• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Fenty Beauty რიანამ 2017 წლის 8 სექტემბერს, ფრანგულ კონგლომერატ LVMH-თან დაკავშირებულ Kendo Brands-თან პარტნიორობით, გამოუშვა.

მომღერალს სურდა, შეექმნა პროდუქცია, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემას უპასუხებდა – მაკიაჟის საშუალებების არჩევანი ყველა კანის ფერის მქონე ადამიანისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ იყო. ბრენდის პირველივე კოლექციამ ეს მიდგომა მის მთავარ უპირატესობად აქცია, ხოლო Fenty Beauty-ს სახელი მუსიკის მოყვარულთა წრეს მალევე გასცდა და საერთაშორისო სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ბრენდად იქცა.

 

იდეა, რომელიც პირადი გამოცდილებიდან დაიბადა

2017 წელს ჟურნალ TIME-სთან ინტერვიუში მომღერალმა გაიხსენა, რომ სილამაზის სამყაროთი დედის წყალობით დაინტერესდა. მოგვიანებით, როცა თავად დაიწყო მაკიაჟის გამოყენება, ეს მისთვის თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.

 

 

რიანასთვის საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია მაკიაჟის ბაზარზე არსებული პრობლემის მოგვარება იყო – ტონალური კრემების არჩევანი ყველა მომხმარებლის საჭიროებას ვერ პასუხობდა, განსაკუთრებით რთული იყო მუქი კანის ტონის შესაბამისი პროდუქტის პოვნა. სწორედ ამიტომ, Fenty Beauty-ს შექმნისას მომხმარებელს ფართო ფერთა პალიტრა შესთავაზა.

 

40 ტონი და “Fenty Effect“

Fenty Beauty-ს სადებიუტო კოლექციაში Pro Filt’r-ის ტონალური კრემი 40 განსხვავებული ტონით იყო წარმოდგენილი. ასეთი არჩევანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კანის ფერის შესაბამისი პროდუქტის პოვნა უჭირდათ. ბრენდის მიდგომამ სილამაზის ინდუსტრიაში ფართო განხილვა გამოიწვია და სხვა კომპანიებსაც უბიძგა, ტონალური კრემების ფერთა პალიტრისთვის მეტი ყურადღება დაეთმოთ.

 

ამ გავლენას მედიაში „Fenty Effect“ – „ფენტის ეფექტი“ – უწოდეს.

„მინდოდა, ყველას ჩართულად ეგრძნო თავი“, – ასე განმარტა რიანამ ბრენდის შექმნის მთავარი მიზეზი. მისი თქმით, Fenty Beauty სხვადასხვა კანის ფერის, ხასიათის, კულტურისა და წარმომავლობის ადამიანებისთვის შეიქმნა.

ჟურნალ TIME-ის 2018 წლის მონაცემებით, ბრენდმა გაყიდვების სახით პირველ 40 დღეში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიიღო.

წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროდუქციის მრავალფეროვნებამ და სარეკლამო კამპანიამაც – ბრენდმა მომხმარებელს ტონალური კრემები, ჰაილაითერები, კონტურის საშუალებები და ტუჩის პროდუქტები შესთავაზა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა Pro Filt’r-ის ტონალურმა კრემმა და Gloss Bomb-ის ტუჩსაცხმა.

 

Fenty Beauty-დან Fenty Fragrance-მდე

მაკიაჟის ხაზის წარმატების შემდეგ რიანამ ბიზნესი კანის მოვლის მიმართულებით გააფართოვა. 2020 წელს მან Fenty Skin წარადგინა, რომელიც ყოველდღიური მოვლისთვის განკუთვნილ პროდუქტებს აერთიანებს. ბრენდის კონცეფცია მარტივი და პრაქტიკული რუტინის შექმნას ეფუძნება.

2024 წელს Fenty Hair გამოვიდა,  ბრენდის კიდევ ერთი მიმართულებაა Fenty Fragrance, რომელიც სუნამოებს აერთიანებს. ამგვარად, Fenty-ის სახელით მომხმარებელს სილამაზისა და პირადი მოვლის რამდენიმე კატეგორიის პროდუქცია შეუძლია შეარჩიოს.

 

 

რიანას მაგალითი ცხადყოფს, რომ წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცნობადობა, არამედ მომხმარებლის საჭიროებების დანახვა. Fenty Beauty სწორედ ამ იდეით გამოჩნდა ბაზარზე – და სილამაზის ინდუსტრიაში რიანას სახელი მუსიკასთან ერთად წარმატებულ ბიზნესსაც დაუკავშირა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

 

#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

ასევე გაეცანი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

September 29, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები