• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტომ ჰოლანდის სახელი ბევრისთვის ჰოლივუდთან, „Spider-Man“-თან და მის მიერ შესრულებულ არაერთ ცნობილ როლთან ასოცირდება, თუმცა მსახიობმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი ძალების მოსინჯვა ბიზნესშიც გადაწყვიტა და 2024 წელს უალკოჰოლო ლუდის ბრენდი BERO დააარსა. ბრენდის შექმნის იდეა ჰოლანდის პირად გამოცდილებას უკავშირდება.

 

 

BERO-ს ისტორია 2022 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ჰოლანდი Dry January-ს, ანუ ერთი თვით ალკოჰოლზე უარის თქმის გამოწვევას, შეუერთდა. თუმცა ერთთვიანი გადაწყვეტილება საბოლოოდ უფრო ხანგრძლივ პერიოდად იქცა და მსახიობმა ალკოჰოლზე უარის თქმა ცხოვრების წესად აქცია.

ამ გამოცდილებამ ჰოლანდს კიდევ ერთი პრობლემა დაანახვა – მისთვის სასურველი ხარისხის უალკოჰოლო ლუდის პოვნა მარტივი არ იყო. არსებული არჩევანი მის მოლოდინებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა – შეექმნა ლუდი, რომელიც ალკოჰოლის გარეშე იქნებოდა, თუმცა გემოთი და ვიზუალური მხარით ჩვეულებრივ ლუდს არ ჩამოუვარდებოდა.

 

 

„ჩემთვის BERO პირადულია. ორწლიანი სიფხიზლის შემდეგ მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ჩემს ცხოვრების წესსა და ღირებულებებს ასახავდა“, – ამბობდა ჰოლანდი ბრენდის წარდგენისას. მისი თქმით, BERO მხოლოდ მათთვის არ შეიქმნა, ვინც ალკოჰოლზე უარი თქვა – მთავარი იყო, ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონოდათ და ხარისხიანი სასმლის მიღება ალკოჰოლის გარეშეც შეძლებოდათ.

BERO-ს შექმნის პროცესში ჰოლანდი მარტო არ ყოფილა. ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰერმანია, რომელსაც მომხმარებლების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტს ასევე შეუერთდნენ ინვესტორები და პარტნიორები, მათ შორის Imaginary Ventures და WME.

პროდუქტის საბოლოო სახის მისაღებად გუნდმა არაერთი რეცეპტი გამოსცადა. ჰოლანდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ უალკოჰოლო სასმელს ლუდისთვის დამახასიათებელი გემო და ტექსტურა შეენარჩუნებინა.

ჰოლანდის პროექტი მოკლე დროში საკმაოდ დიდ ბიზნესად იქცა. BERO-ს პირველივე წლის გაყიდვებმა თითქმის 10 მილიონ დოლარს მიაღწია. 2026 წლისთვის კი კომპანია გაყიდვების დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე გაზრდას ელოდებოდა.

 

 

ბრენდის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საცალო ქსელებმაც. BERO თავდაპირველად ონლაინ გაიყიდა, შემდეგ კი Target-ის დაახლოებით 1200 მაღაზიაში გამოჩნდა.

2026 წელს მას ახალი მიმართულებაც დაემატა – უალკოჰოლო შანდის ხაზი, რომლის იდეა ჰოლანდის მეუღლეს, ზენდეიას, უკავშირდება. შანდი გამაგრილებელი დაბალალკოჰოლური სასმელია და  ლუდისა და ლიმონათის  ერთმანეთში შერევით მზადდება.

„სიმართლე გითხრათ, BERO Shandy Z-სთვის შევქმენი“, – თქვა ჰოლანდიმ ახალი ხაზის წარდგენისას.

 

 

ხაზში ოთხი განსხვავებული გემო შედის: Daybreak – ლიმონი და ლაიმი, Golden Hour – ვარდისფერი გრეიფრუტი, Sunset – ბაბუაწვერას ყვავილი და ლიმონი, ხოლო Midnight – მაყვალი და იუზუ.

მსახიობის თქმით, BERO-ს მთავარი მიზანი ადამიანების გაერთიანებაა – იქნება ეს მეგობრებთან შეხვედრა, სპორტული ღონისძიება თუ უბრალოდ საღამოს ერთად გატარება.

დღეს ტომ ჰოლანდის ბიზნესს უკვე რამდენიმე მილიონი დოლარის წლიური გაყიდვები, საერთაშორისო საცალო ქსელები, მსხვილი პარტნიორები და ახალი პროდუქტების ხაზი აქვს. იდეა კი, რომელიც მსახიობისთვის პირადი გამოცდილებიდან დაიწყო, უკვე დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK!BusinessCelebrity Honest Company – როგორ აქცია ჯესიკა ალბამ პირადი გამოცდილება მილიარდიან ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity – პერის ჰილტონის მრავალმილიარდიანი ბიზნეს იმპერია

ასევე გაეცანი

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity კენდალ ჯენერის 818 Tequila – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

September 29, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
#OK!BusinessCelebrity  Honest Company – როგორ აქცია ჯესიკა ალბამ პირადი გამოცდილება მილიარდიან ბიზნესად
OK! ბიზნეს სელებრითი

#OK!BusinessCelebrity Honest Company – როგორ აქცია ჯესიკა ალბამ პირადი გამოცდილება მილიარდიან ბიზნესად

August 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

#OK! 47 წლის ქეით მოსის და 18 წლის ლაილა გრეისის ერთობლივი გამოჩენა: ვარსკვლავური დედა-შვილი რომში იმყოფება

June 28, 2021
#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

#OK! როგორ გამოიყურებოდა კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ქორწილში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Dolce & Gabbana-ს კაბა მოირგო

May 23, 2022
#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

January 28, 2023
#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

#OK! რამდენად გაყიდა ჯეფ ბეზოსმა ბილეთი, რომელიც მყიდველს კოსმოსში მასთან ერთად ამოგზაურებს?

July 20, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

#OK! კაილი ჯენერის შესაძლო ორსულობა – რა გახდა ახალი სპეკულაციის მიზეზი

October 5, 2026
#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity ბელა ჰადიდის Ôrəbella – როგორ აქცია მოდელმა პირადი იდეა წარმატებულ ბიზნესად

October 6, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები