• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

2026 წლის 8 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია საზოგადოებას კონფერენციაზე წარუდგინეს. კონფერენციამ „პრევენცია ქმედებაში: რეკომენდაციებიდან რეალურ ცვლილებამდე“ სხვადასხვა კლინიკის ექიმები, თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები შეკრიბა, რათა ერთად ემსჯელათ, როგორ შეიძლება პრევენციული გამოკვლევები ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

კონფერენციის გახსნაზე პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ვახტანგ ყიფიანზე ისაუბრა. ასოციაციის შექმნის იდეა ვახტანგ ყიფიანის შვილიშვილს, სოფო ჯაფარიძეს, ეკუთვნის. ბაბუის ხსოვნას ის იმ საქმის გაგრძელებას უკავშირებს, რომელსაც ვახტანგ ყიფიანი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერი და არაერთი თაობის აღმზრდელი, ყოველდღიურად ემსახურებოდა, ადამიანებზე ზრუნვასა და ახალგაზრდა კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარებას.

 

 

სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე თბილისის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ გოგიტიძემ ისაუბრა. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ კი საქართველოში კიბოს სკრინინგის მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილა.

კონფერენციაზე ასევე განიხილეს ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაციის გეგმები. ასოციაციის გუნდი ყველა რეგიონის მოცვასა და მოსახლეობის ინფორმირებას მოქმედი სკრინინგის პროგრამების შესახებ გეგმავს.

 

 

კლინიკური პანელები და საერთაშორისო გამოცდილება

ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას „კარაპს მედლაინის“ ონკო-მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ მიუძღვნა მოხსენება, პროსტატის კიბოს სკრინინგზე კი უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ამბროსი პერტიამ ისაუბრა.

ფილტვის დაავადებების სკრინინგის პანელმა სამი კლინიკის სპეციალისტები გააერთიანა პირველი კლინიკის ონკოლოგი ნინო ხუფენია, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმატოლოგი ლევან ბესელია და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პულმონოლოგი ლიზა გოდერძიშვილი. გულ-სისხლძარღვთა რისკების მართვაში დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე თბილისის გულის ცენტრის კარდიოლოგმა ზვიად კერესელიძემ ისაუბრა. სიმსუქნის მართვას ცალკე პანელი დაუთმო ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის გუნდმა.

საერთაშორისო გამოცდილება ფლორენს ნაითინგეილის ჰოსპიტლების ქსელის პანელზე წარმოადგინეს, რომელშიც სამედიცინო მენეჯერი მალინა ბერეკაშვილი, პროფესორი მურათ ათაი და პროფესორი რამაზან სარი მონაწილეობდნენ. მოხსენებები შეეხო ძუძუს კიბოს ქირურგიაში სიგნალური ლიმფური კვანძების გამოკვლევის მეთოდებსა და თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობას.

პროგრამაში ასევე იყო ფერტილობის შენარჩუნება, რომელზეც ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექიმმა თამარ მაღულარიამ ისაუბრა, და პირველი კლინიკის სპეციალისტების მოხსენებები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგზე, საშვილოსნოს ყელის სკრინინგსა და HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, ასევე ვაქცინაციის როლზე პრევენციულ მედიცინაში. ეს თემები მაია რეხვიაშვილმა, ბელა მეტრეველმა და ლალი ჯანაშიამ წარადგინეს.

 

 

კონფერენციიდან რეგიონებში

კონფერენციის დასკვნითი დისკუსია პაციენტების ისტორიებს დაეთმო, რომლებმაც კიბოს დიაგნოზისა და მკურნალობის გამოცდილება გააზიარეს. მათმა მონათხრობმა ექიმების მოხსენებებს პაციენტის ხედვა შემატა რას ნიშნავს დროული გამოკვლევა და რა სირთულეები შეიძლება ახლდეს მკურნალობის პროცესს.

ასოციაციის სამომავლო გეგმებშია რეგიონებში  ექიმებთან და პაციენტებთან შეხვედრები, არსებული სკრინინგული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და უფასო გასინჯვების ორგანიზება. ამ შეხვედრებით ასოციაციას სურს, ადამიანებმა საკუთარ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში იცოდნენ, რომელი სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა და ვის მიმართონ გამოკვლევისთვის.

ასევე გაეცანი

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026
#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?
OK! News

#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?

November 11, 2026
#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს
OK! News

#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს

November 11, 2026
#OK! ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებას განიხილავს – მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ფილმზე ისაუბრა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებას განიხილავს – მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ფილმზე ისაუბრა

November 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები