• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საზოგადოებას თავად პარტონის დისშვილმა, ბრაიან სივერმა შეატყობინა, რომელიც წლების განმავლობაში მომღერლის დაცვის უფროსი იყო.

“ამ მომენტის სიმძიმე წარმოდგენილი მქონდა, თუმცა ჭეშმარიტად აქამდე არ განმიცდია. ეს პატივია, პატივი, რომელთანაც უსაზღვრო სიამაყე და დიდი სევდა არის შერეული” – თქვა სივერმა პარტონის გარდაცვალების გამოცხადებისას.

მომღერლის გარდაცვალების მიზეზი თავდაპირველად არ გასაჯაროებულა. მოგვიანებით მისმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დოლი ვანდერბილტ-ინგრამის კიბოს ცენტრში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ბავშვობა და ადრეული ცხოვრება

დოლი რებეკა პარტონი 1946 წლის 19 იანვარს, ტენესის შტატის პატარა სოფელ ლოკუსტ რიჯში დაიბადა. ოჯახში 12 შვილი იზრდებოდა. პარტონებს იმ პერიოდში ძალიან უჭირდათ –  პატარა ხის სახლში ცხოვრობდნენ, რომელსაც ელემენტარული კომფორტიც კი არ ჰქონდა.

თუმცა დოლი მოგვიანებით ხშირად ამბობდა, რომ ბავშვობას მხოლოდ სიღარიბით არ განსაზღვრავდა: ახსოვდა მუსიკა, ოჯახური სითბო, დედის მიერ მოთხრობილი ისტორიები და ის სამყარო, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში შექმნა.

„ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მაშინ უფრო მეტი მინდოდა, მაგრამ ბედნიერები ვიყავით“, – იხსენებდა პარტონი წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

მუსიკა მის ოჯახში ყოველთვის არსებობდა. დედა შვილებს სიმღერებს ასწავლიდა, დოლი კი ჯერ კიდევ ბავშვობაში წერდა საკუთარ კომპოზიციებს. მისი პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი მარტივი იყო, მაგრამ ოცნება – არა.

10 წლის იყო, როცა ადგილობრივ რადიოში იმღერა. 13 წლის ასაკში უკვე Grand Ole Opry-ის სცენაზე იდგა.

„შეშინებული ვიყავი, მაგრამ სურვილი, ეს გამეკეთებინა, შიშზე ძლიერი აღმოჩნდა“, – ამბობდა ის.

კარიერა

სკოლის დამთავრების შემდეგ დოლი ნეშვილში გადავიდა. ქალაქში, რომელიც ქანთრი მუსიკის ცენტრად მიიჩნეოდა.

„როდესაც პირველად ნეშვილში გადავედი, არც რადიო მქონდა, არც მანქანა, არც მეგობარი და არც ტელეფონი“, – იხსენებდა იგი – “მაგრამ მქონდა სიმღერები.”

კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდა პორტერ უაგონერთან შეხვედრა. 1967 წელს დოლი მისი სატელევიზიო შოუს მუდმივი პარტნიორი გახდა.

1967 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი – „Hello, I’m Dolly“, მოგვიანებით კი დაიწყო სოლო კარიერის ის ეტაპი, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პორტერ უაგონერთან თანამშრომლობის დასრულება იყო. სწორედ ამ პერიოდში დაწერა „I Will Always Love You“ – სიმღერა, რომელიც თავდაპირველად პროფესიულ განშორებას ეძღვნებოდა. სიმღერის გლობალურ ჰიტად ქცევაში უდიდესი როლი უიტნი ჰიუსტონის 1992 წლის შესრულებამ ითამაშა.

„სიმღერები ჩემი მემკვიდრეობაა“, – ამბობდა იგი.

 

იმიჯი

დოლის გარეგნობა მისი პერსონის განუყოფელი ნაწილი გახდა – უზარმაზარი ქერა თმა, ბრჭყვიალა სამოსი, მაღალი ქუსლები, გრძელი ფრჩხილები და გამორჩეული მაკიაჟი.

თუმცა ეს იმიჯი თავიდანვე მხოლოდ შოუბიზნესის სტრატეგია არ ყოფილა. მოზარდობისას მის გარეგნობას ოჯახის წევრებიც კი აკრიტიკებდნენ. დოლი კი ყოველთვის ამბობდა, რომ სწორედ ასეთი მოსწონდა საკუთარი თავი და არ აპირებდა სხვისი მოლოდინების გამო შეცვლას.

„მე უნდა ვიყო ის, ვინც ვარ. ამისთვის ვიბრძოდი და დღესაც ვიბრძვი“, – ამბობდა იგი.

პირადი ცხოვრება

დოლი პარტონის ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სიყვარული კარლ დინი იყო. მათ ერთმანეთი 1964 წელს, ნეშვილში გაიცნეს  – მაშინ დოლი მხოლოდ 18 წლის იყო. ორი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ და თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.

კარლ დინი დოლის სამყაროს ნაწილი იყო, თუმცა თავად ყოველთვის ერიდებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნას.

„ჩემი ქმარი უბრალოდ არ არის დაინტერესებული ყურადღების ცენტრში ყოფნით“, – ამბობდა პარტონი. ის ხშირად ხუმრობდა კიდეც, რომ ზოგიერთ ადამიანს კარლის არსებობისაც კი არ სჯეროდა, რადგან მას საჯაროდ თითქმის ვერასდროს ხედავდნენ.

 

წყვილს შვილი არ ჰყოლია. დოლი ამ თემაზე ღიად საუბრობდა და ამბობდა, რომ შესაძლოა, სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა, საკუთარი მზრუნველობა სხვა ბავშვებისთვის გაეზიარებინა.

2025 წლის მარტში კარლ დინი გარდაიცვალა. დოლისათვის ეს უდიდესი დანაკარგი იყო – ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს ჩუმად, მაგრამ ერთგულად ესწრებოდა, გვერდით აღარ ჰყავდა.

„როგორც ყველა დიდი სიყვარულის ისტორიას, ჩვენს სიყვარულსაც დასასრული არ აქვს” – ასე გამოემშვიდობა მომღერალი მეუღლეს.

Jolene

დოლი პარტონის შემოქმედებაში ამ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს – 1973 წელს გამოსულმა კომპოზიციამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ჰიტის სტატუსი მოიპოვა და ცოტამ თუ იცის, რომ უკან რეალური ისტორია იდგა.

 

იმ პერიოდში დოლი და კარლ დინი ახალი დაქორწინებულები იყვნენ. დოლის თქმით, ადგილობრივ ბანკში მომუშავე წითური ქალი კარლის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ქალი იმდენად ხშირად ესაუბრებოდა მის მეუღლეს, რომ დოლი ეჭვიანობდა კიდეც, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ეს მათი ურთიერთობისთვის სერიოზულ საფრთხედ არასოდეს ქცეულა – პირიქით, დროთა განმავლობაში ამბავი მათ შორის ერთგვარ ხუმრობად იქცა.

„ჩემი ქმარი საშინლად მოსწონდა. კარლსაც უყვარდა ბანკში სიარული, რადგან ის ქალი ყურადღებას აქცევდა“, – იხსენებდა პარტონი NPR-ის ინტერვიუში. დოლი კარლს ხუმრობით ეუბნებოდა, რომ ბანკში იმაზე ხშირად დადიოდა, ვიდრე მათ ფინანსურ მდგომარეობას შეეფერებოდა: „არ მგონია, იმდენი ფული გვქონდეს, რომ ასე ხშირად გჭირდებოდეს ბანკში წასვლა“.

სწორედ ამ პატარა, ერთი შეხედვით უწყინარმა ისტორიამ მისცა დოლის სიმღერის სიუჟეტი.

ქველმოქმედება

დოლი პარტონის მემკვიდრეობა მხოლოდ მუსიკით, ფილმებითა და სცენაზე მიღწეული წარმატებით არ განისაზღვრება. მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ქველმოქმედებას უკავშირდება, რომელიც კამერების მიღმა, სხვა ადამიანების დასახმარებლად შექმნა.

1995 წელს დოლიმ Imagination Library დააარსა –  პროგრამა, რომელიც ბავშვებს უფასოდ უგზავნის წიგნებს. ამ იდეის სათავე მის ოჯახურ ისტორიაში უნდა ვეძებოთ: დოლის მამას წერა-კითხვა არ შეეძლო, ამიტომ წიგნიერების მნიშვნელობა მისთვის მხოლოდ ზოგადი იდეა არ ყოფილა – ეს პირადი, ოჯახური გამოცდილება იყო.

„ეს ჩემთვის ძალიან პირადი რამ იყო და თავდაპირველად მხოლოდ ჩემი მშობლიური ოლქის ბავშვებისთვის იყო გათვლილი, მამაჩემის გამო“, – ამბობდა პარტონი.

პატარა ადგილობრივი ინიციატივა მალე საერთაშორისო პროექტად იქცა. პროგრამის ფარგლებში ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასობით მილიონი წიგნი გადაეცათ, რაც დოლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ხანგრძლივ საქველმოქმედო საქმიანობად იქცა.

„თუ ღმერთმა გაჩუქა ფული და წარმატება, ის სხვების დასახმარებლად უნდა გამოიყენო”. 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
OK! კულტურა

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი
OK! კულტურა

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
#OK! კეიტი ჰოლმსის ახალი რომანი – რა არის ცნობილი მსახიობის რჩეულის შესახებ?
OK! კულტურა

#OK! კეიტი ჰოლმსის ახალი რომანი – რა არის ცნობილი მსახიობის რჩეულის შესახებ?

September 17, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია
OK! კულტურა

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Lile Kids – პირველი საბავშვო კონცეპტუალური მაღაზია თბილისში, რომელიც ბუნებასა და გარემოზე ზრუნავს

#OK! Lile Kids – პირველი საბავშვო კონცეპტუალური მაღაზია თბილისში, რომელიც ბუნებასა და გარემოზე ზრუნავს

October 8, 2023
#OK! მაღალი პასუხისმგებლობა და სამართლიანობის გრძნობა

#OK! მაღალი პასუხისმგებლობა და სამართლიანობის გრძნობა

August 14, 2024
#OK! ბელა თორნის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Versace-ს ძვირადღირებული სამოსით!

#OK! ბელა თორნის განსხვავებული იმიჯი! ვარსკვლავი Versace-ს ძვირადღირებული სამოსით!

March 11, 2021
#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

August 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

#OK! 5 წიგნი სტივენ კინგის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

September 21, 2026
#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

#OK! BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა – „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა

September 16, 2026
#OK! ბრედ პიტის უფროსმა შვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

#OK! ბრედ პიტის უფროსმა შვილმა მამის გვარზე უარი განაცხადა

September 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები