვისებს შეემატა ორთოპედია და ტრავმატოლოგია, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ფართო სპექტრის ჯანმრთელობის პრობლემები ვმართოთ ერთ სივრცეში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ყველა მიმართულება საერთაშორისო სტანდარტებს ექვემდებარება, რისი დასტურიც კლინიკის ACHS International-ის აკრედიტაციაა.
ცალკე აღსანიშნავია თანამედროვე გულის სტრუქტურული დაავადებების მკურნალობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ჩვენს კლინიკაში 4 წარმატებული TAVI-ს ოპერაციის ჩატარება, უახლოეს სამომავლო გეგმებში ეს მიმართულება ჩვენი კლინიკისთვის პრიორიტეტულია.

ქალბატონო ლიკა, როგორ შეაფასებდით ამ 10 წელს, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი?
ამ ათი წლის მთავარი მიღწევა ჩემთვის ის გუნდია, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად ერთიანდება. მედიცინაში შედეგს მხოლოდ ერთი ექიმი ვერ ქმნის – მას სჭირდება სხვადასხვა სპეციალისტის ცოდნა, გამოცდილება და კოორდინირებული მუშაობა. ჩვენი კლინიკის ძალაც სწორედ ამ ერთიანობაშია. მადლობა თითოეულ თანამშრომელს და პაციენტებს, რომლებიც გვენდობიან.
ეს ათი წელი არ იქნებოდა პაციენტების ნდობის გარეშე. თითოეული ადამიანის უკან თავისი ისტორია, მოლოდინი და ოჯახი დგას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პაციენტმა პროფესიულ დახმარებასთან ერთად ყურადღება და მხარდაჭერაც იგრძნოს. მთავარი გზავნილიც ეს იქნებოდა: მოვუსმინოთ ადამიანს და მის საჭიროებებზე ვიზრუნოთ.

გვესაუბრეთ თქვენი კლინიკის უპირატესობებზე…
„თბილისის გულის ცენტრი“ ორიენტირებულია არა მხოლოდ კარდიოლოგიურ პაციენტებზე და მრავალი წელია სამკურნალო და დიაგნოსტიკური სერვისების პროფილის გაზრდას ემსახურება; თანაბრად მოიცავს როგორც პრევენციულ მედიცინას, ასევე დიაგნოსტიკას. ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც პაციენტებისთვის ბევრ სერვისს ხელმისაწვდომს ხდის.
ჩვენი კლინიკის მნიშვნელოვანი უპირატესობა მრავალპროფილური გუნდია. ხშირად პაციენტს რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივი შეფასება სჭირდება და ასეთ დროს თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ფასეულია, რომ შეგვიძლია პაციენტის ჯანმრთელობას მთლიანობაში შევხედოთ და გადაწყვეტილებები ერთად მივიღოთ. სწორედ ამ მიდგომის განვითარებას ვისურვებდი მომავალშიც.
ათი წელი უამრავ გამოცდილებას, რთულ გადაწყვეტილებასა და ადამიანურ ისტორიას აერთიანებს. ყველაზე მეტად გვახარებს, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შრომით ადამიანი თავის ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება. ეს გვაძლევს მოტივაციას, მუდმივად ვისწავლოთ და განვვითარდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვანდობდა საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დაავადების მართვა – ჩვენი მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სრული უსაფრთხოების დაცვით.
რამდენად მნიშვნელოვანია ახალი თაობის ექიმების ჩართულობა კლინიკის განვითარებაში?
ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე ახალგაზრდა ექიმების გუნდია – პროფესიონალები, რომლებიც ცოდნას, ენერგიასა და პაციენტზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აერთიანებენ.
დასავლური მედიცინის გამოცდილება, საერთაშორისო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა და უახლეს გაიდლაინებზე დაფუძნებული სწავლა მათ პროფესიულ განვითარებას ყოველდღიურად ეხმარება. განსაკუთრებით გვახარებს, რომ მიღებული ცოდნა პაციენტებთან მუშაობაში, კლინიკური შემთხვევების განხილვასა და კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებაში აისახება.
გამოცდილი კოლეგების მხარდაჭერა და ახალგაზრდა ექიმების ახალი ხედვა კი ქმნის გარემოს, სადაც ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ერთად ვიზრდებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა, საკუთარი აზრის გამოთქმის თავისუფლება და გუნდის მხარდაჭერა. გვჯერა, სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდებიან ექიმები, რომლებიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად პაციენტის მოსმენას, თანაგრძნობასა და ნდობის მოპოვებას სწავლობენ.
აყობთ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებით და გვიხარია, რომ კლინიკის მომავალს მათთან ერთად ვქმნით!
არჩილ ჩუხრუკიძე – „თბილისის გულის ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, კარდიოლოგი,
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი

ირაკლი ფოფხაძე – ანგიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს
(GAAVS), ევროპისა (ESVS) და აზიის (ASVS) სისხლძარღვთა ასოციაციის წევრი, პან არაბული
ინტერვენციული რადიოლოგიის (PAIRS) წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ზვიად კერესელიძე – „თბილისის გულის ცენტრის“ კარდიო-ინტენსიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ინტერვენციული კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი

მთვარისა ახალაშვილი – „თბილისის გულის ცენტრის“ მთავარი ექთანი

ირაკლი შურღაია – „თბილისის გულის ცენტრის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის საზოგადოების წევრი (ESAIC)

ლელა წარია – „თბილისის გულის ცენტრის“ თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აკაკი ფირცხალაიშვილი – „თბილისის გულის ცენტრის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ავთანდილ უბილავა – „თბილისის გულის ცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის წევრი

ქეთევან გაბუნია – „თბილისის გულის ცენტრის“ კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი

ლუკა ივანეიშვილი – უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი

ნინო სარჩიმელია – „თბილისის გულის ცენტრის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის წევრი

ლაშა ბასილაძე – კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს
კარდიოქირურგიის ასოციაციის წევრი. ევროპის კარდიოქირურგიის ასოციაციის წევრი

ბუხუტი ბერიძე – კარდიოლოგი, არითმოლოგი, არითმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ევროპის კარდიოლოგთა საზოგიადოების (ESC) და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA) წევრი

ანა კოპალეიშვილი – ექიმი ენდოკრინოლოგი. EASD-ევროპის დიაბეტთა შემსწავლელი
ასოციაციის წევრი, EASO-ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის წევრი, ESE-ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი, IFSO-საერთაშორისო საზოგადოება სიმსუქნის ქირურგიის წევრი, GAEM-საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის წევრი

ქეთევან ლობჟანიძე – რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის დოქტორი

ლაშა ქიქავა – MD კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს
კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი













