• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 25, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

2026 წლის მარტი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება. ეს არის დრო, როდესაც ილუზიების ნისლი იფანტება და თითოეულ ჩვენგანს რეალობისთვის თვალებში ჩახედვა უწევს. ზოგისთვის ეს მძიმე გამოცდა იქნება, ზოგისთვის კი ტრამპლინი მომავალი წარმატებისკენ.

ამ თვეში ყველაზე მეტად წყლისა და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს გაუმართლებთ. კირჩხიბებს იღბალი ფინანსურ საქმიანობაში გაუღიმებს, ლომებს კარიერული წინსვლა, მშვილდოსანს კი წარმატებული პროექტები ელის.

ვერძებისა და თევზებისთვის მარტი ნებისყოფის გამოცდის დროა – სატურნი მათგან რკინის დისციპლინას მოითხოვს.

სიყვარულში ყველაზე მეტად კუროს, ქალწულსა და თხის რქას გაუმართლებს. მორიელებსა და მერწყულებს შინაგანი ცვლილებების გავლა მოუწევთ. მარტი მათ პროფესიული მიმართულების ან ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებს, რაც თავიდან გამოცდად მოეჩვენებათ, თუმცა საბოლოოდ, ნამდვილ თავისუფლებას მოუტანთ.

ტყუპებისა და სასწორების კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული მახეებისა და ჭორების თავიდან აცილება იქნება. ახლა კი დაწვრილებით გიამბობთ რისთვის უნდა მოემზადოს მარტის თვეში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ვერძი

მარტი თქვენგან საკუთარ თავთან მაქსიმალურ გულწრფელობას მოითხოვს.  სატურნის გავლენა კარიერაში დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას გაიძულებთ, რაც დაწინაურებით დაგვირგვინდება. მარტის დასაწყისში პირადი ცხოვრება დაბნელების ეპიცენტრში აღმოჩნდება – შესაძლოა ძველმა წყენებმა თავი იჩინოს, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. არჩევანი დაშორებასა და ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლას შორის უნდა გააკეთოთ. ჯანმრთელობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული სტრესის დონეზე, ამიტომ ნერვულ სისტემას  გაუფრთხილდით.

კურო

კუროებისთვის ეს თვე მყარი საძირკვლის ჩაყრის პერიოდია. პროფესიულ სფეროში მეთოდური დაგეგმვა და გრძელვადიან ინვესტიციებზე მუშაობა დაგჭირდებათ. ურთიერთობებში მშვიდი ჰარმონიის დროა – ვენერა ოჯახური მყუდროების განმტკიცებასა და ახლობლებთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა გაციების პროფილაქტიკას ყურადღება მიაქციეთ და ყელს გაუფრთხილდით.

ტყუპები

მარტი ტყუპებს ქაოსთან მიახლოებულ დინამიკას მოუტანს. საბუთებში არეულობის ან კოლეგებთან გაუგებრობის გამო, კარიერაში მოსალოდნელია შეფერხებები. ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია სიახლეები, რაც მიმდინარე პრიორიტეტების გადახედვას გაიძულებთ. თვის ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია, ამიტომ ფიზიკურ ჯანმრთელობას მხარდაჭერა დასჭირდება. ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და შფოთვის მოსახსნელად სუნთქვითი ვარჯიშები აკეთოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის მარტი ფინანსური გარღვევისა და ემოციური განახლების თვეა. 3 მარტის მთვარის დაბნელება თქვენი შემოსავლების სექტორს შეეხება, რაც საქმიანობის შეცვლისკენ ან ძველი ფინანსური ვალდებულებების დახურვისკენ გიბიძგებთ. პირად ცხოვრებაში ურთიერთგაგება და იდილია სუფევს – გეგმები, რომლებიც პარტნიორთან ერთად დაიახეთ, მალე განხორციელდება. ამ პერიოდში ჯანმრთელობა დისციპლინას მოითხოვს – თუ საკვების ხარისხს უგულებელყოფთ, საჭმლის მომნელებელი სისტემა თავს შეგახსენებთ.

ლომი

მარტში ლომები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან, რაც მათ კარიერასა და სოციალურ სტატუსზე დადებითად აისახება. ხელმძღვანელობა თქვენს წარსულ დამსახურებებს დააფასებს და ახალი პროექტებისკენ გზას გაგიხსნით. თუმცა სიყვარულში გადამეტებული თავდაჯერება შეიძლება კამათის მიზეზი გახდეს – ეცადეთ პარტნიორის სურვილების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ფიზიკური მდგომარეობა ბალანსს მოითხოვს – გირჩევთ ინტენსიური დატვირთვის ნაცვლად უპირატესობა ცურვას ან იოგას მიანიჭოთ.

ქალწული

Girl picking flowers field Images - Free Download on Freepik

მარტი ქალწულებს პრაქტიკული და რუტინული ამოცანების მოგვარებას სთავაზობს, რაც მომავალი წარმატების გასაღები გახდება. პროფესიულ სფეროში საქმეების დასრულება ნანატრ სიმშვიდესა და მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობები ცივდება, რადგან თქვენ და თქვენს პარტნიორს ფიქრისთვის მეტი პირადი სივრცე დაგჭირდებათ. ჯანმრთელობამ დაგროვილ დაღლილობაზე შესაძლოა ალერგიული რეაქციებით უპასუხოს, ამიტომ ქიმიური გამღიზიანებლები მინიმუმამდე დაიყვანეთ და მენიუ აკონტროლეთ.

სასწორი

სასწორებისთვის ეს თვე თანამშრომლობისა და იდეალური ბალანსის ძიების ნიშნით ჩაივლის. კარიერული ზრდა მხოლოდ პარტნიორობით არის შესაძლებელი, ამიტომ კოლეგების ნდობის და დავალებების განაწილების ნუ შეგეშინდებათ. პირადი ცხოვრება რომანტიკითა და შთაგონებით აივსება – მარტი იდეალური დროა სიყვარულის ახსნისა და ქორწინებისთვის. ყურადღება გამოიჩინეთ თირკმელებისა და წელის მიმართ. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და ამინდის შესაბამისად ჩაიცვით, რათა ანთებითი პროცესები თავიდან აიცილოთ.

მორიელი

მარტი მორიელებს ღრმა შინაგან ცვლილებებს მოუტანს, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. სამსახურში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, პროფესიული ვექტორის შეცვლამდეც კი, რაც საბოლოოდ მომგებიანი აღმოჩნდება. ურთიერთობებში შესაძლოა ეჭვიანობის გამო ვითარება დაიძაბოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ახლობლების ნდობა ისწავლოთ. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან მაღალია, რაც საშუალებას მოგცემთ აქტიური სპორტით დაკავდეთ, თუმცა ვარსკვლავები მცირე ტრავმების რისკის შესახებ გაფრთხილებენ.

მშვილდოსანი

Caucasian woman picking flowers in field stock photo

ხელსაყრელი დრო დგება მივლინებების, სწავლისა და საერთაშორისო პროექტების დაწყებისთვის – ნებისმიერ  სიახლეში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. ურთიერთობების სფერო სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. მარტოხელა მშვილდოსნები შეიძლება შეხვდნენ ადამიანს, რომელიც თავგადასავლებისადმი მათ სიყვარულს გაიზიარებს. ჯანმრთელობა პრობლემებს არ შეგიქმნით, თუ ორგანიზმს ვიტამინების კურსით დაეხმარებით და ოპტიმისტურ განწყობას შეინარჩუნებთ – ეს თქვენი მთავარი წამალი იქნება.

თხის რქა

მარტში თხის რქები გამძლეობისა და მიზანდასახულობის საოცრებებს მოახდენენ. სამსახურში ისეთი ამოცანის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც სხვებისთვის დაუძლეველი იქნება, რითაც ავტორიტეტსა და ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიმყარებთ. ოჯახი და სახლი ამ პერიოდში „მშვიდ ნავსაყუდელად“ იქცევა, სადაც შრომითი გმირობების შემდეგ ძალების აღდგენას შეძლებთ. ფიზიკური მდგომარეობა ძვლოვანი სისტემისა და სახსრების მიმართ ყურადღებას მოითხოვს – ექიმთან გეგმიურ ვიზიტებს ნუ უგულებელყოფთ და ეცადეთ მეტი იმოძრაოთ.

მერწყული

158,400+ Woman In Flower Field Stock Photos, Pictures & Royalty-Free Images - iStock | Woman in nature, People in nature

სამსახურში თქვენს იდეებს მხარდაჭერა ელით. შესაძლოა, ისინი უმოკლეს დროში განხორციელდნენ, რაც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. სიყვარულში ექსპერიმენტები და სიახლეები თქვენს კავშირს წაადგება და ვნების ნაპერწკალს დაუბრუნებს. ჯანმრთელობისთვის მთავარი საფრთხე ინფორმაციული გადატვირთვა და უძილობა იქნება, ამიტომ სასურველია, საღამოს გასეირნება ჩვევად აქციოთ.

თევზები

თევზებს მარტში ილუზიებისგან გათავისუფლების პერიოდი ელით. თქვენს ნიშანზე სატურნის და ნეპტუნის გავლენა მკაცრ კონკრეტიკას და აუსრულებელ გეგმებზე უარის თქმას მოითხოვს, რაც საბოლოოდ სტაბილურობამდე მიგიყვანთ. მთვარის დაბნელება პირად ცხოვრებაში  ზედმეტი კავშირების გაწყვეტაში დაგეხმარებათ და თქვენს გვერდით მხოლოდ ყველაზე ერთგულ ადამიანებს დატოვებს. თქვენი ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციურ ფონთან, ამიტომ წყლის პროცედურები და სიმშვიდეში გატარებული დრო შინაგანი რესურსის შენარჩუნებისთვის საუკეთესო გზაა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! დედამიწაზე შესაძლოა, სიცოცხლე გაქრეს – მეცნიერების ახალი კვლევა

ასევე გაეცანი

#OK! ჯენიფერ ლოურენსმა პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა – რა პროცედურები გაიკეთა მსახიობმა?
OK! News

#OK! ჯენიფერ ლოურენსმა პლასტიკურ ოპერაციებზე ისაუბრა – რა პროცედურები გაიკეთა მსახიობმა?

November 5, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ
OK! News

#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

November 5, 2026
#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს
OK! News

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

#OK! 1 წლიანი განშორების შემდეგ ლიზა ყენიას შეხვედრა ძაღლთან – იხილეთ ვიდეო

January 30, 2023
#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

#OK! ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს 19 წლის შეყვარებული? ებრაელი მოდელი მსახიობთან ერთად დააფიქსირეს

February 7, 2023
#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

#OK! „ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა“ – ინგა გრიგოლია ბებია გახდა

January 9, 2023
#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

#OK! პირველი გამოჩენა – ჯიჯი ჰადიდის და ლეონარდო დიკაპრიოს წყვილი ერთად შენიშნეს

September 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

#OK! ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია – ნახეთ სრული სია

November 4, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

#OK! ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გასაჯაროვდა – რას წერდა მსახიობი 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები