• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

28 სექტემბერი ბრიჯიტ ბარდოს დაბადების დღეა. ფრანგ მსახიობს, მომღერალსა და აქტივისტს, რომელმაც 1950-60-იან წლებში კინოს, მოდისა და პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო, დღეს 92 წელი შეუსრულდებოდა. ბარდოს ცხოვრება მხოლოდ ეკრანზე შექმნილი იმიჯით არ შემოიფარგლებოდა – მსოფლიო ვარსკვლავობიდან ის ცხოველთა უფლებების აქტივისტად იქცა, თუმცა სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში მისი არაერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განცხადება მწვავე კრიტიკის მიზეზიც გამხდარა.

 

ბრიჯიტ ან-მარი ბარდო 1934 წლის 28 სექტემბერს პარიზში, შეძლებულ საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ლუი ბარდო, ინდუსტრიული ინჟინერი იყო, დედა კი, ანა-მარი, ყოფილი მოცეკვავე და მსახიობი, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა.

ოჯახი პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს, დიდ ბინაში ცხოვრობდა. ერთი შეხედვით, ბარდოს ბავშვობას კომფორტი არ აკლდა, თუმცა მოგვიანებით თავად ამბობდა, რომ მშობლები ემოციურად დისტანციურები და მკაცრები იყვნენ. მასსა და მის დას კი ძიძები ზრდიდნენ.

 

პატარა ბრიჯიტი სათვალესა და ბრეკეტებს ატარებდა. კლასიკურ ბალეტზე დადიოდა და მოზარდობის წლებში პარიზის კონსერვატორიაშიც სწავლობდა. 15 წლის ასაკში მისი ფოტო ჟურნალ Elle-ის გარეკანზე მოხვდა – სწორედ ეს აღმოჩნდა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელმაც საბოლოოდ კინოსა და მოდის სამყაროში მიიყვანა.

„ვიცოდი, რომ ბავშვობაში ლამაზი არ ვიყავი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: კარგი, თუ მახინჯი ვარ, მაშინ ჭკვიანი და მხიარული მაინც ვიქნები. ვგრძნობდი, რომ რაღაცაში საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი ვიქნებოდი.“

 

კარიერა

ბარდოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი ახალგაზრდა რეჟისორი და სცენარისტი როჟე ვადიმი აღმოჩნდა. ერთმანეთს მაშინ გაიცნეს, როდესაც ბრიჯიტი ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ვადიმმა მისი შესაძლებლობები დაინახა და კინოს სამყაროში თავის დამკვიდრებაში დაეხმარა. 1952 წელს ფილმში Le Trou Normand ბარდოს დებიუტი შედგა. საერთაშორისო აღიარება კი ოთხი წლის შემდეგ, 1956 წელს, როჟე ვადიმის ფილმმა And God Created Woman-მა მოუტანა.

ეკრანზე  ბარდომ ჯულიეტას როლი შეასრულა – ახალგაზრდა, თავისუფალი და სექსუალურად დამოუკიდებელი გოგონა, რომელიც იმ პერიოდის კინოში დამკვიდრებული ქალის ტრადიციული სახისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.

 

სწორედ ამ როლის გამო იყო, რომ ფრანგი ფილოსოფოსი და ფემინისტი სიმონ დე ბოვუარი 1959 წელს ბარდოს იმ პერიოდის ქალის თავისუფლების სიმბოლოდ განიხილავდა. მისი გავლენა მხოლოდ კინოთეატრით არ შემოიფარგლა – ის იქცა ფენომენად, რომელსაც მოდის, კულტურისა და საზოგადოების მკვლევრებიც აკვირდებოდნენ.

თუმცა თავად ბარდოსთვის ცხოვრება ისეთი მომხიბვლელი არ ყოფილა, როგორიც გარედან ჩანდა. მოულოდნელმა პოპულარობამ მას პირადი სივრცე პრაქტიკულად წაართვა.

„არავის შეუძლია წარმოიდგინოს, რამდენად საშინელი იყო ეს, როგორი განსაცდელი იყო. ასე ცხოვრებას ვეღარ ვაგრძელებდი. ძალიან ბედნიერი, მდიდარი, ლამაზი, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ვიყაბი, მაგრამ ამავდროულად – უბედური“.

1950-60-იან წლებში ის არაერთ ცნობილ ფილმში გამოჩნდა, მათ შორის Contempt, Viva Maria!, La Vérité და And God Created Woman. მისი კინოკარიერა კი 1973 წელს დასრულდა. ეკრანიდან წასვლა იმ პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი იყო.

„კინოს ჩემი ცხოვრების 20 წლი მივევი – ეს საკმარისი იყო. ნამდვილად მომბეზრდა. კარგია, რომ გავჩერდი, რადგან ის, რაც მერილინ მონროსა და რომი შნაიდერს დაემართათ, მეც დამემართებოდა.“

 

1973 წელს კინოდან წასვლის შემდეგ ბარდოს ცხოვრება ფაქტობრივად მთლიანად შეიცვალა. სენ-ტროპეში, საკუთარ სახლში La Madrague, მან ცხოველების გარემოცვაში დაიწყო ცხოვრება და მალე ცხოველთა უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად აქტივისტად იქცა.

მისი პირველი მნიშვნელოვანი კამპანია 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სასაკლაოებზე ცხოველების მოპყრობის პირობებმა შეძრა. 1962 წელს საფრანგეთის ტელევიზიით ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა და ცხოველების ნაკლებად მტკივნეული მოკვლის მეთოდების გამოყენება მოითხოვდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა სელაპებზე ნადირობის წინააღმდეგ იყო. 1977 წელს ის კანადის ყინულოვან ტერიტორიებზეც ჩავიდა და სადაც სელაპებზე ნადირობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა.

„ცხოველებს ჩემთვის არასდროს უღალატიათ. მგონია, რომ  ერთმანეთს ვგავართ. ფერმერის ცხოვრებით ვცხოვრობ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩავიცვა ლაგერფელდის დიზაინი, როცა ჩემს თხებს ვაჭმევ.

ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე მამაკაცებს მივეცი, ახლა კი ჩემს სიბრძნესა და გამოცდილებას ცხოველებს ვაძლევ.“

სიყვარული, ქორწინებები და ყველაზე რთული როლი – დედობა

 

ბრიჯიტ ბარდო ოთხჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე როჟე ვადიმი იყო, შემდეგ კი მსახიობ ჟაკ შარიეზე იქორწინა. სწორედ შარიესთან შეეძინა ერთადერთი შვილი, ნიკოლა.

დედობა ბარდოს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება აღმოჩნდა. თავად ამბობდა, რომ ორსულობა არ სურდა და ამისთვის მზადაც არ იყო. მოგვიანებით საკუთარი მემუარების გამოცემამ ამ თემაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია, რადგან მსახიობი შვილის გაჩენის პერიოდის შესახებ ძალიან მძიმე და მტკივნეულად გულწრფელ დეტალებს ამხელდა.

„დედობისთვის შექმნილი არ ვიყავი. ნიკოლას საყრდენი ვერ ვიქნებოდი, რადგან თავად ვიყავი სრულიად დაუცველი, არეული და იმ გიჟურ სამყაროში დაკარგული.“

წლების განმავლობაში შვილთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. განქორწინების შემდეგ ბავშვის მეურვეობა ჟაკ შარიეს დარჩა, ნიკოლა ძირითადად მამის ოჯახში იზრდებოდა. ბარდოს საჯარო განცხადებებმა და მოგვიანებით მემუარებში გაკეთებულმა მძიმე შეფასებებმა ოჯახური კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. 1997 წელს ნიკოლამ დედისა  და მისი გამომცემლის წინააღმდეგ სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.

 

 

თუმცა ურთიერთობა სიცოცხლის ბოლო წლებში შეიცვალა. 2025 წელს Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ბარდომ ნიკოლაზე გაცილებით თბილად ისაუბრა:

„ნიკოლა ახლა 57 წლისაა და შესანიშნავი ადამიანია. თავად შექმნა საკუთარი ცხოვრება, ნორვეგიაში, და წარმატებას მიაღწია. უყვარს ბავშვები, ძალიან ზრუნავს საკუთარ ოჯახზე და, სხვათა შორის, ჩემზეც. ზოგჯერ მგონია, მე ვარ მისი შვილი“.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში ბარდო ძირითადად სენ-ტროპეში, შედარებით განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ყოველდღიურობის მთავარი ნაწილი ცხოველებზე ზრუნვასა და ფონდის საქმიანობას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კინოს თითქმის ნახევარი საუკუნით ჩამოშორდა, მისი სახელი კულტურასა და მოდაში კვლავ აქტუალური დარჩა.

ბრიჯიტ ბარდო 2025 წლის 28 დეკემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

ასევე გაეცანი

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია
OK! კულტურა

#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია

October 19, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად

October 21, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები