• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! რა არის ძილის აპნოე?

April 9, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

სრულფასოვანი ძილი საჭიროა სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი უჩივის უძილობას ან მოთენთილობას, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს ძილის აპნოე. ძილის ამ გავრცელებული დარღვევის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ლელა ლორთქიფანიძე, გვესაუბრება.

 

რა არის ძილის აპნოე?

ძილის აპნოე წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რომლის დროსაც სუნთქვა ძილში წყდება ეპიზოდურად, განმეორებით. ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია:

ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA). ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და/ან ანატომიური თავისებურებებით.

ძილის ცენტრალური აპნოე (CSA). ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.

შერეული ტიპის აპნოე – როცა ადამიანს აღენიშნება ორი ტიპის აპნოე: ობსტრუქციული და ცენტრალური.

 

რა სიმპტომებია დამახასიათებელი ძილის აპნოესთვის?

ძილის აპნოეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ხმამაღალი ხვრინვა, სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილში, რასაც მოჰყვება ხოლმე შეფხიზლება. ამის გამო ძილი წყვეტილია, არასრულფასოვანი. სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს, პირის სიმშრალით გაღვიძება, დილის თავის ტკივილი, უძილობა, იგივე ინსომნია. ჭარბი ძილიანობა დღისით, იგივე ჰიპერსომნია, სიფხიზლის დროს კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გაღიზიანებადობა.

 

 

რა მიეკუთვნება ძილის აპნოეს განვითარების რისკ-ფაქტორებს? ვინ წარმოადგენს რისკ-ჯგუფს?

ჭარბწონიანობა – სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ძილის აპნოეს განვითარების რისკებს.

კისრის გარშემოწერილობა. სქელი კისრის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები.

ვიწრო სასუნთქი გზები – შესაძლოა გქონდეთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი. ნუშისებრი ჯირკვლების ან ადენოიდების გადიდებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაბლოკვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში.

მამაკაცებში 2-3-ჯერ უფრო ხშირია ძილის აპნოეს პრობლემები, ვიდრე ქალებში. თუმცა ქალებში დაავადების რისკი იზრდება ჭარბწონიანობის შემთხვევაში ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.

ხანდაზმულობა. ასაკის მატებასთან ერთად აპნოეს პრობლემის განვითარების რისკიც იზრდება.

ოჯახური ანამნეზი. ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

ალკოჰოლი, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები

თამბაქოს მოხმარება. მწეველებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია.

ცხვირის გაჭედილობა. ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა, იქნება ეს ანატომიური პრობლემებით თუ ალერგიით გამოწვეული, განაპირობებს ძილის აპნოეს განვითარების რისკს.

ძილის აპნოეს განვითარების რისკ-ფაქტორები ბავშვებში : ადენოტონზილარული ჰიპერტროფია, ჭარბი წონა, ორთოდონტული პრობლემები, ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი, კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები და სხვა გენეტიკური სინდრომები.

 

რა გართულებები ახლავს ძილის აპნოეს? არის თუ არა საშიში ძილის აპნოე?

ძილის აპნოე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:

დაღლილობა დღის განმავლობაში. ძილის აპნოესთან დაკავშირებული განმეორებითი გამოღვიძებები აღდგენით ძილს შეუძლებელს ხდის, რაც თავის მხრივ, იწვევს ძილიანობას, დაღლილობას და გაღიზიანებადობას მთელი დღის განმავლობაში.

შეიძლება გქონდეთ კონცენტრაციის დარღვევა, ძილიანობა დღის მანძილზე. ძილის აპნოეს მქონე ადამიანები ავტოსაგზაო ან საწარმოო ავარიების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ძილის აპნოეს მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლოა ჰქონდეთ სწავლასთან ან მოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მაღალი არტერიული წნევა ან გულის პრობლემები. სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი ვარდნა, რომელიც ვითარდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს, ზრდის არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ობსტრუქციული ძილის აპნოე შესაძლოა გახდეს მაღალი წნევის, იმავე ჰიპერტენზიის მიზეზი.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება ობსტრუქციული ძილის აპნოემ შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად, წინაგულთა ფიბრილაცია. თუ გაქვთ გულის დაავადება, სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის რამდენიმე ეპიზოდი (ჰიპოქსია ან ჰიპოქსემია), ამან შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.

 

ტიპი 2 დიაბეტი. ძილის აპნოემ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინის რეზისტენტობა და განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი.

 

მეტაბოლური სინდრომი.

 

როგორ ხდება კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?

ძილის აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტური მეთოდი გახლავთ პოლისონმოგრაფია, რაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება სტაციონარულად. პაციენტი რჩება ჰოსპიტალში კვლევისთვის. ეს შეიძლება ჩატარდეს ღამის ძილის დროს, ასევე, იშვიათად, საჭიროების მიხედვით, შესაძლოა დღის ძილი გამოვიკვლიოთ.

პილისონმოგრაფიის დროს ხდება სხვადასხვა პარამეტრის ერთდროული მონიტორინგი, ეს პარამეტრებია – სუნთქვის სიხშირე, ჰაერის ნაკადი, სატურაციის მაჩვენებელი, გულის რითმის მაჩვენებელი. ელექტროენციფალოგრაფიის და სხვადასხვა პოლიგრაფიული არხების საშუალებით ხდება ძილის ფაზების შეფასება და პარალელურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, ამ ყველაფრის ერთიანად გაანალიზების საფუძველზე ექიმი ადგენს, არსებობს თუ არა ძილის აპნოე, რა სიმძიმის, სიხშირისა და ხანგრძლივობისაა ის და ამ მაჩვენებლების განსაზღვრის მიხედვით ხდება მკურნალობის საჭიროებისა და ტაქტიკის გადაწყვეტა.

 

როგორ ხდება მკურნალობა?

ძილის აპნოეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებში ყველაზე გავრცელებული მეთოდია CPAP-ი – ანუ დადებითი წნევით ჰაერის უწყვეტი მიწოდება. როცა პაციენტი იძინებს ე.წ. CPAP აპარატით. აღნიშნული გამოიყენება როგორც ზრდასრულ პაციენტებთან, ასევე ბავშვთა პოპულაციაში.

თუ ძილის აპნოე განპირობებულია რომელიმე დაავადების გამო, ხდება პირველადი გამომწვევი მიზეზის მკურნალობა. მაგ: ჭარბწონიანობის შემთხვევაში პირველი რეკომენდაციაა წონის კლება.

 

ტექსტი: სოფო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როდესაც ორი სიცოცხლე გაბარია, მზად ხარ საკუთარი სისხლი და სიცოცხლეც კი გაიღო, ოღონდ გადაარჩინო!

#OK! როდესაც ორი სიცოცხლე გაბარია, მზად ხარ საკუთარი სისხლი და სიცოცხლეც კი გაიღო, ოღონდ გადაარჩინო!

December 30, 2022
#OK! 6 ფილმი, რომელიც გამოსვლამდე კინოჰიტად იქცა

#OK! 6 ფილმი, რომელიც გამოსვლამდე კინოჰიტად იქცა

September 14, 2021
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

June 14, 2025
#OK! ემბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

#OK! ემბერ ჰერდი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

June 3, 2022

კვირის ჰიტები

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

#OK! ვინ შეცვლის დემნას? – ბალენსიაგას ახალი დირექტორის შესახებ

July 7, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები