• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ჩვენი სიყვარულის ისტორია ერთი ფოტოკადრით რომ აღმეწერა, წარმოვიდგენდი, როგორ მივსეირნობთ მე და გიორგი ხელჩაკიდებულები ქვიშიან სანაპიროზე“, – ასე აღწერს მარი ნაკანი კადრს, რომელიც გიორგისთან ურთიერთობას ყველაზე კარგად გამოხატავს. ამ წარმოსახვით ფოტოში არც განსაკუთრებული მოვლენა ხდება და არც სადმე ეჩქარებათ, უბრალოდ, ერთად არიან და ამით სიამოვნებას იღებენ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ოც წელზე მეტი ხნის თანაცხოვრების შემდეგ მარი სიყვარულის გამოსახატავად სწორედ ასეთ მშვიდ მომენტს ირჩევს. მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის ისტორია 2005 წელს, ფოტოგრაფების ფორუმზე დაიწყო. მაშინ ერთმანეთის ნამუშევრები მოეწონათ, რასაც პირველი შეხვედრა და მალევე ურთიერთობის დაწყება მოჰყვა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: შექმნეს ოჯახი, დააარსეს ფოტოსკოლა და საერთო პროფესიული გზაც ერთად გაიკვლიეს. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ იცვლებოდა თავად მათი სიყვარული. ახალგაზრდულ ემოციებს წლების განმავლობაში მეტი ურთიერთგაგება, ნდობა და პატივისცემა დაემატა. დღეს ორივე თანხმდება, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის მთავარი საიდუმლო ერთმანეთის მოსმენა და გულწრფელი საუბარია.

 

როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

მარი: ჩვენი ისტორია 2005 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც არც Facebook არსებობდა და არც Instagram. იმ პერიოდში ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს ერთი პლატფორმა – „ბოკე“ გვაერთიანებდა. ეს იყო ფოტოფორუმი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს ვაქვეყნებდით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი მე და გიორგიმ. მე მისი ფოტოები მომეწონა, მას კი ჩემი ნამუშევრები. მახსოვს, ერთ-ერთ ფოტოზე კომპლიმენტი მომწერა, მოგვიანებით კი შეხვედრა შემომთავაზა. მითხრა, რომ ფოტოების დამუშავების საინტერესო ხრიკებს გამიზიარებდა და მაჩვენებდა, როგორ მუშაობდა Photoshop-ში. მანამდე მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა პირველივე შეხვედრისას მივხვდით, რომ ჩვენ შორის პროფესიულ ინტერესზე მეტი არსებობდა. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა და სწორედ ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.

 

 

გიორგი: მარის პირველად ნახვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. როდესაც ადამიანს ინტერნეტით იცნობ, მასზე გარკვეული წარმოდგენა გექმნება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში შეხვედრა სრულიად სხვა შეგრძნებაა. მარიმ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენი დაახლოება მხოლოდ ფოტოგრაფიას არ უკავშირდებოდა. ერთმანეთს წერილებსა და მუსიკას ვუზიარებდით, ბევრს ვსაუბრობდით და ერთად ვატარებდით დროს. ჩვენ შორის სიმპათია იმდენად აშკარა იყო, რომ დაახლოება ამ ყველაფრის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა ვფიქრობ, ურთიერთობის დასაწყისში სწორედ ეს პერიოდი, ეს ერთგვარი პრელუდია, იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

 

როდესაც ორივე პროფესიონალი ფოტოგრაფი ხართ, რამდენად განსხვავდება თქვენი ხედვა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე? უფრო ხშირად ერთმანეთის კრიტიკოსები ხართ თუ მხარდამჭერები?

მარი: ცხოვრებაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ვფიქრობ, ასეთი მსგავსება რომ არ გვქონოდა, ამდენი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრებაც გაგვიჭირდებოდა. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ავსებს. ერთმანეთის კრიტიკოსები ნაკლებად ვართ, უფრო მეტად – მხარდამჭერები და შთაგონების წყაროები. მოგვწონს ერთმანეთის ნამუშევრები და პროფესიულ განვითარებაშიც ვეხმარებით. სწორედ ამ ერთიანობამ მოგვცა შესაძლებლობა, საკუთარი ფოტოსკოლა შეგვექმნა. ორივეს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. ჩვენთვის ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ საკითხში კომპრომისებზე იშვიათად მივდივართ. ფოტოგრაფია ჩვენთვის მხოლოდ პროფესია არ არის. კარგად ვიცნობთ მის ისტორიას, მსოფლიო ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებსა და მათ შემოქმედებას. გვინდა, ეს ცოდნა ჩვენს სტუდენტებსაც გადავცეთ და მათ საფუძვლიანი განათლების მიღებაში დავეხმაროთ.

გიორგი: ჩემთვის ქალის ფოტოგრაფიული ხედვა განსაკუთრებით საინტერესოა. ვფიქრობ, ქალი ფოტოგრაფი ხშირად უფრო ემოციურად და მგრძნობიარედ აღიქვამს გარემოს. სიუჟეტს მხოლოდ პრაგმატულად არ უყურებს, საკუთარი განცდების გავლით გადმოსცემს. სწორედ ასეთია მარის ნამუშევრებიც, სადაც განსაკუთრებული მხატვრულობა იგრძნობა.

 

რა როლს ასრულებთ ერთმანეთის პროფესიულ წინსვლაში და როგორ ეხმარებით ერთმანეთს შემოქმედებითი გამოწვევების გადალახვაში?

მარი: შეიძლება ჩემი პასუხებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდეს, თითქოს იდეალურ ურთიერთობას აღვწერ, მაგრამ სინამდვილეში მართლაც ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. როდესაც გიორგის გადაღება აქვს, ვცდილობ, მის გვერდით ვიყო. შეიძლება რაღაც დეტალი გამორჩეს, მე კი შევამჩნიო და დავეხმარო. ასევეა ჩემს შემთხვევაშიც, გიორგი ხშირად ჩემი მარჯვენა ხელია. განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანთან მუშაობა, რომელიც შენს პროფესიას საფუძვლიანად იცნობს. ამდენი წლის განმავლობაში იმდენად კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რომ ხშირად უსიტყვოდაც ვიცით, რა არის საჭირო. ეს მხოლოდ ემოციური მხარდაჭერა არ არის, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაშიც ერთმანეთის პარტნიორები ვართ.

 

არსებობს თუ არა თქვენ შორის პროფესიული კონკურენცია, თუ ერთმანეთის წარმატებას საერთო გამარჯვებად აღიქვამთ?

მარი: ჩვენ შორის პროფესიული კონკურენცია არ არსებობს. პირიქით, ერთმანეთის წარმატება ორივესთვის ერთნაირად სასიხარულოა.

ჩვენ მხოლოდ მეუღლეები არ ვართ. გვაერთიანებს საერთო საქმე, ფოტოსკოლა და, რაც მთავარია, ოჯახი. გიორგის ნებისმიერი წარმატება ჩემთვისაც გამარჯვებაა, ისევე როგორც ჩემი მიღწევები მისთვის. როდესაც გიორგი რაღაც მნიშვნელოვანს აღწევს, გულწრფელად მიხარია და მისით ვამაყობ. ამიტომ ჩვენს ურთიერთობაში კონკურენციისთვის ადგილი, უბრალოდ, არ რჩება.

 

როგორ შეიცვალა თქვენი სიყვარული წლების განმავლობაში? რა ეტაპები გაიარა ურთიერთობამ და რამ შესძინა მას განსაკუთრებული სიმტკიცე?

მარი: როდესაც ერთმანეთი გავიცანით, 22-23 წლისები ვიყავით. ბუნებრივია, მაშინ ჩვენს ურთიერთობაში მეტი ემოციურობა იყო: ეჭვიანობა, წყენა, ბრაზი და ის პატარა ქარიშხლები, რომლებიც ახალგაზრდა შეყვარებულებისთვის დამახასიათებელია. თუმცა წლებთან ერთად ურთიერთობა უფრო ღრმა გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი მეორე შვილის, სოფიკოს დაბადებას უკავშირდება. სწორედ მაშინ დავინახე გიორგი სრულიად სხვა მხრიდან და კიდევ უფრო მეტად დავაფასე.

იმ პერიოდში ბავშვების მოვლაში გიორგის გარდა არავინ მეხმარებოდა. ის კი იმდენად აქტიურად იყო ჩართული ყველაფერში, რომ ზოგჯერ ვამბობდი, ბავშვებისთვის მეორე დედასავით იყო-მეთქი. ჩვენი უფროსი შვილი, ლიტუკა, ბაღში დაჰყავდა, ხატვასა და ცურვაზე ატარებდა, საჭმელს უმზადებდა და მეცადინეობაში ეხმარებოდა. ამ დროს მე პატარა სოფიკოს ვუვლიდი. როდესაც ძალიან დაღლილი ვიყავი, გიორგის დამოუკიდებლად შეეძლო ბავშვის დაბანა, ჩაცმა, დაძინება და საოჯახო საქმეების შესრულება. არასოდეს მქონია განცდა, რომ ბავშვების აღზრდაში მარტო ვიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად გამიმართლა ცხოვრების თანამგზავრში. როგორც მამამ და მეუღლემ, გიორგიმ კიდევ უფრო შემაყვარა თავი.

შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ახალი პროფესიული ეტაპი დაიწყო. ფოტოსკოლის შექმნის იდეა გამიჩნდა და გიორგიმ მხარი დამიჭირა. მანამდე უკვე მქონდა პედაგოგიური გამოცდილება და 2016 წელს წლის საუკეთესო ლექტორის ჯილდოც მივიღე. ამ აღიარებამ მეტი თავდაჯერება შემძინა. როდესაც ფოტოსკოლა გავხსენით, გიორგი ლექტორის როლშიც ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სწავლების გამოცდილება არ ჰქონდა, არაჩვეულებრივი პედაგოგი აღმოჩნდა. მისმა იუმორის გრძნობამ, ახსნის უნარმა და სტუდენტებთან ურთიერთობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასში კიდევ ერთი ახალი თვისება აღმოვაჩინე და კიდევ უფრო მეტად დავაფასე. ჩვენი ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოგზაურობას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყანაში ერთად დავიწყეთ მოგზაურობა და ფოტოგრაფიული ტურებისა და ვორქშოპების ჩატარება. ახლაც პარიზში სწორედ ვორქშოპის ჩასატარებლად ვიმყოფებით.

 

 

 

გიორგი, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ხანგრძლივი ურთიერთობისთვის?

გიორგი: ვფიქრობ, ხანგრძლივ ურთიერთობაში სირთულეები გარდაუვალია. არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ყველაფერი ყოველთვის იდეალურად იქნება. ზოგჯერ შეიძლება მეორე ადამიანისგან კონკრეტულ ქცევას ელოდებოდე და იმედგაცრუებული დარჩე, როდესაც ის სხვაგვარად მოიქცევა. თუმცა დროთა განმავლობაში ხვდები, რომ შენ გვერდით დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც საკუთარი შეხედულებები და გადაწყვეტილებები აქვს. ურთიერთობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულწრფელი კომუნიკაცია. უნდა შეგეძლოს საკუთარ სურვილებზე, განცდებსა და პრობლემებზე საუბარი. ზოგჯერ ადამიანს გარკვეული დისტანცია ან დრო სჭირდება და ესეც ბუნებრივია. ასეთი ეტაპების გადალახვის შემდეგ თავადაც იზრდები და ხვდები, რომ ბევრ რამეს, რასაც ადრე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდი, სინამდვილეში ამდენი ყურადღება არ სჭირდებოდა. მთავარია, ერთმანეთის მიმართ გულწრფელობა შეინარჩუნოთ და საკუთარი გრძნობების გამოხატვა შეგეძლოთ.

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ერთმანეთისგან ისწავლეთ, როგორც პროფესიონალებმა და როგორც ადამიანებმა?

მარი: გიორგისგან ყველაზე მეტად დისციპლინა ვისწავლე. ის საოცრად ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი ადამიანია. ალბათ გიორგიმ ჩემგან მეტი სითბო და სირბილე შეიძინა. მგონია, რომ წლების განმავლობაში კიდევ უფრო თბილი და ემოციური გახდა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი პატარა დეტალები ქმნის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათს. წლების განმავლობაში ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ და გარკვეულწილად ერთმანეთის თვისებებსაც ვიძენთ.

 

რომ შეგეძლოთ ერთი ფოტოკადრით გადმოგეცათ თქვენი სიყვარულის ისტორია, როგორი იქნებოდა ეს ფოტო?

მარი: ძალიან საყვარელი შეკითხვაა. ახლავე წარმოვიდგინე ეს კადრი. ფოტოზე ვიქნებოდით მე და გიორგი, ხელჩაკიდებულები, ქვიშიან სანაპიროზე ფეხშიშველები რომ მივსეირნობთ. ხელში ლამაზი, ვარდისფერი ქოლგა გვეჭირებოდა, რომელიც მზისგან დაგვიცავდა. ირგვლივ სასიამოვნო ნიავი იქროლებდა. გიორგის ეცმებოდა ღია, ბუნებრივი ფერის, მსუბუქი ქსოვილის პერანგი და შარვალი, მე კი თეთრი კაბა. უბრალოდ, მივსეირნობდით, არსად გვეჩქარებოდა და იმ მომენტით ვტკბებოდით. ალბათ სწორედ ასეთი იქნებოდა ჩვენი სიყვარულის ისტორიის ამსახველი ფოტო. ახლა ეს კადრი თვალწინ ძალიან მკაფიოდ დავინახე.

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით
ინტერვიუ

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები