• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წითური თმა, გამომხატველი თვალები, ფართო ღიმილი და ეკრანზე ბუნებრივად გადმოცემული ემოციები – ეს ის ნიშნებია, რომლებმაც ჯულია რობერტსი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახედ აქცია.

 

ჯულია ფიონა რობერტსი 1967 წლის 28 ოქტომბერს, ატლანტაში, ჯორჯიის შტატში დაიბადა. მშობლები, ბეტი ლუ ბრედემუსი და უოლტერ გრეიდი რობერტსი, მსახიობები იყვნენ. შესაბამისად, ჯულიას ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება ხელოვნებასთან, თუმცა თავდაპირველად მსახიობობაზე სულაც არ ოცნებობდა – და ვეტერინარობა სურდა.

რობერტსს უფროსი ძმა, ერიკი, და უფროსი და, ლიზა, ჰყავს. ერიკმა სამსახიობო კარიერა ჯულიაზე ადრე დაიწყო და გარკვეულწილად სწორედ მისმა წარმატებამ გაუღვივა უმცროს დას ინტერესი კინოს მიმართ.

 

თუმცა მსახიობის ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. მისი მშობლები 1971 წელს დაშორდნენ, რის შემდეგაც ჯულია დედასთან და დასთან ერთად სმირნაში გადავიდა საცხოვრებლად. მამა და ძმა ატლანტაში დარჩნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, 1977 წელს, უოლტერ რობერტსი ყელის კიბოთი გარდაიცვალა. ჯულია მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო.

მამის გარდაცვალება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება აღმოჩნდა.

პირველი როლები და გზა დიდ წარმატებამდე

რობერტსის სამსახიობო დებიუტი 1987 წელს ფილმ Firehouse-ში შედგა. მოგვიანებით Blood Red-შიც გამოჩნდა, სადაც უფროს ძმასთან, ერიკ რობერტსთან ერთად ითამაშა.

მომდევნო წელს Steel Magnolias-ში შესრულებული როლისთვის „ოქროს გლობუსის“ ჯილდო და ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.

 

ნამდვილი გარდატეხა კი 1990 წელს დადგა, როდესაც ეკრანებზე Pretty Woman გამოვიდა. ვივიან უორდის როლმა რობერტს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

ამ დროიდან ჯულია რობერტსი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქცა. მისი ღიმილი, სიცილი, წითური თმა და ბუნებრივი სამსახიობო მანერა ეკრანული იმიჯის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა.

 

1990-იანი წლების მეორე ნახევარში რობერტსი რომანტიკული კომედიის ჟანრის დედოფლად იქცა – My Best Friend’s Wedding (1997), Notting Hill (1999) და Runaway Bride (1999) დღემდე მაყურებლის საყვარელი ფილმებია.

 

განსაკუთრებული ადგილი მის კარიერაში Notting Hill-ს უკავია. საინტერესოა, რომ თავად ჯულია ამ როლს თავიდან სკეპტიკურად უყურებდა. 2024 წელს British Vogue-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ფილმში მსახიობის თამაში მისთვის განსაკუთრებით უხერხული აღმოჩნდა.

 

 

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს! როლის შესრულებაზე უარის თქმასაც კი ვფიქრობდი, რადგან ყველაფერი ძალიან უხერხულად მეჩვენებოდა. არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთამაშა ეს ადამიანი“, – იხსენებდა რობერტსი.

გარეგნობა, რომელმაც ვარსკვლავის იმიჯი შექმნა – და მისი პირადი დამოკიდებულება სილამაზის მიმართ

ჯულია რობერტსის გარეგნობა მისი საჯარო იმიჯის განუყოფელი ნაწილია. ფართო ღიმილი, ბუნებრივი წითური თმა და ხალისიანი სიცილი წლების განმავლობაში სილამაზის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მსახიობს არაერთხელ მოხვედრია ყველაზე ლამაზი ქალების სიებში, თუმცა თავად ყოველთვის თავდაჯერებული არ ყოფილა.

2025 წელს ჟურნალ People-თან საუბრისას რობერტსმა კარიერის დასაწყისში განცდილ დაუცველობასა და კრიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდობაში თავდაჯერებულობა არ ჰქონია და მკაცრი შეფასებები მასზე განსაკუთრებით მტკივნეულად მოქმედებდა.

„არ ვფიქრობ, რომ კარიერის დაწყებისას დიდი თავდაჯერებულობით გამოვირჩეოდი. თავიდან რამდენიმე კრიტიკულად განწყობილ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ნამდვილად სასტიკები იყვნენ“.

 

 

რობერტსის მოსაზრება ასაკის მატებასთან დაკავშირებითაც განსხვავებულია – არ მიიჩნევს, რომ ქალებმა ბუნებრივი ცვლილებების დამალვა აუცილებლად უნდა სცადონ.

„სამწუხაროა, რომ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ქალები საკუთარ თავს არც კი აძლევენ შანსს, ნახონ, როგორები იქნებიან ასაკში. მინდა, წარმოდგენა მაინც მქონდეს, როგორი ვიქნები, სანამ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადავწყვეტ.

მინდა, ჩემმა შვილებმა იცოდნენ, როდის ვარ გაბრაზებული, როდის – ბედნიერი და როდის – დაბნეული. შენი სახე ისტორიას ჰყვება და ეს ისტორია ექიმთან ვიზიტებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – თქვა მსახიობმა.

პირადი ცხოვრება – ორი ქორწინება და ოჯახი, რომელიც მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია

 

 

ჯულია რობერტსის პირადი ცხოვრება წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. 1993 წელს მსახიობი ქანთრი-მუსიკოს ლაილ ლოვეტზე დაქორწინდა. ეს ქორწინება მოულოდნელი იყო – ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა და წყვილმა გადაწყვეტილება მოკლე დროში მიიღო. თუმცა ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა: ისინი 1995 წელს დაშორდნენ.

რობერტსის ცხოვრებაში ახალი ეტაპი 2001 წელს დადგა, როდესაც ფილმ The Mexican-ის გადაღებებზე ოპერატორ დენი მოდერს შეხვდა. წყვილი 2002 წელს დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა – ტყუპები, ფინიუსი და ჰეიზელი, და უმცროსი ვაჟი, ჰენრი.

მსახიობი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს, თუმცა ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ოჯახი მისთვის კარიერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

 

 

„ყველაზე ძვირფასი ის ცხოვრებაა, რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად შევქმენი. დღის ბოლოს სახლში დაბრუნება და საყვარელ ადამიანებთან ყოფნა ის ბედნიერებაა, რომელსაც პროფესიული წარმატება ვერ ჩაანაცვლებს.“

დღეს, 59 წლის ასაკში, ჯულია რობერტსი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცნობად მსახიობად რჩება. მისი ისტორია კი გვახსენებს, რომ სილამაზის სიმბოლოდ აღიარებული ადამიანიც შეიძლება ებრძოდეს დაუცველობის განცდას, იღებდეს კრიტიკას და დროთა განმავლობაში სწავლობდეს საკუთარი თავის სიყვარულს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ღიმილი, რომელიც გვამახსოვრდება – მსახიობები ყველაზე გამორჩეული ღიმილით

 

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები