• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

September 29, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კენდალ ჯენერის სახელი მოდის სამყაროს განუყოფელი ნაწილია – იგი უკვე წლებია  მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კამპანიებსა და ჩვენებებში მონაწილეობს, თუმცა ბოლო დროს საკუთარი კარიერის კიდევ ერთი მიმართულება შექმნა –  2021 წელს ბიზნესი წამოიწყო და ალკოჰოლური სასმელის ბრენდი, 818 Tequila დააარსა.

818-ის შექმნის ისტორია კენდალისთვის უცხო სფეროდან არ დაწყებულა. მოდელის თქმით, ოჯახში ტეკილა ყოველთვის პოპულარული სასმელი იყო და სწორედ ამ ინტერესმა გაუჩინა სურვილი, თავადაც შეექმნა საკუთარი ბრენდი.

 

 

თავდაპირველად სხვადასხვა სახეობის ტეკილას დაგემოვნება დაიწყო, შეისწავლა პროდუქტის წარმოების პროცესი და საბოლოოდ გადაწყვიტა, შეექმნა სასმელი, რომელსაც თავადაც სიამოვნებით დალევდა. თუმცა იდეიდან რეალურ პროდუქტამდე მისვლას დრო და ბევრი მუშაობა დასჭირდა.

ბრენდის სახელიც კენდალის პირად ისტორიას უკავშირდება. 818 ლოს-ანჯელესის სან-ფერნანდოს ველის სატელეფონო კოდია – სწორედ იმ ადგილის, სადაც კენდალი გაიზარდა.

„მინდოდა, შემექმნა რაღაც, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – მოდელი 818-ის შესახებ საუბრისას ხშირად აღნიშნავს, რომ ბრენდის შექმნა მისთვის მხოლოდ ბიზნესპროექტი არ ყოფილა.

იმასაც არ მალავს, რომ ბრენდის განვითარებაში მოდის სამყაროში მიღებული გამოცდილებაც ეხმარება. 818-ისთვის პროდუქტის გარდა მნიშვნელოვანია შეფუთვა, ფოტოგრაფია, კამპანიები, ღონისძიებები და სოციალური მედიის ვიზუალური მხარე.

 

რას წარმოადგენს 818?

818 Tequila მექსიკაში, ხალისკოს რეგიონში იწარმოება – ბრენდი ადგილობრივ, საოჯახო მეურნეობებთან თანამშრომლობს და პროდუქტის დასამზადებლად 100%-იან Weber Blue Agave-ს იყენებს.

818-ის ხაზში შედის რამდენიმე სახეობა: Blanco, Reposado, Añejo და უფრო მაღალი კატეგორიის Eight Reserve.

ბრენდის საქმიანობა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვით არ შემოიფარგლება. 818 ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობს და სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების პროექტებშიც მონაწილეობს. კომპანია 1% for the Planet-ის წევრია და სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში გარემოსა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე მუშაობს.

 

 

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა Sazerac-მა 818-IS წილი შეიძინა და კომპანიასთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა.

Sazerac ამერიკული კომპანიაა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ამას გარდა, არაერთ ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორის Buffalo Trace, Fireball, Southern Comfort და Pappy Van Winkle-ს.

2022 წელს 818-ის გაყიდვებმა დაახლოებით 25 მილიონ დოლარს მიაღწია. შემდეგ წლებში ბრენდის მასშტაბი კიდევ გაიზარდა. ინდუსტრიული შეფასებების მიხედვით, 2024 წლისთვის 818-ის წლიური მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 45–50 მილიონ დოლარს შეადგენდა.

 

 

„ძალიან ვამაყობ იმით, სადაც დღეს ვართ“, – ამბობს კენდალი და აღნიშნავს, რომ 818-ის შექმნისას თავადაც ბევრი რამ ისწავლა – როგორც ბიზნესის, ისე გუნდის მართვისა და ბრენდის განვითარების შესახებ.

დღეს 818-ის ისტორია მხოლოდ ბიზნესპროექტი აღარ არის – რა თქმა უნდა, მოდელის ცნობადობამ ბრენდს დასაწყისში დიდი ყურადღება მოუტანა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ 818 უკვე საკუთარი პროდუქტით, იდენტობითა და ბიზნესსტრატეგიით ვითარდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity Honest Company – როგორ აქცია ჯესიკა ალბამ პირადი გამოცდილება მილიარდიან ბიზნესად

 

ასევე გაეცანი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: კარმენ დელ’ორეფისი

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: კარმენ დელ’ორეფისი

March 12, 2024
#OK! Juliette Has a Gun Estel Georgia – ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია

#OK! Juliette Has a Gun Estel Georgia – ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია

October 17, 2023
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

August 4, 2022
#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

#OK! კრიპტო თაღლითობების ფსიქოლოგია: რატომ ებმებიან ადამიანები და როგორ ამოვიცნოთ მსგავსი სქემები

March 28, 2026

კვირის ჰიტები

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 19, 2026
გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი „Victoria’s Secret“-ის შოუზე? – რა მინიშნებას ავრცელებს იმან ჰამამი

October 15, 2026
#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 15, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები