ფრანგულმა მედიამ ბრიჯიტ ბარდოს პირადი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ის პარტნიორს, ბერნარ დ’ორმალს, ურთიერთობის გამო მკაცრად აკრიტიკებს.
2022 წლის 17 ნოემბრით დათარიღებულ ხელნაწერ წერილში მსახიობი წერს, რომ მას პარტნიორისგან სიყვარული, მხარდაჭერა და თანადგომა არასდროს მიუღია.

ბერნარ, ეს მარცხია!
30 წლის წინ ყველაფერი მოგეცი – ჩემი სიყვარული, ჩემი ღრმა სურვილი, მყოლოდა თანამგზავრი, რომელიც ამ სიყვარულს დამიბრუნებდა, გაიზიარებდა ჩემს ცხოვრებასა და ჩემს უდიდეს დარდს, ჩემთან ერთად გაივლიდა ცხოვრების ბოლო გზას, ჩემთან ერთად გაიხარებდა მეგობრებთან ერთად ყავის ან ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით, გაიზიარებდა ჩემს ცხოვრებას, მანქანით სასეირნოდ წამიყვანდა, გაიხარებდა იმ ცხოვრებით, რომელსაც მე ვთავაზობდი.
დღეს უკვე მოთმინების ბოლო ზღვარზე ვარ – შენ 30 წლის განმავლობაში მანადგურებდი, დღითი დღე. ძალიან მჭირდება ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი, მხარდაჭერა, სითბო და თანადგომა მჭირდება – შენი კი, სამწუხაროდ, ამის მოცემის უნარი არ გაქვს.
ბრიჯიტი“.

წერილის გამოქვეყნება ბარდოს მემკვიდრეობის გარშემო დაწყებულ დავას დაემთხვა. მსახიობი 2025 წლის 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ანდერძის მიხედვით, ქონება მის ერთადერთ ვაჟს, ნიკოლა-ჟაკ შარიესა და ცხოველთა დაცვის ფონდს გადაეცა.
მემკვიდრეობის საკითხზე დაპირისპირება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დ’ორმალს სენ-ტროპეში მდებარე სახლიდან, La Madrague-დან, წასვლა მოუწია. ეს სახლი ბარდომ თავისივე ფონდს გადასცა და ანდერძში მიუთითა, რომ მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში იქ მცხოვრებლებს საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინათ.
![]()
ბარდო და ბერნარ დ’ორმალი 1992 წელს მათ ნორვეგიაში დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება საფრანგეთში იურიდიულად არ იყო აღიარებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა












