• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

September 14, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

“არ ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს… თავს თანამედროვე, ჩვეულებრიც ქალად მივიჩნევ” – გრეის კელი.

გრეის პატრიცია კელი 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში დაიბადა. მომავალი პრინცესა ირლანდიური და გერმანული წარმოშობის შეძლებულ, კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა.

მამამისი, ჯონ ბრენდან „ჯეკ“ კელი, წარმატებული ბიზნესმენი იყო და ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონიც გახლდათ. დედა, მარგარეტ მაიერი – ყოფილი მოდელი და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი.

 

გრეისს უფროსი და, მარგარეტი, ძმა ჯონი და უმცროსი და ელიზაბეთი ჰყავდა. ოჯახში სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა გრეისს ბავშვობიდანვე სხვა რამ იზიდავდა – სცენა. მამას სურდა, შვილებს უფრო პრაქტიკული და სტაბილური პროფესია აერჩიათ, მაგრამ გრეისი საკუთარ სურვილს არ თმობდა.

თეატრით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. პარალელურად კი მოდელადაც მუშაობდა, რათა საკუთარი თავი ერჩინა.

მისი ბიძა ჯორჯ კელი პულიცერის პრემიის მფლობელი დრამატურგი იყო, მეორე ბიძა, უოლტერ „ჯაჯ“ კელი კი ვოდევილის მსახიობი. თუმცა თავად გრეისს ბავშვობიდანვე გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებდა:

„არასდროს მეგონა, რომ ლამაზი ან ჭკვიანი ვიყავი” – ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

სამსახიობო კარიერის დასაწყისი მარტივი არ იყო: აკადემიის წარმომადგენლები მისი ხმის ტემბრს უჩვეულოდ მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მაშინდელ სტანდარტებს არ შეეფერებოდა. გრეისმა მეტყველების გაკვეთილები გაიარა, საბოლოოდ კი სწორედ ეს განსხვავებული ხმა  ეკრანული იმიჯის ნაწილად აქცია.

კარიერა

მისი კინოდებიუტი 1951 წელს შედგა ფილმში „თოთხმეტი საათი“ – პატარა, მეორეხარისხოვანი როლით. ერთი წლის შემდეგ კი  გარი კუპერის გვერდით გამოჩნდა ფილმში “შუადღე” და კინოკრიტიკოსების ყურადღებაც მიიპყრო.

1954 წელს კი The Country Girl-ში შესრულებული როლისთვის კი “ოსკარი” დაიმსახურა. მსახიობი მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო.

 

 

გრეისის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ალფრედ ჰიჩკოკს ეკავა.

რეჟისორმმა მისი მონაწილეობით სამი ფილმი გადაიღო – „მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ M“, „უკანა ფანჯარა“ და „ქურდის დაჭერა“.

ჰიჩკოკისთვის გრეისი განსაკუთრებული ტიპის მსახიობი იყო – შეეძლო ეკრანზე ერთდროულად ყოფილიყო დახვეწილი, მიუწვდომელი და იდუმალი, თუმცა საჭირო მომენტში პერსონაჟის შინაგანი სიძლიერეც გამოევლინა.

 

 

მათ პირველ შეხვედრას თავად გრეისი წლების შემდეგ ასე იხსენებდა:

„საშინელი იყო – თითქოს ტვინი გამეყინა. დავიბენი და არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა”.

ჰიჩკოკი კი მასზე სხვაგვარად საუბრობდა: რეჟისორის თქმით, გრეისს ჰქონდა უნარი, კომედიური სცენებიც კი არა სექსუალურად, არამედ ელეგანტურად ეთამაშა – თვისება, რომელიც, მისი აზრით, ძალიან იშვიათი იყო.

თუმცა ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, მსახიობს ჰოლივუდთან მარტივი ურთიერთობა არ ჰქონია.

„ხანდახან მგონია, რომ ჰოლივუდი მძულს. ეს ქალაქი დაუნდობელია.“

მისი მთავარი პრობლემა პირადი სივრცის არქონა იყო. იხსენებდა, რომ ნიუ-იორკში ქუჩაში მშვიდად სეირნობა შეეძლო, ჰოლივუდში კი ჩვეულებრივი ვახშამიც კი ფოტოგრაფების გარეშე წარმოუდგენელი ხდებოდა.

 

მონაკოს პრინცესა

1955 წელი გრეის კელის ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. The Country Girl-ისთვის მიღებული ოსკარის შემდეგ ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. იმავე წელს კანის კინოფესტივალზე გაემგზავრა, სადაც მისი ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა.

6 მაისს გრეისს მონაკოს პრინც რენიე III-სთან ფოტოსესია ჰქონდა დაგეგმილი. შეხვედრა თავიდან მხოლოდ ოფიციალური ღონისძიება უნდა ყოფილიყო – ახალგაზრდა ამერიკელი ვარსკვლავი და ევროპელი მონარქი ფოტოგრაფების წინაშე ერთად უნდა გამოჩენილიყვნენ.

 

 

თუმცა ყველაფერი მარტივად არ წარიმართა. გრეისის გრაფიკი შეიცვალა და შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ,  იგი მონაკოს სასახლეში მივიდა და სწორედ იქ შეხვდა  რენიეს. მონაკოს სასახლის არქივების მიერ მოგვიანებით მომზადებულ გამოფენაშიც მათი პირველი შეხვედრის თარიღად 1955 წლის 6 მაისია მითითებული.

ორივემ კარგად იცოდა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროს წარმოადგენდნენ.

გრეისი 25 წლის ამერიკელი მსახიობი იყო, რომლის კარიერა აღმასვლას იწყებდა. რენიე კი მონაკოს მმართველი იყო – ადამიანი, რომლის ცხოვრებასაც  სახელმწიფოებრივი მოვალეობები განსაზღვრავდა.

მათი ურთიერთობა სწრაფად, მაგრამ მაინც საკმაოდ ფრთხილად ვითარდებოდა.

 

1955 წლის შობის პერიოდში რენიე ამერიკაში ჩავიდა და გრეისის ოჯახს ფილადელფიაში ესტუმრა.  რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ნიშნობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

მალე გრეისი ამერიკიდან მონაკოში გაემგზავრა. პორტში მას 20 000 ადამიანი დახვდა, ხოლო ქორწილის გასაშუქებლად სამთავროში დაახლოებით 1 500 ჟურნალისტი ჩავიდა. პატარა მონაკო რამდენიმე დღით ფაქტობრივად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

18 აპრილს სასახლის ტახტის ოთახში სამოქალაქო ცერემონია შედგა. მეორე დღეს, 19 აპრილს, გრეისი და რენიე წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში დაქორწინდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრინცესას კაბა MGM-ის საქორწინო საჩუქარი იყო და მის შექმნაზე დაახლოებით სამი ათეული მკერავი ექვსი კვირის განმავლობაში მუშაობდა.

„მიხაროდა და ვამაყობდი ჩემი მსახიობობით, თუმცა გაკვირვებული ვარ, როცა ამბობენ, თითქოს ჩემი ცხოვრება მას შემდეგ ნაკლებად სრულყოფილი გახდა. პირიქით – საერთოდაც არა. კარიერის თავიდან დაწყებას დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება, ამისთვის კი დრო არ მაქვს” – ამბობდა მსახიობი. 

 

 

გრეისსა და რენიეს სამი შვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უამრავი მოსამსახურე ჰყავდა, გრეისი თავად ამზადებდა საუზმეს შვილებისთვის.

„ყოველთვის ერთად ვსაუზმობდით და დედა საუზმეს თავად გვიმზადებდა“, – იხსენებდა პრიცესას უფროსი ვაჟი მოგვიანებით.

“ალბათ, ცოტა მკაცრი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ დისციპლინა იუმორით უნდა იყოს დაბალანსებული. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, ყველაზე მეტად ჩემს შვილებზე და შვილიშვილებზე ვფიქრობ – იმაზე, როგორ დავამახსოვრდები მათ. მინდა დამიმახსოვრონ, როგორც კეთილი და გამგებიანი ადამიანი” – ამბობდა გრეის კელი. 

 

გარდაცვალება

1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი და მისი 17 წლის ქალიშვილი, სტეფანი, საფრანგეთიდან მონაკოში ბრუნდებოდნენ. გრეისი ავტომობილს თავად მართავდა, რა დროსაც ინსულტი დაემართა. საჭესთან გონება დაკარგა და ავტომობილი გზიდან გადავიდა.

ავარიის შედეგად ორივე ქალი დაშავდა. სტეფანი გადარჩა, თუმცა მძიმე დაზიანებები მიიღო.

გრეისი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გრეის კელი 1982 წლის 14 სექტემბერს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

#OK! მოდის 10 ლეგენდა და მათი შექმნილი უკვდავი ტრენდები!

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები