• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წლევანდელი გაზაფხული ასტროლოგიური ტურბულენტობით იწყება – 26 თებერვლიდან 20 მარტამდე 2026 წლის პირველი რეტროგრადული მერკური გველის. გარდა ამისა, 3 მარტამდე გრძელდება დაბნელებების დერეფანიც, რაც ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ამ პერიოდის დასრულებისას თითოეული ჩვენგანი „დამსახურებულ“ შედეგს მიიღებს – ზოგს დიდი იღბალი ეწვევა, ზოგს კი წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო პასუხისგება. განსაკუთრებით ქალწულებს გაუჭირდებათ, რადგან მათ რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, რომლის შედეგებიც მხოლოდ დროთა განმავლობაში გამოიკვეთება.

 

თავდაპირველად უნდა გავერკვეთ, რა არის რეტროგრადული მერკური, რატომ არ უყვართ ის ან რატომ აბრალებენ ყველა უბედურებას. ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც დედამიწა თავის ორბიტაზე მერკურს უსწრებს. ამ დროს პლანეტა თითქოს უკან-უკან მოძრაობს. ასტროლოგიაში მერკურს განსაკუთრებული როლი აკისრია: ის პასუხისმგებელია კავშირების დამყარებაზე, ინფორმაციაზე, ინტელექტზე, ტექნიკასა და დოკუმენტებზე. შესაბამისად, რეტროგრადულ ფაზაში ამ სფეროებში მოსალოდნელია შეფერხებები და გაუგებრობები.

 

მერკურის გავლენას ყველაზე მძაფრად ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები იგრძნობენ. ამ ნიშნებს ხშირად მოუწევთ გაურკვევლობასთან შეჯახება და გაღიზიანება. მნიშვნელოვანი საქმეები და მოგზაურობა სჯობს უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადოთ, თავისუფალი დრო კი თვითშემეცნებასა და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

რას უნდა მოვერიდოთ:

რთული ტექნიკისა და გაჯეტების ყიდვა: ექსპერტები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ახალი ტელეფონების, კომპიუტერებისა და ავტომობილების შეძენისგან. ამ პერიოდში ნაყიდი ნივთები უფრო ხშირად ფუჭდება ან წუნიანი აღმოაჩნდება. თუ შეძენა გარდაუვალია, კარგად შემოწმებული მოდელები აირჩიეთ და შეძენის ქვითარი შეინახეთ.

 

მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერა: უძრავი ქონების ტრანზაქციები, საქორწინო ხელშეკრულებები და მსხვილი კონტრაქტები შესაძლოა ფარულ რისკებს შეიცავდეს. თუ ხელმოწერის გადადება შეუძლებელია, საბუთი რამდენჯერმე, კარგად გადაიკითხეთ და იურისტთან დააზუსტეთ.

 

მოგზაურობა: თუ სათადარიგო გეგმა არ გაქვთ უმჯობესია მგზავრობა გადადოთ. მოსალოდნელია რეისების დაგვიანება, შეცდომები ბილეთებში და ბარგის დაკარგვა.

 

ახალი პროექტების დაწყება: ნუ დაიწყებთ საქმეს ნულიდან. სჯობს ეს კვირები დაწყებულის დასრულებას დაუთმოთ.

 

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: მოერიდეთ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა ქორწილი, განქორწინება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან სამსახურიდან წამოსვლა.

თუმცა, 2026 წლის პირველ რეტროგრადს დადებითი მხარეებიც აქვს. ჩვენ შევძლებთ:

  • დავასრულოთ დაწყებული საქმეები;
  • დავიწყოთ ცხოვრების ახალი ციკლი;
  • ვიგრძნოთ სულიერი შვება და ძველი წყენებისგან გათავისუფლება.

რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რეტროგრადული მერკურის დროს?

ვერძი

ვერძები ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს იმკიან – იქნება ეს შეცდომები სამსახურში თუ ახლობლებთან უთანხმოება. 3 მარტამდე მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, რათა კონფლიქტებში არ ჩაებათ. სამაგიეროდ, რთული პერიოდის მეორე ნახევარი თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს – სულიერ აღმავლობას იგრძნობთ, ხოლო რომანტიკულ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

კურო

 

კუროები ჩვეულ გარემოცვაში არასტაბილურობას იგრძნობენ. შესაძლოა, რომელიმე მეგობართან ან ბიზნესპარტნიორთან კავშირი გაწყდეს. პირად ურთიერთობებში წინ ნდობის საკითხი წამოიწევს, რისი მიზეზი ჭორები და არასწორად გაგებული ინფორმაცია გახდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი ამბავი გადაამოწმეთ და ეცადეთ, თქვენი უკმაყოფილება პირდაპირ, მაგრამ მშვიდად გამოხატოთ.

ტყუპები

 

2026 წლის რეტროგრადული მერკურის პერიოდში მოსალოდნელია, რომ ხელმძღვანელობისგან ურთიერთგამომრიცხავი დავალებები მიიღოთ, კლიენტებმა კი პირობები ბოლო წამს შეცვალონ. კონკრეტული გეგმის არარსებობა მოთმინებიდან გამოგიყვანთ, თუმცა სიჩქარე ახლა თქვენი მტერია – აჩქარებით მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ და სიტუაციას გაართულებთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა დაიწყოს საუბარი ურთიერთობის სტატუსზე, რისთვისაც, სავარაუდოდ, ჯერ მზად არ ხართ.

კირჩხიბი

 

მოგიწევთ წინასწარ დასახული გეგმების შეცვლა, ყოველ შემთხვევაში, დაბნელებების დერეფნის დასრულებამდე მაინც. თუ დაგეგმილი გაქვთ მივლინება ან შვებულება, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია,  დროისა და ფინანსების დამატებითი მარაგი გაითვალისწინეთ. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ან რემონტის საკითხი, თუმცა სჯობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ.

ლომი

 

ტურბულენტური პერიოდის მიუხედავად, დიდ შემოქმედებით აღმავლობას იგრძნობთ. შესაძლოა, მოულოდნელად, უამრავი სამუშაო დაგემატოთ. რეტროგრადულ პერიოდს თავი ჰარმონიულად რომ გაართვათ, გრაფიკი მპაწესრიგეთ და ეცადეთ, საკუთარი თავისთვის დრო რაც შეიძლება ხშირად გამონახოთ. „ჯერ საქმე და მერე გართობა“ – უახლოეს დღეებში ეს თქვენი დევიზი უნდა იყოს.

ქალწული

 

 

თქვენთვის ეს პერიოდი დაძაბული, თუმცა საბოლოო ჯამში სასარგებლო იქნება. ერთადერთი სირთულე ისაა, რომ სტაბილურობის მისაღწევად მუდმივად სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით ქორწინებასა და საყოფაცხოვრებო საკითხებს ეხება.

სასწორი

 

 

რეტროგრადული მერკურის დროს სასწორები დაღლილობასა და ემოციურ გადაწვას იგრძნობენ. მოსალოდნელია გეგმების მუდმივად შეცვლა და შეხვედრების დაუსრულებელი გადადება. ასეთ დროს ეცადეთ, არ ინერვიულოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. ამ დროს ხელსაყრელია იმიჯის შეცვლა, სპორტდარბაზში სიარული ან ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება.

მორიელი

 

 

მორიელები შეიძლება მოულოდნელად ძველ პროექტს ან სიყვარულს დაუბრუნდნენ. წარსულიდან ვიღაც თავს ზარით ან შეტყობინებით შეგახსენებთ. გირჩევთ კავშირის აღდგენამდე გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღეთ და მაცდურ სიტყვებს ნუ ენდობით. მარტის შუა რიცხვებში შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი დაასრულოთ.

მშვილდოსანი

 

 

რეტროგრადული მერკურის დროს მშვილდოსნები სამსახურსა და სახლს შორის იმოძრავებენ. ოჯახური საკითხები – იქნება ეს რემონტი თუ შვილებთან მნიშვნელოვანი საუბარი თქვენს დაუყოვნებლივ ჩართულობას მოითხოვს. გაუფრთხილდით ფინანსებს და ფულს წვრილმანებში ნუ დახარჯავთ. სჯობს თანხა რთული პერიოდის დასრულებამდე დაზოგოთ.

თხის რქა

 

 

რეტროგრადული მერკური თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს იმას, რაც ყველაზე მეტად გძულთ – ქაოსს და გაურკვევლობას. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მიმოწერისას, რადგან შეტყობინებები შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. თუ მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას გეგმავთ, სჯობს ეს პროცესი ვითარების დაწყნარებამდე გადადოთ.

მერწყული

 

 

ამ პერიოდში მერწყულებმა თავი უნდა დაანებონ იმ სიტუაციების ანალიზს, რომლებზეც გავლენას ვერ ახდენენ. მიუღწეველზე ფიქრი მხოლოდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. უპირატესობა მიანიჭეთ კონკრეტულ ამოცანებსა და ფინანსურ საკითხებს, განსაკუთრებით იმას, რაც თქვენი შრომის სამართლიან ანაზღაურებას ეხება.

თევზები

 

 

რეტროგრადული მერკურის დროს თევზები მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. გარშემომყოფები თქვენგან გადამწყვეტ ნაბიჯებს ელოდებიან, თუმცა ამის ძალა ყოველთვის არ გექნებათ. შესაძლოა, გარეგნობის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებს უნდა მოერიდოთ. რთული პერიოდის ბოლოს შვებას იგრძნობთ, თითქოს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული თავი წარმატებით დახურეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 

ასევე გაეცანი

#OK! სელინ დიონი სცენას უბრუნდება – ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი პარიზში 16 კონცერტს გამართავს
OK! News

#OK! სელინ დიონი სცენას უბრუნდება – ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი პარიზში 16 კონცერტს გამართავს

August 31, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან
OK! News

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
#OK! 77 წლის რიჩარდ გირი კვლავ “შეყვარებულია” – მსახიობი ახალ რომანტიკულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს
OK! News

#OK! 77 წლის რიჩარდ გირი კვლავ “შეყვარებულია” – მსახიობი ახალ რომანტიკულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს

August 31, 2026
Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება
OK! News

Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება

August 29, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები