• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!BusinessCelebrity ვიქტორია ბექჰემი – როგორ აქცია Spice Girls-ის ვარსკვლავმა საკუთარი სახელი საერთაშორისო ბიზნესბრენდად

November 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

1990-იან წლებში ვიქტორია ბექჰემი Spice Girls-ის წევრის, Posh Spice-ის სახელით გახდა ცნობილი, თუმცა მუსიკალური კარიერის დასრულების შემდეგ სრულიად განსხვავებული პროფესიული გზა აირჩია. დღეს მისი სახელი ორ მსხვილ მიმართულებას – მოდასა და სილამაზის ინდუსტრიას უკავშირდება.

გზა მუსიკალური ინდუსტრიიდან მოდის სახლის შექმნამდე მარტივი არ ყოფილა.  თავადაც არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რამდენად რთული იყო ცნობილი მომღერლის იმიჯის მიღმა საკუთარი პროფესიული იდენტობის დამკვიდრება.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კარიერა მხოლოდ Spice Girls-ში გატარებული ოთხი წლით განისაზღვრებოდა, მაშინ როდესაც მოდის ინდუსტრიაში უკვე თითქმის ორი ათწლეულია ვმუშაობ. აქ ჩემი ადგილი მოვიპოვე და ახლა მის შესანარჩუნებლადაც ბევრი უნდა ვიშრომო“ – ამბობდა ის.

 

პირველი ნაბიჯები – მუსიკალური სცენიდან მოდის ინდუსტრიამდე

ვიქტორია კეროლაინ ბექჰემი 1974 წლის 17 აპრილს, ინგლისში დაიბადა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი კი 1994 წელს გახდა, როდესაც Spice Girls შეუერთდა. ჯგუფმა მოკლე დროში საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, მისი წევრები კი პოპკულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეებად იქცნენ. ვიქტორიას სასცენო სახელი Posh Spice სწორედ დახვეწილ ჩაცმის სტილთან და გამორჩეულ იმიჯთან ასოცირდებოდა.

თუმცა მუსიკალური კარიერის პარალელურად ინტერესი მოდის მიმართაც ჰქონდა.

ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას გამოცდილ დიზაინერებსა და პროფესიონალებს დაუკავშირდა. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მის კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დიზაინერი როლანდ მურეი იყო. ვიქტორიას თქმით, სწორედ მურეისგან მიიღო საჭირო რჩევები და მხარდაჭერა.

 

2008 წელს საკუთარი სახელობის მოდის სახლი დააფუძნა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პირველი კოლექცია  წარადგინა. სადებიუტო ხაზში 15 კაბა შედიოდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო არა მხოლოდ მისი პირადი კარიერისთვის, არამედ იმიჯის შესაცვლელადაც – Posh Spice უკვე მოდის დიზაინერი გახდა.

პირველი კოლექცია ტანზე მორგებული სილუეტებით, დახვეწილი ფორმებითა და მკაფიო კონსტრუქციით გამოირჩეოდა. ვიქტორიასთვის მთავარი იყო ისეთი სამოსის შექმნა, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ჩაიცვამდა.

„მინდოდა შემექმნა ტანსაცმელი – იქნებოდა ეს ჯინსი თუ საღამოს კაბა – რომელსაც თავად ჩავიცვამდი. ეს არის საბოლოო კრიტერიუმი“ – უთხრა მან Vogue-ს.

 

პირველი კოლექციის წარდგენას მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესი მოჰყვა. ბრენდი თანდათან გაფართოვდა და კაბების გარდა, ქალის ყოველდღიური სამოსის, ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების წარმოებაც დაიწყო. ვიქტორიას დიზაინერული ხედვა მინიმალისტურ ესთეტიკას, კლასიკურ ფორმებსა და თანამედროვე ელემენტებს აერთიანებდა.

 

Victoria Beckham – ბრენდის გაფართოება და ახალი ბიზნესმიმართულება

მოდის სფეროში პირველი წარმატების შემდეგ ვიქტორიამ საქმიანობის გაფართოება დაიწყო. 2011 წელს მან მეორე ხაზი, Victoria Beckham, წარადგინა, რომელიც უფრო ყოველდღიურ და თავისუფალ სტილზე იყო ორიენტირებული. მოგვიანებით ბრენდს ფეხსაცმელი, ჩანთები, სათვალეები და სხვა აქსესუარებიც დაემატა.

ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2017 წელს მიღებული ინვესტიციაც. საინვესტიციო კომპანია NEO Investment Partners-მა Victoria Beckham-ში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააბანდა და კომპანიის 30%-იანი წილი შეიძინა. ამან ბრენდს გაფართოებისა და საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა.

ვიქტორიას შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სილამაზის ინდუსტრიაში შესვლა იყო. 2016 წელს მან Estée Lauder-თან თანამშრომლობით მაკიაჟის შეზღუდული კოლექცია გამოუშვა.

2019 წელს კი Victoria Beckham Beauty დააარსა. ამ საქმეში მისი პარტნიორი სარა კრილი გახდა, რომელიც მანამდე Estée Lauder-ში პროდუქციის განვითარების მიმართულებით მუშაობდა.

 

ვიქტორიას სურდა, შეექმნა ისეთი პროდუქტები, რომელთა პოვნა ბაზარზე ყოველთვის უჭირდა. სწორედ ეს გახდა ბრენდის კონცეფციის საფუძველი.

„ეს არ არის უბრალოდ საკუთარი თავის წარმოჩენისთვის შექმნილი პროექტი. იმას ვქმნი, რასაც თავად ვერ ვპოულობ და რაც მაკიაჟის ჩანთაში მინდა მქონდეს“, – განაცხადა მან Vogue-სთან ინტერვიუში.

 

ბრენდის პირველი კოლექცია თვალის მაკიაჟისთვის განკუთვნილ პროდუქტებს აერთიანებდა. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა – ვიქტორიას გამორჩეული ვიზუალური იმიჯის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი წლების განმავლობაში სწორედ Smoky Eye მაკიაჟი იყო.

„თუ ვინმეს ჰკითხავთ, რა არის ვიქტორია ბექჰემის ხელწერა, გიპასუხებთ, რომ ეს Smoky Eye-ა“, – აღნიშნა მან.

ფინანსური სირთულეები – ძვირადღირებული შეცდომები და რთული გადაწყვეტილებები

მიუხედავად იმისა, რომ Victoria Beckham-ის მოდის კოლექციები დადებით შეფასებებს იღებდა და ბრენდი ცნობადობას იძენდა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა.

კომპანიამ ოფისის მცენარეებში 70 000 ფუნტი სტერლინგი, მათ მოვლასა და მორწყვაში კი დამატებით 15 000 ფუნტი დახარჯა.

ეს მაგალითი მხოლოდ ერთი არასწორი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ბიზნესს სჭირდებოდა მართვის სისტემის შეცვლა, ხარჯების კონტროლი და ახალი სტრატეგია. ვიქტორიამ ინვესტორებთან ერთად კომპანიის საქმიანობის გადახედვა დაიწყო.

 

„ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია, რათა ბიზნესი გამოგვესწორებინა. ეს ყველაფერი მივიღე და გავითვალისწინე. რა თქმა უნდა, ეს კომპრომისებსაც ნიშნავდა, მაგრამ მინდოდა, ჩემი ბიზნესი გადამერჩინა“, – აღნიშნა მან.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა 2025 წელი აღმოჩნდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისი შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და 129.8 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. ამავე პერიოდში კომპანიამ 7.3 მილიონი ფუნტის საოპერაციო მოგება მიიღო.

ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდს თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში უწევდა ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება. წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც მოდის, ისე სილამაზის მიმართულების განვითარებამ.

 

2026 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, სოჰოს უბანში, Mercer Street-ზე, პირველი მუდმივი ამერიკული მაღაზია გაიხსნა.  სივრცეში გაერთიანებულია მოდის, სილამაზისა და პარფიუმერიის მიმართულებები.

ვიქტორიას თქმით, ბრენდი არ აპირებს მაღაზიების ქსელის დაუფიქრებლად გაფართოებას. მისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ახალი სივრცე ზუსტად გამოხატავდეს იმ ესთეტიკასა და ხარისხს, რომელსაც მომხმარებელი Victoria Beckham-ისგან ელოდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK!BusinessCelebrity SJP by Sarah Jessica Parker – როგორ იქცა ქერი ბრედშოუს სახელი მილიონიან ბიზნესად

 

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK!BusinessCelebrity SJP by Sarah Jessica Parker – როგორ იქცა ქერი ბრედშოუს სახელი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity SJP by Sarah Jessica Parker – როგორ იქცა ქერი ბრედშოუს სახელი მილიონიან ბიზნესად

November 3, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

May 15, 2024
#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

June 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები