• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ MMA-ს სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. 11 ნოემბერს, RAF Abu Dhabi-ს ღონისძიების წინ, დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს დაუპირისპირდნენ. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

“სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტების ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები მაკავებდნენ… ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ. რანაირი მებრძოლები ხართ?! რანაირი კაცი იქცევა ასე?” – ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.

ინციდენტს მალევე მოჰყვა MMA-ს ცნობილი წარმომადგენლების გამოხმაურებები. არაერთმა მებრძოლმა დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ილია თოფურიამ თავდასხმაში მონაწილე პირებს „მშიშრებით სავსე ხროვა“ და „საშუალო დონის ინდივიდები“ უწოდა:

 

 

„როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ? რა სირცხვილია. მშიშრებით სავსე ხროვა ხართ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით, ახლა კი ბოლო ეჭვიც გამიფანტეთ.

ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც უბრალოდ ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!“ – წერს ილია თოფურია.

დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და UFC-ის ცნობილმა ინტერვიუერმა ნინა მარი დანიელემ, რომელსაც MMA-ს სამყაროში Nina Drama-ს სახელით იცნობენ.

 

 

„მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. მასზე თავდასხმის ამ ვიდეოს ნახვისას ცუდად გავხდი. მერაბი ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და მხარდამჭერი მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ამ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც ჩაიდინეს. წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, როცა ტელეფონები უკვე ჩართული ჰქონდათ და ყველაფერს იღებდნენ… ვიმედოვნებ, რომ UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე შესვლას სამუდამოდ აუკრძალავს. მან გალიაში გადახტომის შემდეგ სონგ იადონგისთვის იდაყვის ჩარტყმაც სცადა… მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს გვარი აქვს, სხვებზე მაღლა არ აყენებს“, – წერს ნინა დრამა სოციალურ ქსელში.

 

მომხდარს მკაცრად გამოეხმაურა UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი შონ სტრიკლენდიც. მან სოციალურ ქსელ X-ზე ნურმაგომედოვის საქციელი გააკრიტიკა და თავდასხმაში მონაწილე ყველა პირისთვის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის სამუდამოდ აკრძალვა მოითხოვა.

„უსმან ნურმაგომედოვი სილაჩრის განსახიერებაა… ეს ტიპები თავს მაგარ ბიჭებად ასაღებენ, სინამდვილეში კი ძაღლებივით იქცევიან – ელოდებიან მომენტს, როცა მათ არ უყურებ, რომ თავს დაგესხან“.

თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა კონორ მაკგრეგორმაც. ირლანდიელმა მებრძოლმა 2018 წლის ცნობილი ინციდენტის ფოტო გააზიარა, როდესაც UFC-ის პრესკონფერენციის შემდეგ მან ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსს სკამი ესროლა. ფოტოზე მაკგრეგორის სახის ნაცვლად ილია თოფურიას სახეა ჩასმული.

 

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ო’მალიმ მომხდარი ირონიული კომენტარით შეაფასა და მერაბის ახალგაზრდა მეგობარსაც გამოუცხადა მხარდაჭერა:

„მაინტერესებს, ახლახან მორჩნენ ლოცვას თუ პირდაპირ ჩხუბის შემდეგ ლოცულობენ? დღეში ხუთჯერ უწევთ ლოცვა, ამიტომ დროში როგორღაც უნდა ჩაეტიონ, ეს ჩხუბი კი საკმაოდ გაიწელა. პატივისცემა მერაბის მეგობარს. ის 21 წლისაა, მხოლოდ მოჭიდავეა, სტრაიკინგში არ ვარჯიშობს, თუმცა ხაბიბის გუნდიდან მაინც ორი კაცი დააგდო!“

 

 

დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმაც და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხდარი გააკრიტიკა.

„აბუ-დაბიში მომხდარ ჩხუბს მინდა გამოვეხმაურო. ამ ტურების ხროვამ, რვა კაცმა, ორ ბიჭს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა და ამდენი ხელი გაარტყა. ძალიან სამწუხაროა, რომ ორნი იყვნენ მარტო და ვერ შეძლეს ამ ტურებისთვის სასტიკი პასუხის გაცემა. ძალიან ვნანობ, რომ იქ არ ვიყავი და პირობას გაძლევთ, რომ ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემა ადრე თუ გვიან იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და 20 წლის ბავშვს, ამხელა ჩემპიონსა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ინციდენტს გამოეხმაურა UFC-ის მებრძოლი ალექს ჰერნანდესიც, რომელმაც მომხდარს „ყველა დროის ყველაზე მდაბიო და საზიზღარი საქციელი“ უწოდა:

„ეს ყველა დროის ყველაზე მდაბიო და საზიზღარი საქციელია.

როცა მიდიოდნენ, კამერა უკვე მომართული ჰქონდათ. შეიკრიბნენ, წრეში განიხილეს, შემდეგ მივიდნენ, ხელი მიადეს და სილა გააწნეს. თან ამ ყველაფერს იღებდნენ, რაც საერთოდ სიგიჟეა.

უბრალოდ, ის ფაქტი, რომ ეს წინასწარ დაგეგმეს და გადაიღეს… საერთოდ ვერ ვხვდები, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ამით ან რის მიღწევას ცდილობდნენ“.

ქართველი მებრძოლი რუსლან ბოლქვაძე კი თავდასხმაში მონაწილე პირებს საჯაროდ დაემუქრა:

„აი, ამ ტურების საქციელს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. გპირდებით, რომ სადაც არ უნდა შევხვდე და როგორც არ უნდა შევხვდე, უსმანის გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც ამაში მონაწილეობდა, კითხვების გარეშე ვიმოქმედებ. იმ ბიჭს ვენაცვალე, მერაბის გვერდით რომ იყო. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო – ორ ქართველზე ათი მტერი მოდიოდა, მაგრამ თავს ყოველთვის გაგვქონდა“.

მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მაიკ პერიმაც:

„ღმერთმა დაგლოცოს, მერაბ. იმედია, შემდეგში ზურგს კიდევ უფრო დიდი გუნდი გაგიმაგრებს“.

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„გველმა შეიძლება კანი გამოიცვალოს, მაგრამ მაინც გველად დარჩება. საბოლოოდ გამარჯვებულები მაინც თქვენ გამოხვალთ“.

თუმცა MMA-ს სამყაროში ყველა დვალიშვილის მხარეს არ აღმოჩნდა. უსმან ნურმაგომედოვს მხარდაჭერა გამოუცხადა UFC-ის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან გააკრიტიკა ისინი, ვინც მომხდარს გმობდა, და მერაბ დვალიშვილის წარსული დაპირისპირებაც გაიხსენა.

 

 

„მათ, ვინც ახლა უსმანსა და დანარჩენ ბიჭებს აკრიტიკებთ და შეურაცხყოფას აყენებთ, მინდა გკითხოთ: რატომ დუმდით მაშინ, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა და ღირსება შეულახა? ის ადამიანი მასთან უბრალოდ სასაუბროდ მივიდა და არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

ის, რაც დღეს მოხდა, თავად მერაბმა დაიწყო საკუთარ სამშობლოში, როდესაც თავს უფლება მისცა, სტუმრისთვის დაერტყა და მისი დედისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა“, – განაცხადა მახაჩევმა.

  • როგორ დაიწყო მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება

 

დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2024 წელს, მათ საჩემპიონო ბრძოლამდე დაიწყო. მერაბი მიიჩნევდა, რომ უმარი ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ცნობილი გვარისა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან ნათესაობის გამო იღებდა. თავად კი ამ შესაძლებლობის მოსაპოვებლად ხანგრძლივი გამარჯვებების სერია დასჭირდა.

უთანხმოება დროთა განმავლობაში მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში UFC-ის ხელმძღვანელმა, დეინა უაითმა, განაცხადა, რომ დვალიშვილმა უმართან ბრძოლის რაც შეიძლება მალე დანიშვნა თავად მოითხოვა, რადგან მეტოქისგან უპატივცემულო განცხადებების მოსმენა მობეზრდა.

მათი ბრძოლა 2025 წლის 18 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართა. დვალიშვილმა უმარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

თუმცა, ბრძოლაში გამარჯვებას მათ შორის დაპირისპირება არ დაუსრულებია. 2026 წლის ივლისში, თბილისში, RAF-ის ღონისძიების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბს ჰკითხეს, დათანხმდებოდა თუ არა უმარ ნურმაგომედოვთან ჭიდაობას. დვალიშვილმა კითხვას უარყოფითად უპასუხა და ყოფილ მეტოქეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით მასთან უმარის მეგობარი მივიდა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარის შემდეგ ნურმაგედოვმა საკუთარი ვერსია გაავრცელა – მისი თქმით, მეგობარი დვალიშვილთან მხოლოდ იმის გასარკვევად მივიდა, რატომ საუბრობდა ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით ადამიანზე, რომელიც იქ არ იმყოფებოდა. უმარი ამტკიცებდა, რომ მის მეგობარს ჩხუბი არ დაუწყია და მომხდარის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა თავად დვალიშვილს ეკისრებოდა.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს
OK! News

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს

November 12, 2026
#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები