• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე წელს ერთ-ერთი გამორჩეული სახე პოლონური წარმოშობის იტალიელი მსახიობი კასია სმუტნიაკი იყო. ის ვენეციაში ნანი მორეტის ახალი ფილმის, „Succederà Questa Notte“-ის პრემიერაზე გამოჩნდა, რომელიც ფესტივალის მთავარ კონკურსში „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის.

მსახიობმა ამჯერადაც მისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური და დახვეწილი სტილი აირჩია. ის Giorgio Armani-ს შავ სმოკინგში გამოჩნდა, რომელსაც პერანგის ნაცვლად თეთრი ატლასის ჰალსტუხი შეუხამა. ლუქი კი Garatti-ს ბრილიანტის მწვანე ქვით გაფორმებული ყელსაბამითა და შესაბამისი საყურეებით დაასრულა.

 

მისმა გამოჩენამ საქართველოშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქართველმა მაყურებელმა კასია სმუტნიაკი ლიკა ქავჟარაძეს მიამსგავსა და აღნიშნა, რომ მსახიობები ერთმანეთს გარეგნობით ძალიან ჰგვანან.

მაგრამ ვინ არის ქალი, რომლის კარიერაც იტალიურ კინოში ათწლეულებს ითვლის და რომლის ცხოვრების უკანაც მძიმე პირადი ისტორია დგას?

კასია სმუტნიაკი 1979 წლის 13 აგვისტოს დაიბადა.  მამა, ზენონ სმუტნიაკი, პოლონეთის საჰაერო ძალების გენერალი იყო, დედა კი მედდად მუშაობდა. სწორედ მამის გავლენით კასიას ბავშვობიდან გაუჩნდა ფრენისადმი ინტერესი. 16 წლის ასაკში მან პილოტის მოწმობაც მიიღო.

„პოლონეთში, სადაც გავიზარდე, ჩვენ არ ვნებდებით. არასდროს. უბრალოდ, მივდივართ ომში. მამაჩემი გენერალია და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სუსტი ადამიანებისთვის ადგილი არ არის ბრძოლის ველზე. ამას ხუმრობით ამბობდა, მაგრამ, თუ დაფიქრდები, ასეთ გარემოში გაზრდა ძალიან მძიმეა”.

 

კარიერა და პირადი ტრაგედია

სმუტნიაკის კარიერა ჯერ კიდევ მოზარდობისას დაიწყო. 15 წლის ასაკში სამოდელო სფეროში გამოჩნდა, მოგვიანებით კი იტალიაში გადავიდა, სადაც  მსახიობობა მისი მთავარი პროფესია გახდა. კინოში მისი დებიუტი 2000 წელს შედგა ფილმით „At the Right Moment“, რის შემდეგაც პოლონურ და იტალიურ პროექტებში დაიწყო გამოჩენა.

2000-იანი წლებში არაერთ ფილმსა და სატელევიზიო პროექტში ითამაშა, თუმცა კარიერული აღიარება განსაკუთრებით ფილმმა „In Your Hands“ მოუტანა. 2008 წელს ამ როლისთვის სმუტნიაკმა Globo d’Oro-ს ჯილდო მიიღო.

მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „From Paris with Love“, „Fasten Your Seatbelts“, „Wonderful Boccaccio“, „Loro“, „The Hummingbird“ და „Diamonds“. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია პაოლო ჯენოვეზეს „Perfect Strangers“, რომელმაც იტალიაში დიდი წარმატება მოიპოვა და მოგვიანებით არაერთ ქვეყანაში გადაღებული მრავალი რიმეიქის საფუძველი გახდა.

ტელევიზიაშიც მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლივია დრუსილას როლი სერიალში „Domina“, სადაც მან ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი პერსონაჟი განასახიერა.

სმუტნიაკის კარიერა მხოლოდ მსახიობობით არ შემოიფარგლება. 2023 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი დოკუმენტური ფილმით „Mur“, რომელიც პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების მძიმე მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ასახავს.

სმუტნიაკის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავი იტალიელ მსახიობ პიეტრო ტარიკონეს უკავშირდება. ისინი 2003 წელს ფილმ „Radio West“-ის გადაღებებზე შეხვდნენ, 2004 წელს წყვილს ქალიშვილი, სოფი, შეეძინა.

 

2010 წლის ივნისში კი ტრაგედია დატრიალდა – ტარიკონე პარაშუტით ხტომისას მძიმედ დაშავდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ისე მივეჩვიე კბილების ღრჭიალს, რომ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არის, მაინც ვგრძნობ, რომ რაღაც ტრაგიკული ახლოვდება. ხანდახან ხდება ისე, თითქოს უნდა ისიამოვნო ცხოვრებით, მაგრამ გგონია, რომ კატასტროფა გელის. ფსიქოანალიტიკოსმა მასწავლა, როგორ გადამეტანა ეს მდგომარეობა – ის ნაწილი ჩემი, რომელიც ვერ მშვიდდება და მუდამ დაძაბულია, მცირე საფრთხეზეც კი გარბის. თავს დეპრესიულად გრძნობ? მაშინ იყავი დეპრესიაში, მითხრა. ვერ იღებ გადაწყვეტილებას? ნუ იღებ, აიღე პაუზა, შეინარჩუნე სიმშვიდე” – ამბობდა მსახიობი მოგვიანებით.

 

მსახიობის თქმით, ეს განცდა წარსულში განცდილ მოვლენებს უკავშირდება – თითქოს ბედნიერებას ყოველთვის შეიძლება მოჰყვეს მოულოდნელი ცვლილება. მისთვის ეს განცდა ცხოვრების ნაწილია, თუმცა, ამავდროულად, სმუტნიაკმა მაინც შეძლო დანაკარგის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება, კარიერის განვითარება და ახალი პროფესიული გზების აღმოჩენა:

ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ კასია სმუტნიაკის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა – იტალიელი კინოპროდიუსერი დომენიკო პროკაჩი. წყვილს 2014 წელს ვაჟი, ლეონე, შეეძინა, ხუთი წლის შემდეგ კი, 2019 წელს, მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები