• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

დეკემბერი 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი „კენარი“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მათ სთავაზობს როგორც ბრენდირებული სათვალეებისა და ლინზების ფართო არჩევანს, ასევე ოფთალმოლოგის მომსახურებას. ამ მხრივ არც 2021 წელი ყოფილა გამონაკლისი. კომპანიამ, წლის განმავლობაში, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გახსნა ახალი ფილიალი და შეძლო უკვე არსებულის რებრენდინგი. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „კენარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ეთუკა ცხაკაიას.

 

გვიამბეთ „კენარის“ მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელის შესახებ.

„კენარს“ წელს 17 წელი შეუსრულდა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვვითარდებით და ვფიქრობთ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. „კენარში“ წარმოდგენილია: მზისა და ოპტიკური სათვალეები, სათვალისა და კონტაქტური ლინზები, სხვადასხვა აქსესუარი. გვაქვს ასევე ექიმი-ოფთალმოლოგის მომსახურება. „კენარი“ 60-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თითოეული მოდელის შერჩევის პროცესი ძალიან საინტერესოა. ჩვენი შესყიდვების გუნდი პანდემიამდე წელიწადში რამდენიმეჯერ სტუმრობდა გამოფენებს, მათ შორის მსოფლიო მოდის დედაქალაქებში − პარიზსა და მილანში. 2020 წლის ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, „კენარის“ გუნდი ადაპტირდა ციფრულ რეალობასთან და ჩვეულ რეჟიმში შევძელით მომხმარებლის განებივრება უახლესი კოლექციით.

 

მთავარი ნიშა, რომელიც „კენარს“ გამოარჩევს…

„კენარისთვის“ პრიორიტეტულ საკითხს ხარისხის შენარჩუნება და კმაყოფილი მომხმარებელი წარმოადგენს. ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვთავაზობთ საინტერესო სიახლეებს. ყველა სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები ვხვდებით. „კენარის“ მთელი გუნდი ზრუნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ ყველაზე მეტად მაშინ ვართ ბედნიერები, როდესაც გვესმის, რომ მომხმარებელი კმაყოფილია როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით. მუდმივად ვცდილობთ განვითარებას. ჩვენ თანამშრომლებს ინტენსიურად ვუტარებთ ტრენინგებს როგორც საკუთარი პროდუქციის, ასევე, მომსახურების შესახებ, რაც გვეხმარება საქართველოს ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ.

გვესაუბრეთ „კენარის“ ოფთალმოლოგიური მომსახურების შესახებ.

„კენარი“ მულტიბრენდული ოპტიკის ქსელია. გვაქვს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტები, რომლებიც მომხმარებელს მხედველობის სრულ დიაგნოსტიკას სთავაზობს. „კენარი“ საქართველოში სათვალის ლინზების კომპანია Essilor-ის და კონტაქტური ლინზების კომპანია ALCON-ის ოფიციალური წარმომადგენელია. სწორედ მათი დახმარებით, ჩვენს ოფთალმოლოგებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ტრენინგებს, რომლებსაც მოწვეული ოპტომეტრისტები ატარებენ. შესაბამისად, მათ მუდმივად აქვთ უახლესი ინფორმაცია ოპტიკის სფეროში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია ისიც, რომ როდესაც ოფთალმოლოგის კაბინეტიდან გამოდის, ადგილზევე შეუძლია შეარჩიოს ოპტიკური სათვალე და მისთვის სასურველი სათვალის ლინზა. შერჩეული პროდუქტის გატანა კი რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ოფთალმოლოგიური მომსახურების მიღება შეგიძლიათ „კენარის“ შემდეგ ფილიალებში: ჭავჭავაძის 24, „ისთ ფოინთი“, რუსთაველის 44, აღმაშენებლის 146 და თამარ მეფის 22.

 

როგორი იყო  2021 წელი „კენარისთვის“?

2021 წელი „კენარისთვის“ საინტერესო და წარმატებული იყო. ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, სიახლეები შემოვიტანოთ. არც 2021 წელი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ქსელში დავამატეთ ისეთი ახალი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა: GUCCI, David Beckham და ასევე, კრეატიული და ახალგაზრდული ესპანური ბრენდი − Etnia Barcelona. გავხსენით ახალი, მეთორმეტე ფილიალი ვაჟა-ფშაველას 10 ნომერში. განხორციელდა რამდენიმე ფილიალის რებრენდინგი. გვყავს ახალი თანამშრომლები, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ეს პროცესები ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ვვითარდებით და არ ვჩერდებით.

რას ანიჭებთ უპირატესობას სათვალის შერჩევის პროცესში და როგორი სათვალეებია დღეს მოდაში?

მოდაში არის ის, რაც გვიხდება. სათვალის შერჩევის პროცესში მთავარია ის, რომ მოდელი მოერგოს ჩვენი სახის ფორმას. „კენარში“ მრავალფეროვანი არჩევანია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ბავშვის მოდელებიც. აქტუალურობას წელსაც არ კარგავს დიდი ზომის სათვალეები, შედარებით მომრგვალებული ფორმები. 2022 წლის კოლექციაში შევხვდებით უმეტესად დიდ (oversized) სათვალეებს. ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალურია ფერადი მოდელები. თითოეული სათვალე, რომელიც ჩვენს ქსელშია წარმოდგენილი, არის ტრენდული და ნებისმიერი გემოვნების ადამიანზე მორგებული.

რამდენი ფილიალი გაქვთ საქართველოს მასშტაბით?

„კენარს“ აქვს 12 ფილიალი. 11 მდებარეობს თბილისში და 1 ფილიალი გვაქვს ბათუმში. სამომავლოდ, იგეგმება ახალი ფილიალების დამატებაც. ამჟამად, ჩვენი ფილიალების მისამართებია: ჭავჭავაძის 24, რუსთაველის 44, აღმაშენებლის 146, პეკინის 18, ვაჟა-ფშაველას 10, თამარ მეფის 22, „გლდანი მოლი“, „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“ და ქალაქ ბათუმში, კ. გამსახურდიას 21-23.

სამომავლო გეგმები.

2022 წლისთვის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მოხარულნი ვართ იმ ფაქტით, რომ გვექნება თანამედროვე ვებგვერდი, სადაც მომხმარებელს შეეძლება მარტივად, ონლაინ შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია. დიდი სიხარულით მინდა დავაანონსო, რომ 2022 წელს „კენარს“ ძალიან სახელგანთქმული და კრეატიული ბრენდები დაემატება. 2022 წლიდან კვლავ გვექნება საშუალება ჩვეულ რეჟიმში ვეწვიოთ საერთაშორისო გამოფენებს. მუდმივად ვართ განვითარების პროცესში და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ ბევრ სიახლეს გპირდებით.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! დახვეწილი რიტა ორა: მომღერალი Monot-ის კაბით!

#OK! დახვეწილი რიტა ორა: მომღერალი Monot-ის კაბით!

მარტი 10, 2021
#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

მარტი 4, 2021
#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

#OK! ახალბედა დედა: როგორ გამოიყურება ემილი რატაკოვსკი მშობიარობიდან სამ კვირის შემდეგ

მარტი 31, 2021
#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი! მომღერალი ROTATE-ის კაბას Jacquemus-ის ჩანთას უხამებს!

#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი! მომღერალი ROTATE-ის კაბას Jacquemus-ის ჩანთას უხამებს!

მაისი 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

#OK! ჯგუფური ტურის უპირატესობები

აგვისტო 7, 2022
#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

აგვისტო 4, 2022
#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

აგვისტო 2, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×