• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Health & Beauty – თაკო გვაზავას ბლოგი

April 6, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოგესალმებით, თავის მოვლის გურუებო!

ჩემი დღევანდელი ბლოგი მინდა მივუძღვნა სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიის გავლენას ადამიანებზე. ალბათ დაფიქრებულხართ, რამდენად დიდია მარკეტინგის წნეხი, სილამაზის სტანდარტების ჩვენზე გავრცელების ძალა და ამ ყველაფერში, ცხადია, უდიდეს როლს ინტერნეტი და სოცქსელები თამაშობს – ინფორმაციის ჩვენამდე უსწრაფესად მოღწევის მთავარი საშუალება.

კაცობრიობის ისტორია გვიყვება, რომ სილამაზის სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე, უძველესი ეგვიპტური კულტურიდან იღებს სათავეს. არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენები მოწმობს, რომ ეგვიპტელები საკმარისად კარგად იცნობდნენ და იყენებდნენ კოსმეტიკას, თავისებურად უვლიდნენ კანს, იცვლიდნენ ნაკვთებს, იღებავდნენ ტუჩებს (თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 3000 წლის წინაც ძალიან მოდური იყო დიდი ტუჩები). შამანებისა და ქურუმების მიერ დამზადებული ფერ-უმარილი ფართოდ მოიხმარებოდა. გამოიყენებოდა ზეთისხილის ზეთი, თაფლი, სხვადასხვა სურნელოვანი ზეთები, მცენარეების წვენები. თმის საღებავის უძველესი რეცეპტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1580 წელს, მე-18 დინასტიის ეგვიპტელი ფარაონის ძვირფას მეუღლეს ეკუთვნის. კლეოპატრას მიერ რძის აბაზანების სიყვარულზე ხომ მთელმა მსოფლიომ ვიცით. კლეოპატრამ კარგად მიაგნო რძემჟავას – ალფა ჰიდროქსიდ მჟავას სახის კანზე მოქმედების იდეალურ ფუნქციას და შესანიშნავად იყენებდა კანის სტრუქტურის ერთგვაროვნებისა და სილამაზისთვის.

მოდი, გადმოვინაცვლოთ აღორძინების ეპოქაში, როცა კოსმეტიკა და თავის მოვლის კულტურა ახლიდან აღორძინდა. ეგვიპტისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კოსმეტიკის ხელოვნება შეიჭრა საფრანგეთში, შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებსა და რუსეთში. თავიდან ის დეკორატიული კოსმეტიკის სახით იყო გავრცელებული, რათა კანის ნაკლოვანებები დაეფარა, მაგალითად, ნაყვავილარი სახის დეფექტები.

მეცხრამეტე საუკუნიდან კოსმეტიკამ და გარეგნობაზე ზრუნვამ მყარად დაიკავა ადგილი ადამიანების ჰიგიენურ რიტუალებში და დაიწყო განვითარება, როგორც სიღრმისეულად გამოკვლევადმა და მნიშვნელოვანმა დარგმა. მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში საფუძველი ეყრება საპარფიუმერიო წარმოებას და იხსნება კოსმეტოლოგიური კაბინეტები.

 

 

რა ხდება დღეს, განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნეში?

ინტერნეტისა და სოციალური ქსელების არსებობამ, სხვა გლობალურ ტენდენციებთან ერთად, სილამაზის სტანდარტები კიდევ უფრო მოცულობითი და გავლენიანი გახადა. თავადაც ვერ მივხვდით, ისე აღმოვჩნდით ხაფანგში, რომლისგან თავის დაღწევაც, პირდაპირ ვთქვათ, ფაქტობრივად, არც გვინდა. სილამაზის ინდუსტრიის ჰიპერგანვითარებამ ნელ-ნელა წაშალა ზღვარი ყოველდღიური ჰიგიენის რიტუალების საჭიროებასა და ესთეტიკური, ვიზუალური სახეცვლილების დაუოკებელ სურვილს შორის. ესთეტიკური მედიცინის მეოცე საუკუნის რევოლუციურმა განვითარებამ, ახალი ტენდენციების დანერგვამ, ახალმა მოდამ, რომელსაც მსოფლიო სელებრითები და ინფლუენსერები უშურველად გვიზიარებენ, ამოატრიალა თანამედროვე ადამიანის ესთეტიკური გემოვნება, უკან ჩააჩოჩა ინდივიდუალიზმი და ახალი მოდური ვიზუალის მზა ფორმულები შემოგვთავაზა. მოდურია კიმ კარდაშიანის ტუჩები და გავა, ბელა ჰადიდის ლოყები ბიშექტომიის შემდეგ, ანჯელინა ჯოლის ნიკაპი, ჩვენთან – ლელა კილაძისა და შორენა ბეგაშვილის ნაკვეთები და სახის კონტური, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას. სამწუხაროდ, თითქმის არ ისმება კითხვა: რა იქნება მერე, რა ცვლილებები მოჰყვება ვიზუალში ასე აქტიურად ჩარევას წლების შემდგომ? როგორები ვიქნებით 20-30 წლის შემდეგ? ან რატომ უნდა ვგავდეთ ყველანი ერთმანეთს, რა არის ამაში კარგი, მომხიბლავი?

პირადად ჩემი აზრით, ის, რაც მასობრივი არხებით სილამაზის სტანდარტების გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხეა, ეს არის მათი წვდომა მოზარდებზე. როგორ იღებენ მოზარდები და ბავშვები მათზე თავს მოხვეულ ამდენ კლიშეს და საზოგადოებრივ დაკვეთებს? რამდენად უძლებს მათი მყიფე ფსიქიკა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იდენტობა ტიკტოკის, ინსტაგრამის ბრჭყვიალა ვიდეოებიდან მიღებულ უამრავ არასაჭირო და მათი ასაკისთვის მავნებლურ ინფორმაციას?

ჩემს ბლოგს დავასრულებ იმედით, რომ ნელ-ნელა ცივილიზებული საზოგადოება კვლავ აღიარებს ადამიანის თვითნაბადი ინდივიდუალიზმის ერთადერთობასა და შეუცვლელობას. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენთან ასე ჰიტად ქცეული სილამაზის ამერიკული და რუსული ტენდენციები აუცილებლად ჩანაცვლდება ევროპული, დაბალანსებული, ადამიანის ბუნებრივ სილამაზესა და ვიზუალზე მორგებული მოვლის კულტურით.

ყველას საკუთარ თავთან, გარეგნობასა და განწყობასთან ჰარმონიაში ცხოვრებას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

 

თქვენი თაკო გვაზავა

ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები