• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზოგჯერ ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება ის კი არ არის, რომ მიზანს აღწევს, არამედ ის, რომ ეკლიან გზაზეც კი, ის საკუთარ დიად მიზანს არ ღალატობს. ბავშვობაში დიპლომატობაზე ოცნებობდა, მღეროდა და საკუთარ თავში ალბათ ჯერ კიდევ ვერ ხედავდა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც წლების შემდეგ მის ცხოვრებას განსაზღვრავდა. დღეს ის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, უნივერსიტეტის ლექტორი და სცენის ერთ-ერთი სოლისტია. ანუკას ისტორია არის ამბავი შინაგან ძალაზე, დანაკარგთან გამკლავებაზე, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენასა და იმ ოცნებებზე, რომელთა ასრულებაც არასოდეს არის გვიან.

 

დავიწყოთ ბავშვობიდან… რაზე ოცნებობდა პატარა ანუკა?

ბავშვობაში ხშირად ვამბობდი, რომ როცა გავიზრდებოდი, დიპლომატი გავხდებოდი და ახლა ამ მიზანთან ისე ახლოს ვარ, როგორც არასდროს. ამასთან ერთად, მომღერლობაზეც ვოცნებობდი და ჩუმად, ჩემთვის ვმღეროდი, რადგან ჩემს ბავშვობას იმაზე ნაკლები სილაღე ახლდა, ვიდრე ეს თამამ ოცნებებს სჭირდებოდა. დღეს, როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი არჩევანის ძალას უკავშირდება. ყველა ეტაპზე მქონდა ორი შესაძლებლობა: ვყოფილიყავი გარემოებებისადმი დამყოლი და უარი მეთქვა საკუთარ ოცნებებზე, ან ამერჩია შეუპოვრობა, რომელსაც ზოგჯერ მართლაც საოცრებების მოხდენა შეუძლია. მე მეორე გზის ერთგული ვარ.

 

 

 

რამდენად არის ადამიანი საკუთარი ცხოვრების ავტორი და რამდენად განსაზღვრავს მას გარემოებები?

ფაქტია, არსებობს მოცემულობები, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უმთავრესი ჩვენი დამოკიდებულებაა. თუ გავიაზრებთ, რისი შეცვლაა ჩვენს ხელში და რისი არა, ეს მოგვცემს ჩვენი ცხოვრების გზის ეფექტურად დასახვის შესაძლებლობას. გზა, რომელსაც ვირჩევთ, გარანტიებს არასოდეს გვაძლევს, ის მხოლოდ გამბედაობას, მოთმინებასა და მტკიცე ნაბიჯებს მოითხოვს. სიმტკიცე აუცილებელია, რათა ყოველდღიურმა დაბრკოლებებმა დიდი მიზნებისგან არ გადაგვახვევინოს. მჯერა, რომ ადამიანში ნიჭი ღვთის საჩუქარია, თუმცა მისი შენარჩუნება და განვითარება უკვე პირადი პასუხისმგებლობაა.

 

ანუკა, ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“?

მე ვიცი, რომ ადამიანი განსაცდელების გარეშე ვერ ვითარდება, თუმცა გონიერება ამ პროცესში გადამწყვეტია. არ უნდა დავინახოთ თავი მსვერპლის ამპლუაში, რადგან ეს არაფრის მომტანია. განვითარებას შემართება სჭირდება, ხოლო მოტივაციას –  მოვლენების სწორი ანალიზი. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა გამონახოს ძალა და სურვილი, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და თვალი გაუსწოროს ამ პროცესის თანმხლებ დისკომფორტს, რადგან ამის გარეშე პიროვნული ზრდა შეუძლებელია.

ერთხელ მითხრეს, ის, რასაც ბავშვობის ტკივილად და მწუხარებად აღიქვამ, შესაძლოა სწორედ ის ძალა იყოს, რომელმაც დღევანდელ ადამიანად გაქციაო და ალბათ ეს ასეც არის.

 

რა არის ის, რითაც ძალიან ამაყობთ?

2026 წლის ზაფხული ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა – საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გავხდი. ეს მიღწევა დედას მივუძღვენი, რომელიც 11 წლისამ დავკარგე. დედა თავადაც განსაკუთრებულ პატივს სცემდა განათლებას და ყოველთვის ესმოდა მისი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, როგორ იამაყებდა ჩემი მიღწევით. განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის ისიც, რომ ოჯახში პირველი ვარ, ვინც ამ აკადემიურ სტატუსს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ დედა ყველაზე ახალგაზრდა სკოლის დირექტორი იყო ერთ დროს. ეს მხოლოდ პირადი წარმატება არ არის ჩემთვის, ის დედასთან უხილავი კავშირის, მისი ღირებულებებისა და იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც მან ჩემში დატოვა.

 

რას ნიშნავს შენთვის წარმატება, – მიღწეულ სტატუსს, საკუთარ თავთან გამარჯვებას თუ იმ ადამიანების სიამაყეს, რომლებიც შენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ?

ალბათ, სამივე ერთად. თუმცა, წარმატება, ისევე როგორც ყველაფერი, ფარდობითი ცნებაა. უფრო წარმატებული, ვიდრე ადრე და ნაკლებად წარმატებული, ვიდრე მომავალში. ვიცი ფუნდამენტური მოცემულობა, რომ განათლებას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა.

 

 

მოგვიყევით იმ ოცნებაზეც, რომელიც მუსიკას უკავშირდება.

ძალიან მიყვარს მუსიკა და სიმღერა, უბრალოდ, მაბედნიერებს. როდესაც პირველად მივედი ქალბატონ ეკატერინე გერაძესთან, რომელიც ნოდარ მდინარაძის სახელობის ანსამბლ „ნერგების“ ხელმძღვანელი გახლავთ, მაშინვე დავბრუნდი ბავშვობის იმ ნატვრასთან, რომელიც მეგონა, აუხდენელი დამრჩებოდა. სწორედ „ნერგები“ მაძლევს ვოკალური უნარების განვითარებისა და მუსიკალურ თავგადასავლებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გამოვარჩევდი რომში კონცერტს, 2026 წლის მარტში, სადაც ლუჩიო დალას „კარუზო“ ვიმღერე და 4 ოქტომბერს, ათენში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ემიგრანტებისთვის გამართულ ღონისძიებას, „კინომუსიკა 3“, სადაც ჩემი სანუკვარი პარტია ენდრიუ ლოიდ ვებერის „ოპერის მოჩვენება“ შევასრულე. ეს ჩემთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მუსიკალური ნომრის შესრულება. საოცარი განცდაა ჩრდილიდან სინათლეში გამოსვლა და ამის გაკეთების პოტენციალი ყველა ადამიანს აქვს.

 

მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრების ფონზე რა აღგაფრთოვანებთ?

ნამდვილად მრავალფეროვანის. ჩემს ცხოვრებაში სამუშაო გამოცდილება აერთიანებს გზას დიდი ავიაციიდან აკადემიურ საქმიანობამდე. უკვე ექვსი წელია ლექტორი ვარ, ამჟამად „კავკასიის უნივერსიტეტში“ ვასწავლი და სხვადასხვა აკადემიურ პროექტებში ვარ ჩართული. ვფიქრობ, ცოდნის მიღებასთან ერთად მისი გაზიარებაც პასუხისმგებლობაა. წინსვლა მხოლოდ პირადი წარმატება არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, შენი გამოცდილება სხვებისთვისაც ღირებულ რესურსად აქციო.

აღმაფრთოვანებს ადამიანში სიყვარულის ნიჭი, როდესაც ვხედავ უპირობო სიყვარულის ჯანსაღ გამოხატულებას სიკეთეში, ღიმილში, მზრუნველობაში… გული სიხარულით მევსება და მინდა, რომ სწორედ სიყვარულში ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს. ასე ცხოვრება მართლაც რომ მშვენიერი იქნება.

 

და მაინც, ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ აღწეროთ საკუთარი ცხოვრება, როგორი იქნებოდა იგი?

თუ საკუთარ ცხოვრებას ერთი მეტაფორით აღვწერდი, ალბათ ვიტყოდი, რომ ქარიშხალშიც შესაძლებელია თვალები დახუჭო და საკუთარ თავში უსაზღვრო, სურნელოვანი და მზით განათებული ბაღი გააშენო. ცხოვრების გზაზე არის მომენტები, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს თითქოს ბოლომდე ამოწურავ, იღლები და უძლურებასაც გრძნობ. დღეს უკვე ვიცი, რომ ესეც ცხოვრების ნაწილია. ყველა ბრძოლა მხოლოდ სიმტკიცეს არ მოითხოვს – ზოგჯერ საკუთარ სისუსტესთან შეგუებაც და დახმარების მიღებაც გვჭირდება. სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანური ძალა იწურება, უფლის სიყვარული გვფარავს და გვაძლევს ძალას, კიდევ ერთხელ წამოვდგეთ.

 

რჩევა OK!-ს მკითხველს…

ყველა ადამიანი უნიკალურია. არ დაკარგოთ საკუთარი თავი და მოუსმინეთ თქვენი გულის ხმას. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი, დისციპლინასთან ერთად, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არ დაივიწყოთ.

 

 

 

ტექსტი: ქეთევან დაუშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ლოკაცია: ტიტა სტუდიო

 

ასევე გაეცანი

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა
ინტერვიუ

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის
OK! Doctors

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა
OK! Doctors

#OK! არგეა – ბავშვთა თერაპია, მშობელთა ჩართულობა და განვითარების ინდივიდუალური გზა

November 21, 2026
#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე
OK! Doctors

#OK! „მეტამორფოზა“ – გზა ცვლილებებიდან შინაგან თავისუფლებამდე

November 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი – “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” ფრონტის წინა ხაზამდე

#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი – “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” ფრონტის წინა ხაზამდე

March 2, 2022
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! „რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით.. “ – ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს!

#OK! „რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით.. “ – ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს!

January 12, 2024
#OK! ევროპული ისტორიები

#OK! ევროპული ისტორიები

September 8, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რობერტ პატინსონი – “ჰარი პოტერიდან“ ჯეიმს ბონდამდე: 7 გამორჩეული როლი მსახიობის კარიერაში

#OK! რობერტ პატინსონი – “ჰარი პოტერიდან“ ჯეიმს ბონდამდე: 7 გამორჩეული როლი მსახიობის კარიერაში

November 21, 2026
#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 23, 2026
#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

#OK! კარგი ექიმი მუდმივად სწავლობს – ინდირა კოპალეიშვილის პროფესიული ხედვა

November 21, 2026
#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

#OK! Fercoss – ქართული ისტორია თანამედროვე სამკაულებში

November 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები