ჰეილი ბიბერის სილამაზის ბრენდი Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევის მხარდასაჭერად 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ბრენდმა ქალთა ჯანმრთელობის ფონდთან პარტნიორობა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში თანხა ახალი კვლევებისა და სამედიცინო ინოვაციების განვითარებას მოხმარდება.

ეს Rhode-ის ყველაზე მასშტაბური ფილანტროპიული ინიციატივაა. დაფინანსების ნაწილი, 1 მილიონი დოლარი, ქალთა ჯანმრთელობის ფონდის სპეციალური საინვესტიციო ფონდის – Evergreen Fund-ის შესაქმნელად გამოიყოფა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დედებისა და მოზარდების ჯანმრთელობას.
5-მილიონიანი გრანტი Rhode’s Futures Fund-ის მეშვეობით გაიცემა. ფონდი 2022 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუჭირა მხარი. მათ შორისაა Support for Moms Fund. გარდა ამისა, 2025 წელს, ლოს-ანჯელესში გაჩენილი ხანძრების შემდეგ, დაზარალებულთა დასახმარებლად Rhode-მა 1 მილიონი დოლარი გამოყო.

აღსანიშნავია, რომ Rhode 2025 წელს კოსმეტიკურმა კომპანიამ e.l.f. Beauty-მ შეიძინა. ახალი ინიციატივა მშობელი კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობის ნაწილია – e.l.f. Beauty ყოველწლიურად საკუთარი მოგების 2%-ს სხვადასხვა სოციალური მნიშვნელობის პროექტს ახმარს.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ჰეილი ბიბერი Time-ის ყდაზე – Rhode 2026 წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის მოხვდა
#OK!BusinessCelebrity Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია












