• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ტანვარჯიშის სიყვარულით ბავშვობის ოცნებიდან მომავალი თაობის შთაგონებამდე – მონიკა კვირიკაშვილი

November 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბავშვობა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, პირველი წარმატებული ნაბიჯებისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბების პერიოდია. ბავშვთა ტანვარჯიში კი პატარებს საშუალებას აძლევს ეს ეტაპი მოძრაობით, სიხარულითა და ახალი მიღწევებით შეავსონ. ჟურნალ OK!-ს რესპონდენტი ტანმოვარჯიშე და დარბაზ „წრის“ ტანვარჯიშის მწვრთნელი, მონიკა კვირიკაშვილია, რომელიც ახალგაზრდა თაობას საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და სპორტის სიყვარულს უზიარებს, თითოეულ მათგანს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება.

 

გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენი პროფესიული გზის შესახებ, რატომ დაინტერესდით ბავშვთა ტანვარჯიშით?

მე ვარ მონიკა კვირიკაშვილი, ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი, 21 წლის, სპორტის ოსტატი 18-წლიანი გამოცდილებით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის ფინალისტი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. ტანვარჯიში ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იმდენად შემიყვარდა ეს სპორტი, რომ მწვრთნელობა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ ოცნებად იქცა. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, რადგან მინდოდა მთელი ცხოვრება იმ საქმისთვის დამეთმო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება რეალობად იქცა, ბავშვებთან მუშაობა და მათი განვითარება ჩემთვის უდიდესი სიხარულია.

 

 

 

როგორ გაჩნდა დარბაზ „წრის“ შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?

რა მიმართულებით მუშაობს დარბაზი, რას სთავაზობთ ბავშვებსა და მათ მშობლებს? დარბაზ „წრის“ შექმნის მთავარი იდეა იყო, შეგვექმნა ბავშვებისთვის უსაფრთხო და მეგობრული გარემო, სადაც ვარჯიში მათთვის სასიამოვნო პროცესი გახდებოდა და ტანვარჯიშსა და აკრობატიკას შეიყვარებდნენ. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ბავშვებს კომფორტულ გარემოში განვითარების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიზანია, მათ განუვითარდეთ არა მხოლოდ ფიზიკური უნარები, არამედ თავდაჯერებულობა, დისციპლინა და გუნდურობის განცდა.

 

ტანვარჯიში ხშირად მხოლოდ მოქნილობასა და რთულ მოძრაობებთან ასოცირდება. რეალურად, რა უნარებს ავითარებს იგი? რამდენად მნიშვნელოვანია საწყისი ფიზიკური მონაცემები, შეუძლია თუ არა ვარჯიშის დაწყება ბავშვს განსაკუთრებული მოქნილობისა თუ სპორტული გამოცდილების გარეშე?

ტანვარჯიში ავითარებს მოქნილობას, ძალას, კოორდინაციასა და წონასწორობას. ამასთანავე, ბავშვებს უყალიბდებათ დისციპლინა, მოთმინება და მიზანდასახულობა. განსაკუთრებული მოქნილობა ან წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის – მთავარია მონდომება და სწორი ხელმძღვანელობა.

 

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვთა ტანვარჯიშის დაწყება, როდის არის მოზარდი ყველაზე მეტად მზად ახალი მოძრაობების ასათვისებლად და ფიზიკური უნარების გამოსამუშავებლად?

ტანვარჯიშის დაწყება რეკომენდებულია დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ვარჯიში თამაშებითა და სახალისო აქტივობებით იყოს დატვირთული. ასაკის მატებასთან ერთად ვარჯიშები უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება, თანდათან ვითარდება ბავშვის ძალა, მოქნილობა და ახალი მოძრაობების ათვისების უნარი.

 

რა გავლენა აქვს ჯგუფურ ვარჯიშს ბავშვების ურთიერთობაზე, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერის უნარზე?

აკრობატიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორის ნდობა და საერთო მიზნისთვის მუშაობა. ჯგუფური ვარჯიში ბავშვებს ასწავლის ერთმანეთის პატივისცემას, მხარდაჭერასა და პასუხისმგებლობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დარბაზში მეგობრული გარემო იყოს, სადაც ბავშვები ერთმანეთის წარმატებით ხარობენ და ერთად ვითარდებიან.

 

 

 

რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, ღირს თუ არა მათი შვილები ტანვარჯიშით დაკავდნენ?

მშობლებს ვეტყოდი, რომ ტანვარჯიშის დასაწყებად განსაკუთრებული სპორტული მონაცემები აუცილებელი არ არის. სპორტი ბავშვს ფიზიკურ განვითარებაში, თავდაჯერებულობის გაძლიერებასა და სირთულეების გადალახვაში ეხმარება. ჩემთვის მთავარია, ბავშვმა მოძრაობა შეიყვაროს, ვარჯიშით სიამოვნება მიიღოს და საკუთარი პატარა წარმატებებით იამაყოს. სპორტი მხოლოდ ჩემპიონების აღზრდა არ არის. ის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბებასაც ემსახურება.

 

 

ტექსტი: ანო ბუხრაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!
OK! Doctors

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით!

November 17, 2026
#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა –  ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით
OK! Business

#OK! „თბილისის გულის ცენტრი“ 10 წლისაა – ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე მთელი გულით

November 17, 2026
#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი
Health & Beauty

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის
Health & Beauty

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: რა იცი დედამიწის დღის შესახებ?

#OK! ტესტი: რა იცი დედამიწის დღის შესახებ?

April 22, 2025
#OK! რატომ მოისურვა დევა კასელმა დედასთან ერთად Vogue Italia-ს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება

#OK! რატომ მოისურვა დევა კასელმა დედასთან ერთად Vogue Italia-ს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება

July 6, 2021
#OK! „ტომარა“ – თქვენი ბედნიერი მომენტებისთვის

#OK! „ტომარა“ – თქვენი ბედნიერი მომენტებისთვის

November 29, 2021
#OK! – კანის კინოფესტივალის მესამე დღე – ვარსკვლავები და დიდი პრემიერები

#OK! – კანის კინოფესტივალის მესამე დღე – ვარსკვლავები და დიდი პრემიერები

May 15, 2026

კვირის ჰიტები

#OK! როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას გაციების სეზონზე

#OK! როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას გაციების სეზონზე

November 16, 2026
#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

November 13, 2026
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენიდან ვიტორია ჩერეტიმდე – ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ისტორიები

November 11, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები