• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა. ფეხბურთელსა და მის მეუღლეს, სალომე ლაშხს, პირველი შვილი, ბიჭი, შეეძინათ, რომელსაც ტეო დაარქვეს.

სასიხარულო ამბავი 25 სექტემბერს გახდა ცნობილი. სალომე ლაშხმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობა და სოციალურ ქსელში ამ პერიოდის ამსახველ არაერთ ფოტოსა და ვიდეოს აზიარებდა.

ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი

ლუკა ლოჩოშვილმა და სალომე ლაშხმა ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, 2022 წელს კი დაქორწინდნენ. წყვილმა მნიშვნელოვანი დღე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში, მოკრძალებულ გარემოში აღნიშნა.

სალომე მეუღლის კარიერის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ხშირად ესწრება ლუკას მატჩებს და მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენების დროსაც მის გვერდით არის. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნბეს, რის გამოც მათი ურთიერთობა  გულშემატკივრებისთვისაც კარგადაა ნაცნობი.

“ლუკა ძალიან თბილი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია. აქვს ის საქმე, რაც ძალიან უყვარს და კარგად გამოსდის. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თან ამით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ლუკას გრაფიკი ყოველთვის იცვლება. ამასთან შეგუება მოვახერხე. მარტო ყოფნა და სეირნობაც მიყვარს. მეგობრებთან ერთადაც გავდივართ ხოლმე და ასე ვაბალანსებთ.

როდესაც ნაკრებში თამაშობს, სულ სხვა ემოციაა. სხვა გრძნობა და პასუხისმგებლობაა ლუკასთვისაც და ჩემთვისაც. სულ სხვა სიამაყის შეგრძნებაა, რადგანაც ქვეყანას ემსახურება და ქვეყნის სახელით თამაშობს” – ამბობდა სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მეუღლის შესახებ ლუკა ლოჩოშვილი იშვიათად საუბრობს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.  გადაცემაში “ნოესთან” სალომეს შესახებ ისაუბრა და სიყვარულის ისტორიაც გაიხსენა:

“როდესაც სალომე პირველად ვნახე, რესტორანში მეგობრებთან ერთად ვიყავით. არ ვიცნობდი, უბრალოდ, შორიდან დავინახე. ძალიან მომეწონა. მეგობრებსაც ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი იყო და ვკითხე, იცნობდნენ თუ არა. მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო… ზოგადად, არ მჩვევია, რომ მივიდე და დაველაპარაკო. უბრალოდ, ისე დაემთხვა, იმ დროს ტელეფონზე ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა და სალომეზე ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა. ძალიან გამიმართლა. ისე მოხდა, რომ ის სალომეს იცნობდა. მეგონა, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. უკვე ნელ-ნელა დავიწყე შესწავლა.

 

შემდეგ ყვავილები გავუგზავნე, მიმოწერა დავიწყეთ და თბილისში რომ ჩამოვედი, სისტემატურად ვნახულობდი. ასე აგვეწყო ურთიერთობა. შეყვარებულობის პერიოდში უკვე დისტანციაზე ვიყავით, რადგან ავსტრიაში ვთამაშობდი. სალომე თბილისში იყო, სწავლობდა. რამდენჯერმე ვნახულობდით ერთმანეთს და ძნელი იყო. გადავწყვიტე, რომ ჩამომეყვანა. არაფერი იცოდა, მისი მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ხელის თხოვნას ვაპირებდი.

სალომე ძალიან ლამაზი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, უკონფლიქტოდ იცხოვროს და სხვა ადამიანებთან საერთო ენა მარტივად გამოძებნოს. ჩვენი ურთიერთობაც ასე დაიწყო. საერთო ენა მარტივად გამოვნახეთ. ძალიან ჭკვიანია და ეს მეხმარება, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებები მივიღო” – ამბობდა ლუკა ლოჩოშვილი.

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?
OK! News

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
OK! News

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?
OK! News

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები