• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო კაბები

February 24, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნეფე-პატარძალი ქორწილის მთავარი გმირები არიან, ამიტომ სტუმრების მზერა მთელი დღის განმავლობაში მათკენაა მიპყრობილი. ეს რიგითი ადამიანისთვისაც კი დიდი გამოცდაა, ხოლო თუ ვარსკვლავი ხარ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენს საქორწილო ფოტოებს მთელი მსოფლიო მიკროსკოპით დაათვალიერებს. ამას ვერ გაექცევი, რადგან მოდის ტენდენციებს სწორედ ცნობილი ადამიანები ამკვიდრებენ. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების საოცრად ლამაზ და წარმოუდგენლად ძვირადღირებულ საქორწილო კაბებს.

ოდრი ჰეპბერნი

ჰოლივუდის ლეგენდამ მელ ფერერთან ქორწილში Balmain-ის მაღალსაყელოიანი კაბა, ხელთათმანები და ყვავილების გვირგვინი ისე შეახამა, რომ ზღაპრულ ფერიას დაემსგავსა. ამ ქორწინებამდე მსახიობს ყოფილ საქმროსთან, ჯეიმს ჰენსონთან ქორწილისთვის სხვა კაბა ჰქონდა გამზადებული. ვინაიდან ჰენსონთან ქორწინება არ შედგა, ოდრიმ კაბა ნაცნობს აჩუქა, რომელმაც ის მოგვიანებით 20,700 ევროდ გაყიდა.

ქეთი ჰოლმსი

ქეთი ჰოლმსისა და ტომ კრუზის ქორწილი იტალიაში გაიმართა. პატარძლის მომხიბვლელი სამოსი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის შემოქმედება იყო და 50,000 ევრო ღირდა.

ნიკი ჰილტონი

Valentino-ს კაბა XXL ზომის შლეიფით ნამდვილი ოცნების განსახიერება აღმოჩნდა. ამ ფუფუნებისთვის ჰილტონების ოჯახმა 65,000 ევრო გადაიხადა.

პრინცესა დიანა

პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწილი საუკუნის უდიდეს მოვლენად იქცა. ელიზაბეთ და დევიდ ემანუელების მიერ შექმნილი კაბა იმ დროისთვის დაახლოებით 80,202 ევროდ შეფასდა. ასეთი მაღალი ღირებულება, სავარაუდოდ, 8-მეტრიანმა შლეიფმა და 10,000-მა მარგალიტმა განაპირობა.

ელიზაბეთ ტეილორი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ცხრაჯერ იქორწინა. მისი პირველი საქორწილო კაბა, რომელიც კონრად ჰილტონთან ჯვრისწერისას ეცვა, მოგვიანებით აუქციონზე 143,569 ევროდ გაიყიდა, რითაც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საქორწილო სამოსად იქცა.

მეგან მარკლი

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში მთელი ყურადღება დიზაინერ კლერ უეიტ კელერის მშვენიერ კაბაზე იყო გადატანილი. “მინიმალისტური ფუფუნების“ შედევრი Givenchy-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა კლერ უეიტ კელერმა შექმნა.

Givenchy-ს ამ ნამუშევარს შთამბეჭდავი ფასი ჰქონდა – ხმების თანახმად, ეს ზღაპრული კაბა დაახლოებით 150,000 ევრო დაჯდა.

მელანია ტრამპი

მელანიას Christian Dior-ის კაბა უამრავი მარგალიტითა და კრისტალით იყო მორთული, რამაც მის ღირებულებაზეც იქონია გავლენა. გავრცელებული ინფორმაციით, კაბის ფასმა 160,000 ევრო შეადგინა.

მარი–შანტალ მილერი

ფული არც საბერძნეთის სამეფო ოჯახმა დაიშურა და Valentino-ს კაბაში, რომელიც მარი–შანტალ მილერს 1995 წელს, პრინც პავლოსზე ქორწინებისას ეცვა, 327,159 ევრო გადაიხადა.

ჰერცოგინია ქეითი

-10

ქეითის კაბა თანამედროვე კლასიკის ეტალონია. Alexander McQueen-ის მოდის სახლის დიზაინერის, სარა ბარტონის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა სპეციალურად ქეით მიდლტონისთვის შეიქმნა. სარა ბარტონმა მოახერხა გაეერთიანებინა ვიქტორიანული ეპოქის ტრადიციები და თანამედროვე დახვეწილობა. ვარაუდობენ, რომ კაბის ღირებულება 427,325 ევროს აღწევს.
კაბის მაქმანები “Carrickmacross” ტექნიკით, ხელით იყო ნაქარგი. თითოეული ყვავილი (ვარდი, ნარგიზი, სამყურა და ნარი) გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ნაწილის სიმბოლოა.

მკერავებს, რომლებიც მაქმანებზე მუშაობდნენ, ყოველ 30 წუთში ხელების დაბანა ევალებოდათ, რათა ქსოვილი იდეალურად თეთრი ყოფილიყო, ნემსებს კი ყოველ სამ საათში ცვლიდნენ.

გრეის კელი

-11

ეს იმ დროის ზღაპარი იყო – ჰოლივუდის ვარსკვლავი პრინცზე დაქორწინდა! ასეთი მოვლენისთვის განსაკუთრებული საქორწილო კაბა უბრალოდ აუცილებელი იყო. ჰოლივუდის კოსტიუმების მხატვრის, ჰელენ როუზის მიერ შექმნილი საოცრება, როგორც ამბობენ, 488,565 ევრო დაჯდა, რაც 1956 წლისთვის უზარმაზარი თანხა იყო.
კაბა, რომელშიც გამოყენებული იყო 125 წლის ბრიუსელური მაქმანი ქეით მიდლტონისთვისაც კი შთაგონების წყარო გახდა.
კაბა 10 სხვადასხვა ნაწილისგან შედგებოდა, რომლებიც ისე იყო გადაბმული, რომ ერთ მთლიანობად ჩანდა. მასზე მუშაობა 6 კვირას გაგრძელდა.
გრეის კელის კაბა დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საქორწილო სამოსად ითვლება.

ვიქტორია სვაროვსკი

-12

ვიქტორია სვაროვსკის საქორწილო კაბა როგორც “კრისტალების იმპერიის” მემკვიდრეს შეეფერება, 500,000 კრისტალით იყო მორთული და 46 კილოგრამს იწონიდა, 6-მეტრიანი შლეიფი კი კაბას ნამდვილ სამეფო იერს სძენდა. მაიკლ სინკოს მიერ შექმნილი შედევრის ფასი 900,000 ევრო იყო.
ცნობისთვის, მაიკლ სინკო დუბაიში მოღვაწე ფილიპინელი დიზაინერია, რომელიც  თავისი “ულტრა-ლუქს” სტილით ცნობილია.

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება
OK! News

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

October 28, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები
OK! News

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

February 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

March 10, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

May 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები