რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! როდესაც ორი სიცოცხლე გაბარია, მზად ხარ საკუთარი სისხლი და სიცოცხლეც კი გაიღო, ოღონდ გადაარჩინო!

დეკემბერი 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

დაეხმარო ახალ სიცოცხლეს მოვლენაში, ყველაზე დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა. მეან-გინეკოლოგია მედიცინის სწორედ ის დარგია, რომელიც შეისწავლის მშობიარობის დროს რაციონალური დახმარების მეთოდებს. მეან-გინეკოლოგის მოვალეობაა დედის მუცლიდან დაბადებამდე, ნაყოფზე ზრუნვა და მეთვალყურეობა. საინტერესოა, რა განცდაა შენს ხელში იყოს ორი სიცოცხლე ერთდროულად, მართო ცხრა თვის განმავლობაში ისე, რომ არ გამოგრჩეს არც ერთი მომატებული/დაწეული ციფრები ანალიზებში, უპასუხებდე თითოეულ ზარს დღის ნებისმიერ მონაკვეთში იმის ფიქრით „რამე ხომ არ უჭირს?!“, აკვირდებოდე მუცლადმყოფი ნაყოფის ზრდა-განვითარების დინამიკას და ბოლოს, მკერდზე აწვენდე სრულიად ჯანმრთელ დედას სრულიად ჯანმრთელ ბავშვს. OK!-ის მკითხველს სწორედ ამ შეგრძნებებსა და ემოციებს გიზიარებთ კლინიკა „იმედის“ მეან-გინეკოლოგი, ნინო ოქროპირიძე.

 

რამდენი წელია რაც მეან-გინეკოლოგი ბრძანდებით და რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

უკვე 19 წელია რაც მეან-გინეკოლოგის პროფესიას ვემსახურები. ჩემთვის ექიმობა ცხოვრების გამოწვევაა, ექიმობა ის პროფესიაა, რომელიც მუდამ მინდოდა. ჩემი მუშაობის 19 წლის სტაჟი მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ვიღვწი ერთდროულად ორი სიცოცხლის გადასარჩენად. ამაში პაციენტების მიერ გამოხატული მადლიერება და სიყვარული მარწმუნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად აქტიურად ვარ ჩართული ჩემს საქმიანობაში, ვცდილობ რეგულარულად გავეცნო მედიცინის სიახლეებს და დავნერგო ისინი ჩემს პროფესიაში, გავუზიარო ახალგაზრდა კოლეგებს, პრაქტიკულად ვაჩვენო მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში და პირიქით − მეც გავითვალისწინო მათი გამოცდილება ჩემი შრომის პროცესში. ეს ზეპირად ნასწავლი მეთოდიკა კი არ არის, არამედ ნანახის გააზრებული დამახსოვრება და ანალიზის უნარია. სამედიცინო სფეროში ყველაფერი სწრაფად ვითარდება და დროს უნდა გავუსწროთ, არ ჩამოვრჩეთ, არ დავაგვიანოთ!

 

როგორი განცდაა, როდესაც ახალ სიცოცხლეს ეხმარებით ამქვეყნად მოვლენაში?

ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ყველა ახალშობილის დაბადება, ამ საოცარ პროცესში მონაწილეობის მიღება − ეს ყველაფერი არის ღვთის წყალობა. ყოველი ბავშვის დაბადებისას ხელახლა მეუფლება სიხარულისა და სიამაყის განცდა.

 

რეკლამა

გქონიათ რთული შემთხვევები? რას გრძნობდით იმ წუთებში?..

მქონია რთული შემთხვევებიც. მედიცინა არ არის ფორმულების მეცნიერება, ძალიან სარისკო და რთულო დარგია, განსაკუთრებით მეანობა, სადაც ორი სიცოცხლე გაბარია. ამ რთულ შემთხვევებში თანახმა ხარ, ოღონდაც პაციენტი გადაარჩინო, და საკუთარი სისხლიც და სიცოცხლეც გაიღო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს უკან, ანუ როგორ გუნდთან ერთად მუშაობ. როცა რთული შემთხვევიდან გამოვსულვარ, შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად მიგრძნია, თუ რამდენად რთულ საქმეს ვემსახურები.

 

მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით ამ ზაფხულს მომხდარი, როდესაც ერთ-ერთი მშობიარობის დროს განვითარდა გართულება და საფრთხე შეექმნა ნაყოფის სიცოცხლეს, საჭირო გახდა მშობიარობის სწრაფი დასრულება, რაც მე განვახორციელე და მივიღეთ ცოცხალი, ჯანმრთელი ახალშობილი. ეს იყო არა მარტო დედის, არამედ ჩემი, საკუთარი ბედნიერების განცდა, რომ ეს შევძელი, რის შედეგადაც მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიე.

 

ზოგადად, ნებისმიერი რთული პაციენტის მიღების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გამოფიტული ვარ, პარალელურად, ვივსები დადებითი ემოციებით.

 

 

როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებისადმი?

თითოეული პაციენტის მიმართ ისეთი მიდგომა მაქვს, როგორიც საკუთარი ახლობლის, ნათესავის მიმართ. ვურჩევ ისე, როგორც ჩემს შვილს დავარიგებდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და თანადგომით ვურთიერთობ მათთან. ჩემს პაციენტებთან აბსოლუტურად ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მაქვს, რაკი მოდიან ჩემთან, ესე იგი მენდობიან კიდეც. ზოგიერთი შემთხვევა დანათესავებითაც კი დასრულდა. მე გავხდი რამდენიმე ჩემი ახალშობილის ნათლიაც. პაციენტებთან ურთიერთობაში მეხმარება კომუნიკაბელურობისა და თანაგრძნობის უნარი, გულახდილობა, აგრეთვე შორს გათვლილ შედეგებზე საუბარი.

მაქსიმალურად ვცდილობ, იმედი, რომელსაც ჩემზე ამყარებს მომავალი დედა და მანდობს ახალ სიცოცხლეს, არ გავუცრუო. აღნიშნული პრობლემა კი, რისთვისაც მომმართავს, მისთვის სასიკეთოდ გადავწყვიტო.

 

რას ურჩევდით მომავალ დედებს?

ვუსურვებ მშვიდობიან, ლაღ ცხოვრებას საკუთარ შვილებთან ერთად. ვურჩევ, აარიდონ თავი სტრესულ გარემოს, იყვნენ სიმშვიდეში, მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად ჩაიტარონ კვლევები. მშობიარობის შემდგომი პერიოდი კი გამოიყენონ შვილთან ურთიერთობისთვის, შეიგრძნონ ის ბედნიერი დღეები, რომლებიც თვალის დახამხამებაში გაფრინდება. დატკბნენ დედობის შეგრძნებით!

 

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი და დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი და დავიკლოთ წონაში ჯანსაღად – ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

იანვარი 15, 2023
#OK! dr.ninaaesthetic – სივრცე თქვენი სილამაზისთვის 
Health & Beauty

#OK! dr.ninaaesthetic – სივრცე თქვენი სილამაზისთვის 

დეკემბერი 31, 2022
#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი
Health & Beauty

#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი

დეკემბერი 30, 2022
#OK! ფრთხილად! ზამთრის სეზონი ცისტიტის რისკს ზრდის – გინეკოლოგის რჩევები
Health & Beauty

#OK! ფრთხილად! ზამთრის სეზონი ცისტიტის რისკს ზრდის – გინეკოლოგის რჩევები

დეკემბერი 30, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ჟაკლინ კენედის საკულტო სტილი 10 ვინტაჟურ ფოტოში

#OK! ჟაკლინ კენედის საკულტო სტილი 10 ვინტაჟურ ფოტოში

ივლისი 28, 2022
#OK! “მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი” – ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურდა

#OK! “მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი” – ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურდა

მარტი 25, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა: მომღერალი Alex Perry-ის ძვირადღირებული სამოსით!

#OK! გლამურული რიტა ორა: მომღერალი Alex Perry-ის ძვირადღირებული სამოსით!

მაისი 17, 2021
#OK! რიანა Gucci X Balenciaga-ს ტრენდული ქურთუკით, რომლის ღირებულებაც $2,550-ია

#OK! რიანა Gucci X Balenciaga-ს ტრენდული ქურთუკით, რომლის ღირებულებაც $2,550-ია

იანვარი 12, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 22 იანვარს, ახალი წელი და ახალმთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა – რას უნდა ველოდეთ ამ წლისგან?

#OK! 22 იანვარს, ახალი წელი და ახალმთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა – რას უნდა ველოდეთ ამ წლისგან?

იანვარი 21, 2023
#OK! „ მგონია, რომ ჩემს სხეულში 2 ადამიანის გული ერთდროულად ძგერს“ – ნათია თოდუა ორსულობის შესახებ საუბრობს

#OK! „ მგონია, რომ ჩემს სხეულში 2 ადამიანის გული ერთდროულად ძგერს“ – ნათია თოდუა ორსულობის შესახებ საუბრობს

იანვარი 24, 2023
#OK! მოდელი, ლიკუნა ხაჭაპურიძის ზამთრის სტილის ინსპირაცია

#OK! მოდელი, ლიკუნა ხაჭაპურიძის ზამთრის სტილის ინსპირაცია

იანვარი 25, 2023
#OK! შორენა ბეგაშვილის ძაღლი 5 წლის გახდა – როგორ გადაუხადა ვარსკვლავმა დაბადების დღე ძაღლს

#OK! შორენა ბეგაშვილის ძაღლი 5 წლის გახდა – როგორ გადაუხადა ვარსკვლავმა დაბადების დღე ძაღლს

იანვარი 21, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×